მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2011-12-20
აკადემიკოს თენგიზ სანაძის ხსოვნას

ქართულმა მეცნიერებამ უდიდესი დანაკლისი განიცადა, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი-ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თენგიზ სანაძე.
დიდია აკადემიკოს თენგიზ სანაძის დამსახურება ფიზიკური მეცნიერების განვითარებაში. ის იყო საქართველოში ელექტრონულ-პარამაგნიტურ რეზონანსში კვლევების ფუძემდებელი და ამ დარგში მსოფლიოში ცნობილი ქართული ექსპერიმენტული სკოლის შემქმნელი. მის მიერ აღმოჩენილმა დისკრეტული გაჯერების მოვლენამ მძლავრი ბიძგი მისცა კვანტური რადიოფიზიკის განვითარებას მთელ მსოფლიოში, ხოლო რადიოსიხშირული დისკრეტული გაჯერების აღმოჩენამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მყარ სხეულებში ზენაზი ურთიერთქმედების შესწავლის შესაძლებლობები. თენგიზ სანაძე იყო მყარსხეულოვანი სპექტროსკოპიის რამდენიმე უნიკალური ახალი მეთოდის შემქმნელი. მისი დიდი ღვაწლი ამ დარგის განვითარებაში ღირსეულად იყო აღნიშნული სპეციალისტთა მიერ, როდესაც 2000 წელს აკადემიკოსი თენგიზ სანაძე აირჩეულ იქნა საერთაშორისო ელექტრონულ-პარამაგნიტული რეზონანსის საზოგადოების საპატიო წევრად.
გასული საუკუნის 50-იან წლებში, ახალგაზრდა მკვლევარის მიერ საკუთარი ხელით დახვეული მაგნიტიდან დაწყებული და ბოლო წლებში მაღალტემპერატურული ზეგამტარების მაგნიტური ფაზების მის მიერვე შესრულებული ორიგინალური გამოკვლევებით დასრულებული, თენგიზ სანაძის სამეცნიერო საქმიანობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაა დაკავშირებული. მის მიერ უნივერსიტეტის კედლებში აგებული იქნა რამდენიმე უნიკალური ექსპერიმენტული დანადგარი, რომელთა მეშვეობით ჩატარებულმა კვლევებმა მსოფლიოში გაუთქვა სახელი მათ ავტორს.
დიდია ბატონი თენგიზის დამსახურება ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების საქმეშიც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის 50 წლის განმავლობაში იგი სხვადასხვა დროს იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1956-1959), დაბალი ტემპერატურების ფიზიკის ლაბორატორიის გამგე (1959-1960), ხოლო 1960 წლიდან - 45 წლის განმავლობაში მის მიერვე დაარსებული რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის კათედრის გამგე. პროფესორი თენგიზ სანაძე იყო ფიზიკის ფაკულტეტის დეკანი, არჩეული იყო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრად, ათწლეულების განმავლობაში თავმჯდომარეობდა უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს.
აკადემიკოს თენგიზ სანაძის ინტერესები მხოლოდ ფუნდამენტური ხასიათის კვლევებით არ შემოიფარგლებოდა. მას ჰქონდა განსაკუთრებული ნიჭი ყველაფერში ეპოვა ახალი და თავისი წვლილი შეეტანა ძველის განახლებაშიც. ფიზიკური კრისტალოგრაფიის სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მან შექმნა ახალი სცინტილაციური მასალები ბირთვული გამოსხივების დეტექტორებისა და სამედიცინო ტომოგრაფიისათვის. მას მიღებული ჰქონდა პატენტი ტიხრული მინანქრის მეტალური ბაზისის ახალი მეთოდის შემუშავებაში.
აკადემიკოსი თენგიზ სანაძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე სოციალური გარდაქმნების პროცესში, იყო მრავალი პუბლიცისტური სტატიის ავტორი. იგი არ ეპუებოდა და ღიად უპირისპირდებოდა ქვეყნის ცხოვრებაში იმ ტენდენციებს, რომლებიც მისი შეხედულებით იყო მცდარი და მიუღებელი; ყოველთვის ღიად და თამამად იცავდა საკუთარ თვალსაზრისს, ეწინააღმდეგებოდა იმ პროცესებს, რომლებიც ხელს უშლიდა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარებას. იგი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის "სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის" ხელმძღვანელი.
დიდად დასაფასებელია თენგიზ სანაძის მოღვაწეობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. მრავალი წლის მანძილზე იგი იყო აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების ბიუროს წევრი, აქტიურად და ნაყოფიერად მოღვაწეობდა მთელი აკადემიის მასშტაბითაც, იყო აკადემიის "ატომური ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების" კომისიის თავმჯდომარე. მისმა ავტორიტეტულმა, მუდამ ობიექტურმა სიტყვამ ბევრჯერ დიდი სამსახური გაუწია როგორც განყოფილებას, ისე მთლიანად აკადემიას.
წავიდა ჩვენგან დიდი მკვლევარი, მოქალაქე და შესანიშნავი მამულიშვილი. კაცი, რომელმაც დიდი გზა განვლო, ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ, მისი მუდამ შეუპოვარი ხასიათიდან გამომდინარე, კიდევ დარჩა განუხორციელებელი არაერთი ფიქრი და იდეა. ვისურვებდით, რომ ბატონი თენგიზის მიერ დაწყებული ბევრი საქმე, სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი, კვლავაც გაგრძელებულიყოს და ქვეყანას სასიკეთოდ წადგომოდეს.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

* *

გარდაიცვალა თენგიზ სანაძე - თვალსაჩინო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ათეული წლების განმავლობაში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რადიოფიზიკის კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, მსოფლიოს არაერთი სამეცნიერო საზოგადოებისა თუ სამეცნიერო საბჭოების წევრი; ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სამეცნიერო აზრის განვითარებაში.
ყველამ, ვისაც კი თენგიზ სანაძესთან ურთიერთობა ჰქონია, კარგად იცის მისი ცხოვრებისა და აზროვნების წესი - პრინციპული და უკომპრომისო დამოკიდებულება უსამართლობის, ფარისევლობის, საქვეყნო და საზოგადო საქმეებისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მიმართ. სწორედ ამის გამოხატულებაა ის, რომ იგი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივი მოძრაობის - "საქართველოში მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისათვის" - მუშაობაში, იყო "ქართული აკადემიის" დამფუძნებელი წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "სოლიდარობა განათლებული საქართველოსათვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
ქართული მეცნიერების, განათლების, მეცნიერებათა აკადემიის, უნივერსიტეტის გადარჩენა იყო თენგიზ სანაძის ცხოვრების უკანასკნელი წლების მიზანიცა და მთავარი საზრუნავიც. ამ საქმეს სწირავდა იგი თავის ცოდნას, გამოცდილებას, ფიზიკურ თუ ინტელექტუალურ ენერგიას.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ბ-ნი თენგიზი გამოირჩეოდა სისადავითა და თავმდაბლობით და, ამასთან, მისი ცხოვრება აღბეჭდილი იყო მაღალი ადამიანური კულტურის უეჭველი ნიშნითაც - პრინციპულობასა და შეუპოვრობასთან უჩვეულოდ შერწყმულ მიმტევებლობასა და თანალმობასთან.
"ქართული აკადემია" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი მეცნიერისა და ქართველი საზოგადოების ღირსეული წევრის გარდაცვალების გამო და გულწრფელად თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, მეგობართა წრეს, მრავალრიცხოვან თანამოაზრეს.

"ქართული აკადემია"












კალენდარი
დეკემბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
12
16
18
19
23
25
26
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი