მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
თავისუფალი გაზეთი +
2013-03-06
პანტომიმის თეატრი უსიტყვოდ გაყიდეს

პანტომიმის თეატრს ქუჩაში დარჩენა ემუქრება, რადგან რუსთაველის #37-ში მდებარე ე.წ. კაზარიანცის სახლი, რომელშიც 30 წელია, თეატრია განთავსებული, ერთ ლარად არის გაყიდული, - ამის შესახებ გუშინ თეატრის დამფუძნებელმა ამირან შალიკაშვილმა დასის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შალიკაშვილის თქმით, თეატრის შენობის გაყიდვის შესახებ მათთვის არავის უცნობებია. მისი განცხადებით, დაახლოებით 2-3 თვის წინ თეატრის ანგარიშზე გადაირიცხა 100 000 ლარი. თეატრის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო, დაედგინა, თუ ვისგან ან რა მიზნით იყო მათთვის გადარიცხული ფული და თანხა ისევ უკან დააბრუნეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ 100 000 ლარი ისევ მათ ანგარიშზე დაჯდა.
შალიკაშვილის თქმით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ეკონომიკის სამინისტროში მათ გაარკვიეს, რომ პანტომიმის თეატრის შენობა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს განკარგულებით პირდაპირი მიყიდვის წესით შპს "ახალმა ოფისმა" ერთ ლარად შეიძინა. მისი ცნობით, კომპანიამ ინვესტიციის სახით 2 000 000 ლარი უნდა განახორციელოს. ამასთან, პრესკონფერენციაზე ნასყიდობის ხელშეკრულებაც წარმოადგინეს, რომელიც ავალდებულებს შპს "ახალ ოფისს", პანტომიმის თეატრს 100 ათასი ლარი გადაურიცხოს. მისი თქმით, ეს თანხა მათ დღესაც ხელუხლებლად უდევთ ანგარიშზე. შალიკაშვილი აცხადებს, რომ პანტომიმის თეატრმა შენობა 2014 წლის 31 დეკემბერს უნდა დატოვოს.
თეატრის დამფუძნებლის თქმით, მომხდარის შესახებ მათ აცნობეს თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურს, რომლის ბალანსზეც არის თეატრი. მერიიდან კი, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ალექსანდრეს ბაღში თეატრისთვის გამოყოფილია 919 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.
პანტომიმის თეატრის დასი და ხელმძღვანელობა მომხდარს დაუშვებლად მიიჩნევენ და დახმარებას ითხოვენ.










კალენდარი
ოქტომბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი