მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სტუდენტური ნიუს
2009-03-04
იქნებ მიპასუხოთ, მაშინ რატომაა ამდენი საბჭოთა მეცნიერი, მათ შორის ქართველებიც, რომლებიც წარმატებით მუშაობენ საზღვარგარეთ?

დღეს უცხოური დიპლომი საკმაოდ კარგად ფასობს საქართველოში. საზღვარგარეთ მიღებული განათლება წარმატებული კარიერის საწინდარია. ამიტომაცაა, რომ თითქმის არ არსებობს სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ განათლების მიღებაზე არ ოცნებობდეს. ზოგი ისრულებს ოცნებას, უმრავლესობა ვერა.

საქართველოში დაწყებული განათლების რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებთან მიახლოვებაა. რა შედეგს მივიღებთ ეს მალევე გახდება ცნობილი.

ჩვენმა გაზეთმა გადაწყვიტა გასაუბრებოდა იმ ადამიანებს, რომლებმაც საბაზისო განათლება საქართველოში მიიღეს და ცოდნის გაღრმავება საზღვარგარეთ ისურვეს. დღეს, ნინო და მაია საკმაოდ სოლიდურ ორგანიზაციებში წარმატებით მუშაობენ. საინტერესოა, რას ფიქრობენ ისინი ქართულ და უცხოურ განათლებაზე და რა მოსაზრებები გააჩნიათ მათ.

- მოდით, დავიწყოთ თავიდან. რა პროფესიის ბრძანდებით და რატომ გააკეთეთ მასზე არჩევანი?

ნინო:

- რამდენიმე პროფესია მაქვს: ინგლისური, ენერგეტიკა - ქალაქებისა და სამრეწველო საწარმოების ელექტრომომარაგება და მართვა (ბაკალავრიატი), ენერგეტიკის ეკონომიკა (მაგისტრატურა). არჩევანი სიტუაციის მიხედვით გავაკეთე. ვსწავლობდი 24-ე სკოლაში. გაძლიერებული ინგლისურის გამო, ჩავაბარე უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. შემდეგ, უცხო ენების ინსტიტუტში სინქრონულ თარგმანზე. დამთავრებამდე 3 თვით ადრე მუშაობა დავიწყე ენერგეტიკის სამინისტროში. შესაბამისად, უკვე ენერგეტიკა მქონდა შესასწავლი. თუ საკითხი არ იცი ძალიან ძნელია თარგმნა. მით უმეტეს, ტექნიკური ტერმინების ზუსტი შესაბამისობების მოძებნა. ამიტომ ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში, დაუსწრებელზე. წითელ დიპლომზე დავამთავრე და შემდეგ მაგისტრატურაც დავამთავრე.

მაია:

- მე ვარ ეკონომისტი. Eეს სფერო ბავშვობიდან მიტაცებდა. ამიტომ გავაკეთე მასზე არჩევანი.

- რამდენად დამაკმაყოფილებელი იყო ის ცოდნა, რაც ქართულმა უმაღლესმა სასწავლებელმა მოგცათ?

Nნინო:

- ვერ გეტყვი რომ დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ არც სახელმწიფო უნივერსიტეტს და არც ტექნიკურ უნივერსიტეტს მეტი არ შეეძლო. უნივერსიტეტში 90-95 წლებში ვსწავლობდი: არ იყო გათბობა, სიბნელეში ქუჩაში გასვლა საშიში იყო. ისეთი შემთხვევაც იყო, რომ საღამოს ფაკულტეტის ყველა სტუდენტი გაგვძარცვეს. ტექნიკურ უნივერსიტეტში შედარებით მშვიდობიან დროს ვსწავლობდი, მაგრამ ლექტორებს ძალიან დაბალი ხელფასები ჰქონდათ. ყველა ცდილობდა თავისი წიგნი შემოესაღებინა ან რამენაირად ფული გაეკეთებინა. ძალიან ცოტა ვინმეს თუ აინტერესებდა ლექციის ჩატარება და ცოდნის გადმოცემა, თუმცა ასეთებიც იყვნენ.

Mმაია:

- სხვათა შორის, ქართულმა უმაღლესმა სასწავლებელმა საკამოდ კარგი განათლება მომცა. მინდა ვთქვა, რომ ქართულ უმაღლესებში განათლების, მაინც და მაინც, დაბალი დონე არ არის.

- რატომ გადაწყვიტეთ უცხოეთში სწავლის გაგრძელება?

მაია:

- მინდოდა ახლის შესწავლა და ცოდნის გაღრმავება.

ნინო:

- მაინტერესებდა იქაური სწავლების დონე და თან ჩვენთან უცხოური დიპლომი, საკმაოდ კარგად ფასობს.

- რას ელოდებოდით და რა განათლების დონე დაგხვდა უცხოურ სასწავლებელში?

ნინო:

- შეუდარებლად მაღალი დონე დამხვდა და სწავლების ძალიან განსხვავებული სტილი. ნამდვილად არ მოველოდი და საწყის ეტაპზე ძალიანაც გამიჭირდა იქ სწავლა.

Mმაია:

- იცით რას გეტყვით? ცოტათი მითია ის, რომ განვითარებულ ქვეყნებში ისეთი მაღალი განათლების დონეა და ჩვენთან კიდევ საერთოდ არ ვარგა. რა თქმა უნდა, არის საკმაოდ მაღალი დონე, მაგრამ არც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშია ისე დაბალი, როგორც ჩვენ ახლა გვიყვარს საუბარი. ველოდი უფრო მაღალი სწავლის დონეს, მაგრამ რაც იქ დამხვდა ჩემს მოლოდინს არ შეესაბამებოდა.

- რით განსხვავდება ქართული და უცხოური განათლება?

Nნინო:

- მე ჰოლანდიაში ვსწავლობდი. იქაური სტილი, მართლაც, განსხვავებულია. აქ თუ გასწავლიან, ყველაფერს მზას გაძლევენ - მაქსიმუმ ბიბლიოთეკაში გინდა წასვლა. უმეტეს შემთხვევაში, ლექტორები თავის კონსპექტებს არიგებენ. ჰოლანდიაში ლექციაზე გაწვდიან უამრავ ზეპირ ინფორმაციას და გეუბნებიან მოიძიე და ისწავლე. იშვიათად გეუბნებიან წყაროებს ან წიგნებს, სადაც შეიძლება ეს თემა წაიკითხო. ყოველთვის ზღვა მასალაა წასაკითხი და დასამუშავებელი. კითხვებზე ამომწურავ პასუხს იშვიათად იძლევიან - თვითონ უნდა მიხვდე.

კიდევ დიდი განსხვავებაა ის რომ იქ ელექტრონული დაფაა: ყველა დავალებას იღებ და აბარებ ელექტრონულად.

Mმაია:

- უცხოური განათლების პროცესი არის უფრო ინტენსიური, ვიდრე საქართველოში. ძირითადად, წერითი გამოცდებია და სახელი და გვარი არ ფიგურირებს საგამოცდო მასალაზე. თითოეულ სტუდენტს აქვს საკუთარი კოდი.

- საინტერესოა, შეძლებდით თუ არა იმ წარმატების მიღწევას რაც თქვენ გაქვთ, მარტო ქართული განათლების მიღების შემდეგ?

ნინო:

- გადაჭრით ვერ ვიტყვი: მყავს საკმაოდ წარმატებული მეგობრები, რომლებსაც მხოლოდ ქართული განათლება აქვთ. თუმცა ჩემს შემთხვევაში უცხოურმა განათლებამ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. M

მაია:

- მარტო ქართული განათლებით, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებდი წარმატების მიღწევას. Eეს ლოგიკურია. რაც მეტს სწავლობ სხვადასხვა ქვეყნებში უფრო მეტი ცოდნა გიგროვდება... ისე, ძალიან ბევრს აკრიტიკებენ საბჭოთა განათლებას. იქნებ მიპასუხოთ, მაშინ, რატომაა, ამდენი საბჭოთა მეცნიერი, მათ შორის ქართველებიც, რომლებიც წარმატებით მუშაობენ საზღვარგარეთ?

- განათლების რეფორმამ ძირეული ცვლილებები განიცადა. საქართველო ბოლონიის პროცესის წევრი გახდა. რაც ნიშნავს რომ ქართული განათლება საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს მიუახლოვდა. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა არის. როგორ ფიქრობთ, განათლების რეფორმის სწორად გატარების შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა უმაღლესმა სასწავლებლებმა შეძლონ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება?

Nნინო:

- არ ვიცი რა ცვლილებებია და რას გულისხმობს ბოლონიის პროცესი. რეფორმას გააჩნია და ვინ გაატარებს იმასაც. კადრების სერიოზული ნაკლებობაა. ისე, შეუძლებელი არაფერია.

Mმაია:

- მე ვფიქრობ, რომ განათლების რეფორმის სწორად გატარების შემთხვევაში, ქართული განათლება შეძლებს მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს.

- მოდით, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ უცხოეთში არსებული სწავლის დონესთან. რით არის მიმზიდველი საზღვარგარეთ სწავლა?

Nნინო:

- მეტის სწავლის საშუალებაა, როგორც სწავლის დონის გათვალისწინებით, ისე დროის თვალსაზრისით. იქ ხდები რობოტი, რომელსაც ნაკლებ აცდენენ მეზობელ-მეგობარ-ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილები და სწავლობ და სწავლობ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს, მაინც და მაინც, კარგია. უბრალოდ, მეტი დრო გაქვს სწავლისთვის. არის უკეთესი ბიბლიოთეკები და ფანტასტიური ლაბორატორიები.

Mმაია:

- როგორც ზემოთ აღვნიშნე, საზღვარგარეთ სწავლის პროცესი საკმაოდ ინტენსიურია. სტუდენტი ბევრს ითვისებს მოკლე ხანში. თანამედროვე სწავლების მეთოდებია შემოღებული. სტუდენტები დამოუკიდებლად ბევრს მუშაობენ. სემინარებზე ბევრი დისკუსიებია.Eეს ყველაფერი ძალიან ეფექტურია ცოდნის მიღების თვალსაზრისით.

- რა რჩევას მისცემდით იმ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება? Hჰქონდეთ ქართული განათლების იმედი თუ მაინც სჯობია უცხოეთში მიიღონ განათლება რომ იქნებიან სრულიად მარტო და ყველაფერი თვითონ უნდა გააკეთონ (საოჯახო საქმის ჩათვლით), უნდა დაძლიონ ნოსტალგია და კიდევ უამრავი სხვა წინააღმდეგობა.

Mმაია:

- მე ვურჩევდი სტუდენტებს საბაზისო განათლება საქართველოში მიიღონ და შემდგომ განაგრძონ უცხოეთში სწავლა.

ავტორი: ლაშა ქარჩავა


კალენდარი
სექტემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი