საქართველოს რესპუბლიკა
№217 2011-11-17
საქართველოს რესპუბლიკა
როგორც გამოცემა Eurasianet.org იუწყება, ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თავის მემუარებში წერს. რაისის აზრით, ამგვარად სააკაშვილი ნატოს მოკავშირეებს უფრო დაშორდა. იგი აღწერს შეხვედრას მიხეილ სააკაშვილთან ომის წინ. "ის ამაყი და იმპულსურია, ამიტომ ჩვენ ყველა ვშიშობდით, რომ მას შეეძლო მოსკოვისთვის ძალის გამოყენების პროვოცირების საშუალება მიეცა. მან თავად წარმატებულად განახორციელა პროვოკაცია ქვეყნის სხვა განმდგარ ნაწილში - ...
№217 2011-11-17
საქართველოს რესპუბლიკა
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა და მისგან რჩევები მიიღო. როგორც შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ის ამ რჩევებს აუცილებლად გაითვალისწინებს, რაც მას მომავალ გამარჯვებაში დაეხმარება". ივანიშვილის თქმით, "ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა და ბედნიერი დღე მის ცხოვრებაში". პატრიარქმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ...
№217 2011-11-17
საქართველოს რესპუბლიკა
თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ ახალგორის საგანმანათლებლო დაწესებულებების საკითხზე პრესკონფერენცია გამართა. ნინო გოგუაძის განცხადებით, ახალგორის რაიონში საქართველოს ხელისუფლება საგანმანათლებლო სისტემაში ლამის რეპრესიებს ატარებს. მის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, წელს დაიხურა ბაგა-ბაღები, სკოლები, დაფინანსება შეუწყდა უდედმამო ბავშვთა სახლს, ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს. საქართველოს განათლების სამინისტრო ...
№217 2011-11-17
საქართველოს რესპუბლიკა
პარლამენტში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, აპარატის თანამშრომლებმა ორი კვირის განმავლობაში ხელმძღვანელობას ინფორმაცია უნდა წარუდგინონ იმის შესახებ, აპირებენ თუ არა ქუთაისში სამუშაოდ გადასვლას. იმ თანამშრომლების ადგილებს, რომლებიც ქუთაისში წასვლას ვერ შესძლებენ, ადგილობრივი კადრები დაიკავებენ. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მომავალი მოწვევის პარლამენტის ადგილსამყოფელი ქალაქი ქუთაისი იქნება. ექსპრესნიუსი ...
№217 2011-11-17
საქართველოს რესპუბლიკა
ექსპერტები 45-60 წლის მოქალაქეთა დამსაქმებლების გადასახადისგან გათავისუფლების ინიციატივას არაერთგვაროვნად აფასებენ როგორც "პირველს" ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანიამ განუცხადა, "აღნიშნული ინიციატივა ზოგადად ხელისუფლების არათანამიმდევრულ პოლიტიკაზე მეტყველებს". "დავიწყოთ იმით, რომ თავად ეს ინიციატივა ეხება ადამიანებს, რომელთა დიდი ნაწილი უმუშევარია და თავის დროზე სამსახურიდან ამ ხელისუფლებამ გაათავისუფლა. დღეს მათთვის ...
№217 2011-11-17
საქართველოს რესპუბლიკა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ანატოლი ბიბილოვმა და ალა ჯიოევამ პირველი კომენტარები გააკეთეს. ორივემ ხმების რაოდენობის 25 პროცენტზე ოდნავ მეტი მოაგროვა. ბიბილოვმა ჯიოევას მხოლოდ 17 ხმით გაუსწრო. მეორე ტურის წინ ორივე კანდიდატი ოპტიმისტურად არის განწყობილი. ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა, რომ უფრო მეტს ელოდა, მაგრამ თავიდანვე იცოდა, რომ მეორე ტური ...
№217 2011-11-17
საქართველოს რესპუბლიკა
"ქართული ხმების" დამფუძნებელს და წევრს, ცნობილ მწერალს და პუბლიცისტს თემურ ჭკუასელს თავის მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ფიჩორის უღრან ტყეებშიც უვლია თავსხმა წვიმაში და ბორჯომის ხეობის დათოვლილი ბილიკებიც გაუკვალავს. ზემო იმერეთის მიუდგომელ სოფელში ზამთრის ქორწილშიც ასულა და გათოშილ სეფაში სხვებთან ერთადაც უქეიფია, სტუმრებით სავსე ავტობუსიც მიუყენებია მისთვის ჭორვილაში და ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობისთვისაც მოუსმენია. "ქართული ...
№217 2011-11-17
საქართველოს რესპუბლიკა
ადამიანის ცხოვრება მუდმივ და, თითქმის განუწყვეტელ გამოცდაშია. არჩევანის გაკეთება ყოველდღიურ წვრილმანებშიც გვიხდება და ფუნდამენტალურ საკითხებშიც. ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ვცდილობთ, ვიმოქმედოთ გამომდინარე ჩვენივე ფასეულობების და პრიორიტეტების საფუძველზე. ფასეულობები და პრიორიტეტები, ერთი მხრივ, ჩვენი მოთხოვნილებების შესაბამისად ყალიბდება. მეორე მხრივ - ჩვენივე რაციონალური მოსაზრებების შედეგად. ვცდილობთ, გავერკვეთ თუ რა არის ჩვენთვის ...
№217 2011-11-17
საქართველოს რესპუბლიკა
ცოტა კი შეაგვიანდა ტურისტულ მთავრობას წვეულებაზე, მაგრამ არა უშავს, მთავარია, რომ კონტურები გამოიკვეთა და საცაა შემოაბიჯებს. დაგვიანების საბაბიც ჰქონდა - ხან გზები იყო გასაყვანი, ხან - სათხილამურო ტრასები, იქით 100 საწარმო იყო სასწრაფოდ ასაშენებელი, აქეთ - 100 საავადმყოფო და 100 სკოლა. ამას მიემატა ჩავარდნილი ეკონომიკის ამოქაჩვა, ცხვრის ფარაში მგელივით შემოვარდნილ კორუფციასთან გამკლავება და კიდევ რა აღარ. სხვა თუ არაფერი, ამდენ ღატაკსა და უმუშევარს ...
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები















































































