მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
თავისუფალი გაზეთი +
2013-03-06
პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრის შემდეგ სააკაშვილის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია უფრო მეტ კითხვას შეიცავს, ვიდრე პასუხს

პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრის სავარაუდო შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა


.- ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებებს. მისი განცხადებებიდან ვერც ის გავიგეთ, თუ რატომ ითხოვდა იგი ასე დაჟინებით პრემიერთან შეხვედრას და ვერც ის, თუ რა პასუხი გასცა მან პრემიერს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით...
- პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრის შემდეგ ბატონ სააკაშვილის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია უფრო მეტ კითხვას შეიცავს, ვიდრე პასუხს. და ეს კითხვა, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს იმაში, თუ რატომ მიიღო მიწვევა პრეზიდენტმა ამ შეხვედრაზე, თუ სათქმელი არაფერი ჰქონდა პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის მოსახლეობისთვის. იმდენი თემა გაიხსენა შეხვედრის კომენტირებისას ბატონმა მიხეილმა, რომ ძნელად წარმოსადგენია რომელიმე მაინც თუ ეხმიანებოდა ამ შეხვედრის მიზეზს. არადა, სრულიად მკაფიო იყო პრემიერ-მინისტრის სურვილი, მიეღო პასუხი მარტივ კითხვაზე, პასუხი, რომელიც უნდა ყოფილიყო - დიახ ან არა.
ამის ნაცვლად დაიკარგა დიდი დრო, როგორც შეხვედრის მოლოდინში, ასევე მისი შედეგების მოსმენისას. ცხადია, გაკვირვებას ნამდვილად არ იწვევს ის ფაქტი, რომ შედეგი არ არის რაიმენაირად ფორმულირებული სააკაშვილის მიერ, რადგან ის, მსგავსად პუტინის ხელოვნებისა, ორიენტირებულია მუდმივად იმაზე, რომ შედეგი არ დადგეს. ჩვენ ათ წელზე ოდნავ მეტია, დავდივართ პუტინის აღვირს გამობმული ჟენევაში იმისთვის, რომ შედეგი არ დადგეს და ეს შედეგი აწყობს მხოლოდ რუსეთს.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიბაძა პუტინს, იგი ჩართულია პრემიერთან კომუნიკაციაში მხოლოდ იმისათვის, რომ რეალური შედეგი არ დადგეს. ერთადერთი, რაც სურს პრეზიდენტს რომ დადგეს შედეგი, ეს გახლავთ მოახლოებული აპრილი. პრეზიდენტის მოქმედება და კომენტარები მიგვითითებენ მხოლოდ ერთზე, - სააკაშვილი მოტივირებულია, რომ გამოიყენოს მისივე პირმშო, ქართული კონსტიტუციის მუხლი, რომელიც მას ყველანაირ უფლებას აძლევს, ანგარიში არ გაუწიოს არც პარლამენტს, არც საქართველოს მოსახლეობას და ისეთივე პათოსით, როგორითაც ის შეხვედრის შემდეგ საუბრობდა სასამართლოსა და მედიის თავისუფლების აუცილებლობაზე, გამოაცხადოს, რომ იგი ძალიან ეცადა, ქვეყანა ყოფილიყო სიკეთისკენ მიმავალი, მაგრამ მას რეალობა არწმუნებს, რომ ქვეყანა უკან, წარსულში მიდის და არ არის გამორიცხული, ის რუსეთის გუბერნია გახდეს. ამ რიტორიკის ფონზე იგი მზადაა, პარლამენტიც დაითხოვოს, მაგრამ ამას მაშინ გააკეთებს, როცა დარწმუნდება, რომ მისი მთავრობის წევრები ჩაატარებენ მომავალ არჩევნებს.
- პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციაა, არაფერი კეთდება, ყველაფერი გაჩერებულია, მაგრამ გასულ კვირას ეკონომიკის სამინისტრომ ორი თვის შედეგები შეაჯამა, რომლის მიხედვითაც წელს, ორი თვის მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, ბიუჯეტში 22 მილიონი ლარით მეტი შევიდა. ძნელი დასაჯერებელია პრეზიდენტმა ეს არ იცოდეს...
- არსებობს თემები, რომლებიც მას არა თუ არ უნდა დაინახოს, შეიძლება შოკშიც აგდებს. წლების განმავლობაში უმცროსი გლუკსმანი და სხვა მრჩევლები პრეზიდენტს საკუთარი კომპლიმენტებით და მხოლოდ იმ ინფორმაციის მიწოდებით ანებივრებენ, რომელიც მის ფსიქიკას რაიმე სარჩოს შეჰმატებდა. სიტუაცია იცვლება და ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ სულ მალე სააკაშვილისთვის, ისევე, როგორც მომაკვდავი ლენინისთვის გაზეთის თითო ეგზემპლარი დაბეჭდონ. ეს კი, ვერანაირ სიამოვნებას ვერ მოგვრის ჩვენი ქვეყნის ვერც ერთ მოქალაქეს. ახლა ის დროა, როცა "ნაცმოძრაობის" აქტივი მეტს ფიქრობდეს საკუთარი კერპის ჯანმრთელობაზე. უკვე ზედმეტ მტკიცებულებებს აღარ საჭიროებს ის ფაქტი, რომ ბატონი მიხეილის საარსებო გარემო დღეს მტკნარი ტყუილი და უსაფუძვლო ფანტაზიაა.
- პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტი და "ნაცმოძრაობის" მთელი გუნდი კვლავ "ვირტუალურ სამყაროში იმყოფებიან", რომ პრეზიდენტთან შეხვედრა გახლდათ "შეხვედრა-შეხვედრისთვის". ეს რომ ასე იქნებოდა, თქვენც პროგნოზირებდით, მაგრამ მაინც პასუხგაუცემელი რჩება კითხვა - ხომ არ ცდილობს პრეზიდენტი პრემიერთან შეხვედრით დასავლელ პარტნიორებს კოჰაბიტაციის ილუზია შეუქმნას.
- გამომდინარე იქიდან, თუ რა ტერმინოლოგია იხმარა სააკაშვილმა ამ შეხვედრაზე, ვრწმუნდებით, რომ იგი ამ შეხვედრაზე დღევანდელი რეალობის ასასახად მოტივირებული იყო სიცრუის გაჟღერებით. სააკაშვილის მიერ სასამართლოსა და მედიის თავისუფლებაზე საუბარი ბოლშევიზმის დრონდელი ლოზუნგების სახეს იძენს. როდესაც ანატოლი სობჩაკის პოლიტიკური კარიერის პიკი გადავლილი იყო, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა - სობჩაკს თავს ესხმიან კანიბალები იმ მოტივით, რომ იგი ვეგეტარიანელია. სააკაშვილს ისე სურს წარმოაჩინოს ქვეყანაში არსებული ვითარება, თითქოს თვითონ არ იყოს არა თუ ამ ნაკლოვანებების, არამედ დანაშაულებების შემოქმედი, რომელსაც იგი ახლა თითქოს დასტირის.
- ივანიშვილის განცხადებით, იგი და ქვეყნის ახალი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წინა ხელისუფლებამ "საკუთარი სახე შეინარჩუნოს". თქვენი აზრით, პრეზიდენტი და "ნაცმოძრაობა" გამოიყენებს ამ შანსს, თუ ამაზე მთელ "ნაცმოძრაობაში" არავინ ფიქრობს.
- შესაძლოა, ამ შანსის გამოყენების სურვილი ბევრსაც ჰქონდეს, მაგრამ, რაც საჯარო სივრცეში ჩანს, სულ უფრო მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა ამ შანსის გამოყენების. ვგულისხმობ იმ გააქტიურებას, რომელსაც ვაკვირდებით ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში იმ "ნაციონალთა" მხრიდან, ბევრისგან განსხვავებით ზიზღი არ ჰქონდათ დამსახურებული საზოგადოებისგან. მაგრამ, ახლა მათ რატომღაც გადაწყვიტეს, რომ დროა, გარკვეული ვალდებულებები შეასრულონ მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერების მიმართ.












კალენდარი
ოქტომბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი