მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2011-11-15
ვინ მტერია და ვინ მოყვარე?! "ყოვლისმცოდნე" სააკაშვილი და "არმცოდნე" ივანიშვილი

თავის დროზე ჯერ კიდევ ანტიკური აზროვნების ტიტანი სოკრატე თანამედროვეთაგან იმით გამოირჩეოდა, რომ თავმდაბლურად აცხადებდა - მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიციო. ჩვენი დროის "გენიოსებს" - ქართველ ნაცმოელებს რატომღაც არ მოეწონათ ბერძენი ფილოსოფოსის მოკრძალებული ტონი და ის საპირისპიროთი - ჩვენ ის ვიცით, რომ ყველაფერი ვიცითო - შეცვალეს. ამიტომაც წაუვიდათ ალჩუზე საქმე, ამ "ყოვლისმცოდნე", ბაქია და ჩიტირეკია ლიდერებმა მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და ფასეულობების მქონე ქვეყანა დანგრევის პირამდე მიიყვანეს.
პოლიტიკურ ველზე ახლად გამოჩენილი მოთამაშე - ბიძინა ივანიშვილი ამ ჩიტირეკიებისგან განსხვავებით, გულწრფელი და ალალმართალი კაცია. მას პრეტენზია არა აქვს სასწაულმოქმედ "ყოვლისმცოდნეობაზე" და თუ რამე არ იცის, ამას ამბობს კიდეც. ქართულ სინამდვილეში ძლივს გამოჩნდა პიროვნება, რომელსაც არ ესირცხვილება რაიმეს არცოდნის. არადა ფაქტია, ადამიანი როცა ამბობს, რომ რაღაც არ იცის, სინამდვილეში ბევრად მეტი იცის იმაზე, ვისაც ჰგონია, რომ ყველაფერი იცის.
ავიღოთ, მაგალითად, სამართალი, რომელიც ნაცების წყალობით საქართველოში ნიველირებულია. ამიტომაც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მის სამომავლო პროგრამაში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, რა მექანიზმის ამოქმედებას აპირებთ საამისოდო, ივანიშვილმა უპასუხა: "არ მაქვს მზა რეცეპტი, მაგრამ მაქვს პრინციპული პოზიცია, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს. საქართველოში მრავლად არიან კვალიფიციური იურისტები. ზოგ მათგანს უკვე შევხვდი. თავს უფლებას არ მივცემ, რომ გადავწყვიტო, რა მექანიზმებით უნდა განხორციელდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა. შემოვიკრებ სპეციალისტებს და სწორედ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს მექანიზმების შესახებ. მე არ მაქვს ამის ცოდნა, მაგრამ ვიცი როგორ მოვთხოვო მცოდნეებს და როგორ მივიღო საუკეთესო შედეგი ".
გონივრული გამოსავალია. ჩვენ კი მთელი რვა წელიწადია, მივეჩვიეთ იმ "ჭეშმარიტებას", რომ ქვეყანა ერთი კაცის, კერძოდ, სააკაშვილის აზრით, მისი ნეტარსურვილებითა და ხუშტურებით უნდა იმართოს, სხვა დანარჩენთა აზრი, მით უფრო კრიტიკული აზრი, არა თუ მიუღებელია, მტრობის ტოლფასიცაა. არადა კრიტიკა მხოლოდ უგუნურებს ეჩვენებათ მტრობად, გონიერი მას ითვალისწინებს და შეცდომებსაც ნაკლებად უშვებს. მე პირადად, როცა ვუსმენდი ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის გარშემომყოფთაგან სწორედ კრიტიკულ აზროვნებას მოითხოვს.

"მოღალატე" ივანიშვილი და "ერთგული" ბენდუქიძე
ნაცებმა ეს იარლიყები "დამსახურებისამებრ" მიაწებეს რუსეთში ნამოღვაწარ ბიზნესმენებს - ივანიშვილს და ბენდუქიძეს, რომელთაგან პირველს მეზობელ იმპერიაში ნაკეთები ფული სამშობლოში ღალატად და პუტინის მოკავშირეობად ჩაუთვალეს, მეორეს კი ქვეყნის ერთგულებად და ეკონომიკის ამყვავებლობად. რა კრიტერიუმების მიხედვით გამოუტანეს "განაჩენი" ცნობილ ქველმოქმედსა და მეცენატს ბიძინა ივანიშვილს, დღემდე უცნობი და გაურკვეველია. ერთადერთი რაც ცნობილია, ის გახლავთ, რომ ივანიშვილი, რომელმაც კანონიერი და პატიოსანი გზით დიდი კაპიტალი დააგროვა რუსეთში, წლების მანძილზე ამ ფულს ახმარდა და ამჟამადაც ახმარს საქართველოს კეთილდღეობას, ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რესტავრაციას, ცნობილ პიროვნებათა და სოციალურად გაჭირვებულთა ფიზიკურად გადარჩენას, სამადლოდ ინახავდა მათაც, რომლებიც ახლა ხელისუფლების სათავეში სხედან და პოლიტიკურ ოპონენტს პუტინის "მეპროექტეობაში" ედავებიან(!).
ქართველ ნაცმოელებს ჭკუა არასდროს გადმოსდიოდათ, მაგრამ ის, რასაც ახლა სჩადიან, სისულელის პრეტენზიის ფარგლებსაც კი სცილდება. აბა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, გერმანიაში ან საფრანგეთში, ბიზნესმენებს ბრალი წაუყენონ და სამშობლოს ღალატში დაადანაშაულონ იმის გამო, სხვა ქვეყანაში ფული რატომ იშოვეთ და ჩვენთან რატომ ხარჯავთო, თანაც ამდენ კეთილ საქმეს რომ აკეთებთ, ნამუსი აღარა გაქვთო?!.
ეს არა, მაგრამ ქართველ ხელისუფალთა მხრივ აი ის კი დიდი უნამუსობა იყო, რუსული "ინდუსტრიის მშენებელი", იქაური ფულით გაძეძგილი კახა ბენდუქიძე ჩვენთან სახელმწიფო მინისტრად რომ წამოასკუპეს (ანკი სკამმა როგორ გაუძლო!) და ქართველი "ეკონომიკის მამად" მონათლეს. თუმცა იმით, რასაც ხალხი უნამუსობად აღიქვამს, ჩვენი პატივცემული ხელისუფლების მაღალჩინოსნები უკვე წლებია მთელ მსოფლიოში ტრაბახობენ. ეს გახლავთ ბუნდუქიძის თამადობით ქვეყნად "წარმატებით" განხორციელებული რეფორმები ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, სამედიცინო სისტემაში, რიგ სხვა დარგებში, აგრეთვე, სახელმწიფო ქონების პრიხვატიზაცია, ენერგეტიკული და სტრატეგიული ობიექტების სარფიან ფასებში გაყიდვა და კიდევ რა აღარ, რითაც ამ რეფორმების ავტორთა შემოსავლები ზღაპრულად გაიზარდა, ხალხს კი უკანასკნელი გროშებიც დააკარგვინა.
ამ ისტორიულ მიღწევათა ფონზე, ბატონ კახას ყველაზე დიდ ნაკლად ის უნდა ჩავუთვალოთ, რომ ვიდრე სკამზე იჯდა, ვერ მოასწრო გაზის მილსადენისა და რკინიგზის გაყიდვა, დაუმთავრებელი დატოვა ტყეების, ტბებისა და მდინარეების უცხოელებზე გასხვისება, რითაც დიდი ზიანი მიაყენა საკუთარ ხელისუფალთა ჯიბეებს. თუმცა რაც იშოვა, იმას კრუხივით მოაჯდა და ივანიშვილივით, რა თქმა უნდა, საქველმოქმედო იდეებს არ შესწირა. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, თავის დროზე, რუსეთში მოღვაწეობის წლებში, ბენდუქიძეს დიდი ხელგაშლილობა გამოუჩენია და 1999 წელს პუტინის წინასაარჩევნო კამპანიაც კი დაუფინანსებია... ვერაფერს იტყვი, ბენდუქიძე მართლაც ერთგული კაცია, ოღონდ საქართველოსთვის თუ რუსეთისთვის, საკითხავი აი ეს არის!

ჭკუაღარიბი ნაცები და ჭკუამდიდარი ღარიბები
ალბათ მართალი ვიქნებით თუ ასეთი სიტყვებით გამოვხატავთ ხელისუფლების მხრიდან იმ ზღვარგადასულ უჭკუობას, რაც მან ჩაიდინა სამშობლოს კეთილდღეობაზე გადაგებული ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აყრით და ბანკი "ქართუს" გაუგონარი დაყაჩაღებით, რამაც ასევე გაუგონარი მარცხი მოუტანა ხელისუფლებას, ხოლო არნახული გამარჯვება - მის პოლიტიკურ ოპონენტს.
უკვე კვირაზე მეტია, ბიძინა ივანიშვილის ბანკ "ქართუსთან" თბილისელების (და არა მარტო თბილისელების) უწყვეტი რიგია. აქ შეხვდებით როგორც პენსიონერებსა და ხანდაზმულ ადამიანებს, ისე ახალგაზრდებსაც, რომლებიც ერთი ხელით ხელს აწერენ ივანიშვილისთვის უსინდისოდ ჩამორთმეულ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას, ხოლო მეორე ხელით - ხსნიან საბანკო ანაბარს. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ბანკების პრაქტიკაში, როცა ანაბრის გასახსნელად რიგი დგას. ეს არ გახლავთ, რა თქმა უდა, ჩვეულებრივი რიგი, ეს არის იმ ადამიანთა სოლიდარობის გამოხატულება, რომლებიც აქ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილმა მოიყვანა. და არც ანაბარია ჩვეულებრივი, ის სოლიდარობის ანაბარია, რომელიც ბანკისთვის ფინანსურად თითქმის არაფრის მთქმელია (თითოეულს ათი, ხუთი, ზოგსაც ერთი ლარი შეაქვს), მაგრამ პოლიტიკური ლიდერისთვის ხალხის დიდი თანალმობისა და თანადგომის მაუწყებელია.
მოხდა საოცრება, ხელისუფლებამ თავისი უჭკუობით მოახერხა იმდენი, რომ ხალხი, რომელსაც ივანიშვილი წლობის მანძილზე უწევდა მატერიალურ და სულიერ დახმარებას, ახლა ის ხალხი ფულით იქით "ეხმარება" მილიარდერს. დაიბადა სასწაული სოლიდარობა, რომელიც ხალხმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის უნიათობითა და უხერხემლობით დაკარგა, ამჯერად მან უკანვე დაიბრუნა. ხელისუფლება საკუთარი ჭკუასუსტობით იმკის ამ სასწაულს.









ავტორი:  ოთარ ხუციშვილი


კალენდარი
იანვარი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
16
17
20
23
24
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი