მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
თავისუფალი გაზეთი +
2013-03-06
ფრენა-ფრენიდან - "მაოხრებელ გზირობამდე"!..

"კეკლუცობა ევროპასთან და კოჰაბიტაცია", - ამ სიტყვებით ამკობდა ხალხის ერთი ნაწილი ივანიშვილი-სააკაშვილის შეხვედრას. "კოჰაბიტაციის მოყვარულთათვის იმართება შოუ. დასაწყისი 15 საათზე", - გაიგონებდით შეხვედრის დასაწყისამდე. "ფართხალი და ზამთრის უკანასკნელი გაელვება, შეხვედრა შეხვედრისათვის... მიშას ჭკუა მოეკითხება.... ისეა გაბოროტებული, რაც საღი აზრი ჰქონდა შერჩენილი, ისიც გაეფანტა... და მრჩეველთა სასტავი ხომ, "რუსეთი ბუაა"-ს იქით ვერ აზროვნებს"...
შეხვედრა შეხვედრისათვის - პრემიერის ეს შეფასება გულზე მოხვდათ მიშას თავგადაკლულ ფანებს, არადა, რა თავსატეხი ეს შეხვედრა და მისი მიზნის "ამოხსნა" იყო. სხვა თუ არაფერი, საკონსტიტუციო ცლილებებს მაინც "დავიჭერდით"... და დაე, ჰგონებოდა მავანს, რომ შეხვედრა უცხოელების დასანახავად იმართებოდა. თუმცა, პრემიერმა არაორდინარული მისალმებით პირდაპირ უთხრა: მიშა, შენი დრო ამოწურულიაო... და ისე აუარა გვერდი, ხელის ჩამორთმევის ღირსადაც არ ჩათვალა!
ყველას გვახსოვს მიშას დრო - პომპეზურობისა და ნაცარქექიობისა, "ტალახში ჩაფლულ ქვეყანაში" როგორ კეთდებოდა თურმე ყველაფერი ხალხისათვის და ხალხის მიერ, რომელიც სასწაულებს ახდენდა ქვეყნის წინსვლისათვის, სოფლის მეურნეობის "წარმოუდგენლად განვითარებისთვის" (მაშინ, როცა სოფლის მეურნეობის "წინსვლად" უცხოელებზე გასხვისებული ქართული მიწები შეგვრჩა ხელთ)...
წავიდა შენი დროო... მაგრამ ვინ გაიგონა.... დაფრინავს და დაპრეზიდენტობს! თან დაგვძახის: ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე იმიტომ, რომ ვიმოქმედო ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების პროცესებზეო. თურმე, მას არ სურს, რომ ქვეყანაში უწესრიგობა და ქაოსი იყოს... და, ამავდროულად, ეს მშვიდობის მტრედი აზერბაიჯანში "აბრეხვებს" ზესიბრძნეს - საქართველოსა და აზერბაიჯანს რუსეთის მხრიდან რეალური დესტაბილიზაცია ემუქრებათო!.. და ოქტომბრამდე კიდევ რამდენჯერ დაგვაბოლებს, ვინ იცის.
სწორედ ამ და სხვა მსგავსი განცხადებების პასუხად იყო, რომ პრემიერმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებს. მისი ვიზიტები არ არის კოორდინირებული საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მისი განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციებს.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად ძალისხმევას აგრძელებს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი უპასუხისმგებლო განცხადებები და მოქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის კურსს, ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს ლახავს და პრობლემებს უქმნის ახალ ხელისუფლებასო.
ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, პრემიერმა თქვა, რომ პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკური აქტივობით სულ მცირე უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას. უფრო მეტიც, რეალურ რისკებს დებს საგარეო პოლიტიკურ არეალზე... ფაქტობრივად, მთავრობა გაემიჯნა სააკაშვილის საგარეო პოლიტიკურ აქტივობებსო. ექსპერტის თქმით, მისი პრესტიჟი ჩემი, თქვენი და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის პრესტიჟია, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მე ვისურვებდი, პრეზიდენტმა შეინარჩუნოს სახე და პრესტიჟი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთო ("ნეტგაზეთი").
თუ ექსპერტების ერთ ნაწილს სასაცილოდ და ცინიზმად მიაჩნია სააკაშვილის მიერ მედიის თავისუფლებაზე, სასამართლოსა და პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბარი მისი ცხრაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, სამაგიეროდ, მეორე ნაწილს ეს არ აშფოთებს. მეორე მხრივ, ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს სრულიად ადეკვატური ჰგონია პრეზიდენტის მხრიდან მისი პოზიციის გამოხატვა, რომ შეწყდეს ზეწოლა მედიაზე, სასამართლო ხელისუფლებაზე და ასევე ყოფილი ჩინოვნიკების დაბარება-დაკითხვაზე.
"ის ფაქტი, რომ ეს პრობლემები პრეზიდენტის მიერ იყო გახმოვანებული, პრემიერი და მისი გუნდი გაგებით უნდა მოეკიდოს. მეორე მხრივ, სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ შეხვედრას უწოდა შეხვედრა შეხვედრისთვის. თუმცა, კარგია, რომ პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა მომავალი შეხვედრებისთვის", - განუცხადა ნიკა ჩიტაძემ "ნეტგაზეთს".
მაგრამ ექსპერტს არ გახსენებია, რომ სასამართლო, ბოლოს და ბოლოს, უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილისა და კუბლაშვილის ზეწოლისგან და უნდა დამთავრდეს ჯიბის სასამართლოს ეპოქა, მოსამართლეები უნდა გათავისუფლდნენ, იუსტიციის საბჭოში უნდა აირჩიონ ისინი, ვისაც ღირსეულად მიიჩნევენ. და რომ გამოსაძიებელია ყველა იმ ტელევიზიის საქმე, რომელიც დახურა სააკაშვილმა...
და რომ მართლაც, არ არის გამორიცხული, "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალურმა ფრთამ, ყოფილი ხელისუფლების ერთგული საჯარო მოხელეების, სასამართლოსა და კონტროლირებადი მედიის დახმარებით ხელი შეუშალოს მთავრობის საქმიანობას, ხელოვნურად გამოიწვიოს ხალხის უკმაყოფილება და მოამზადოს ნიადაგი იმ ავტორიტარული საკონსტიტუციო მუხლის ამოქმედებისთვის, რომელიც გამოიწვევს "ნაცმოძრაობის" მიერ უკანონოდ ხელისუფლების მიტაცებას. აკი განაცხადა ეკა ბესელიამ, რომ საბოტაჟის მიზანია, აპრილში ამოქმედდეს კონსტიტუციის ის ნორმა, რაც გულისხმობს პრეზიდენტის უფლებას, დაითხოვოს ხალხის მიერ არჩეული მთავრობაო!
ბიძინა ივანიშვილს ეს შეხვედრა წინსვლად არ შეუფასებია, - კონსტრუქციული საუბარი არ გამოვიდა, თუმცა, ძალიან ვცდილობდი კონსტრუქციულ რელსებზე გადაყვანას არსებითი პრობლემების მოსაგვარებლადო, - დასძინა მან.
მაგრამ ის, რომ პრეზიდენტი, ასე თუ ისე, იოლად "ვეღარ გაბედავს" მთავრობის დათხოვნას, ასევე, ივანიშვილის მიერ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ გამოსვლებთან დაკავშირებული განცხადება შეხვედრის დადებით გარემოებაზე მეტყველებს, თუმცა...
ისევ რჩება... ვადაგასულის ვოიაჟები და "დიდებულ" აზრთა ფრქვევა ხალხის დასაბოლებლად! უკვდავი ტერმინის - "კოჰაბიტაციის" ჩვენს რეალობაში მყარად დასამკვიდრებლად... მტრის გულის გასახეთქად და მოყვრის თვალის გასახარად! მას და მის ხროვას საქართველოში სურთ საბოტაჟი, მუქარა და არეულობაო!... - მაინც ბევრი ასე ფიქრობს.
ეს არის ღვთის რისხვა და დიდი განსაცდელი... ეს არის სულხან-საბას მაოხრებელი გზირიო! - სჯერა ხალხს.
და, სამწუხაროდ, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ქართველ კაცს, უამრავ სხვა პრობლემასთან ერთად, მაოხრებელი გზირის პრობლემაც დააწვა კისერზე...









ავტორი:  თამარ შაიშმელაშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი