მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
თავისუფალი გაზეთი +
2013-03-06
დარგს ყურადღება სჭირდება! 71-ე მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს

შარშანდელი წლის მიწურულს "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნდა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის მურმან ქურიძის წერილი, რომელშიც დასმული იყო კითხვა - შეიძლება, რომ ვაზისა და ღვინის ქვეყანაში, საქართველოში მებაღეობისა და მევენახეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი არ იყოს.
სავსებით ვეთანხმები ბატონ მურმანს, მაგრამ მეც მინდა დავსვა რამდენიმე კითხვა:
შეიძლება, რომ ვაზისა და ღვინის სამშობლოში, XX| საუკუნეში ვენახებს ზურგის აპარატით ვწამლავდეთ...
შეიძლება, რომ დღევანდელი პროგრესის ფონზე საქართველოში ვენახს საუკუნეების წინანდელივით, მამაპაპურად, ცხენით ვხნავდეთ.
შეიძლება, რომ მცირემიწიან ქვეყანაში ფართორიგიან ვენახებში, იკარგებოდეს 60 000 ჰექტარი მიწა, რაც 300 000 ტონა ხორბლის პოტენციური მოსავალია.
შეიძლება, რომ აღნიშნული პრობლემები გადაწყვეტილი ყოფილიყო გამოგონებით - "ვენახების გაშენება მაღალ-დაბალი "ფორმირებებით" - რომლის გამოყენებითაც ტრაქტორი დაბალ რიგს "გადააბიჯებდა და ერთი გავლით ორ რიგს დაამუშავებდა, რითაც 50 პროცენტით შემცირდებოდა ტექნიკისა და საწვავის გამოყენება და მე, ამ გამოგონების ავტორის, მევენახეობის ს.კ. ინსტიტუტს 1990 წელს ხარისხის მაძიებლად არ გავეფორმებინე. უფრო მეტიც, მევენახეობაში შექმნილი გამოგონებების დანერგვისთვის 8-ჯერ ვყოფილიყავი დაჯილდოებული ოქროს მედლებით, უმაღლესი საავტორო გასამრჯელოებით (პირველი, 20 000 მანეთი, ჩავრიცხე ჩერნობილის დახმარების ფონდში) და 30 წლის ასაკში მონიჭებული მქონდა საქართველოს დამსახურებული გამომგონებლის წოდება. ამისთანა სამეცნიერო საბჭო იყო არსებობის ღირსი.
შეიძლება, პროფესორს ვაზის უნიკალური ჯიში "ხიხვი", რომელიც თამარ მეფისა და რუსთაველის ეპოქაში ჯანანურას სახელით იყო გავრცელებული, ხახვი ჰგონოდა.
იმასაც გკითხავთ, შეიძლება, რომ ვაზისა და ღვინის სამშობლოში მეხილეობისა და მევენახეობის ს.კ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს ვაჟა კვალიაშვილს სასამართლოში ერთმანეთისაგან ვერ გაერჩია თხილი და რკო, რასაც ჰომერული ხარხარი მოჰყვა და მოსამართლე კოხრეიძეს მხარეების დასაწყნარებლად ჩაქუჩიც კი გაუტყდა (ამაზე ვრცლად ვწერდი 2008 წლის გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" #183).
და კიდევ, შეიძლება, რომ ვაზისა და ღვინის სამშობლოში, მევენახეობის ინსტიტუტში დანერგილიყო... ბორდელები, მევენახეობის ინტენსიურ მიმართულებაზე მსჯელობა კი გამხდარიყო ინსტიტუტის დირექტორ ჩხარტიშვილის დაცინვის საგანი. შეიძლება დაცინვა იმ ინოვაციისა, რომლის განაცხადი #4662860 ჩაითვალა ორ გამოგონებად (#1664182; #1664183) და საჩუქრად გადავეცი საქართველოს პატენტები #245; #246).
უწინარესად ვინ, თუ არა ს.კ. ინსტიტუტის დირექტორმა, უნდა იცოდეს, რომ მცირემიწიანი ქვეყნის ინტერესები მოითხოვს ინტენსიფიკაციის თვალსაჩინო ძვრებს. მაღალ-დაბალ ფორმირებებს თუ შევადარებთ დღევანდელ 3-მეტრიან რიგთაშორისებიან ვენახებს, ანუ ექსტენსიურ გზას, და დავსვამთ კითხვას - ქვეყანაში, რომლის ტერიტორია 69.7 ათასი კვადრატული კილომეტრია და რომლის მხოლოდ 13 პროცენტია სავარგული, სულ ახლო წარსულში ვენახების ფართობი 1500 000 ჰექტარი ყოფილიყო, ამ ფართობიდან მიღებული ყურძენი კი 600 ათასი ტონა.
იმის უკეთ გასააზრებლად, თუ რა დიდი ეროვნული და ეკონომიკური მნიშველობა ენიჭება ვენახების ახლებურად გაშენებას მაღალ-დაბალი ფორმირებებით, გკითხავთ:
1. თავისუფალი მიწის რესურსები საქართველოში არის თუ არა ამჟამად ამოწურული.
2. ძალუძს თუ არა ქვეყანას მიწის დამატებითი მასივების გამონახვა.
ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი პირველ კითხვას უპასუხებს - დიახ, ამოწურულია.
არც მეორე კითხვაზე გაჭირდება პასუხი: არა, ეს შეუძლებელია.
და ამ პასუხების საფუძველზე კიდევ ერთი კითხვა:
მაშ რა ვიღონოთ მიწის რესურსების გამოსაძებნად, გასადიდებლად.
ცხადია, უნდა ვიფიქროთ მიწების გამოყენების ინტენსიფიკაციაზე, რაც მიწის ფართობების შეფარდებით გადიდებას ნიშნავს, რამაც უნდა განაპირობოს მევენახეობის აღორძინება და არა ს. კ. ინსტიტუტში ბორდელების(!) დანერგვამ!
ურიგო არ იქნება, დაბეჯითებით გავიმეორო - ტექნიკისა და საწვავის 50 პროცენტით შემცირებას, 60 000 ჰა მიწას და მასზე მიღებულ 300 000 ტონა მარცვლეულის პოტენციურ მოსავალს თუ თანხაში გადავიანგარიშებთ, მივიღებთ ყოველწლიურად მილიარდი ლარის ეკონომიას. და ეს მაშინ, როცა ჩვენი პატარა ქვეყნის ბიუჯეტი 8 მილიარდია!
მე-4 საუკუნეში მოღვაწე დიდი ბერძენი ფილოსოფოსის ანტისფენის სიტყვების - "სახელმწიფოები იღუპებიან მხოლოდ მაშინ, როცა კარგ ადამიანებს ვერ არჩევენ ცუდისგან", - პერიფრაზირებით თუ ვიტყვით, "ს. კ. ინსტიტუტები ნადგურდებიან მხოლოდ მაშინ, როცა იქ გამოგონებებს ვერ არჩევენ ფუყე დისერტაციებისგან". ამის მაგალითი კი ხსენებულ ინსტიტუტში უამრავია. ამის კლასიკური მაგალითია ის, რომ თითქმის 50 წელია, არ დაცულა მევენახეობაში სადოქტორო დისერტაცია და, რაღა თქმა უნდა, არც გვყავს 06.01.08. შიფრით მევენახეობის მეცნიერებათა დოქტორი და ამ დარგის აკადემიკოსი საქართველოში. კატასტროფის ტოლფასია ისიც, რომ 2010 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო კონგრესზე 23 ქვეყნიდან თბილისში ჩამოსული 3000 მეცნიერი მევენახეობაში სიახლეების ხილვის მაგივრად სიღნაღში აღმოჩნდა ყველის ფესტივალზე.
ბატონო მურმან, რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, უნდა იყოს თუ არა ვაზის ქვეყანაში მევენახეობის ინსტიტუტი, სჯობდა, ზემოთ მოყვანილ პრობლემებზე პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გემსჯელათ, მაშინ, როცა ბრძანდებოდით პარლამენტის წევრი და მერწმუნეთ, დღეს ამ კითხვის დასმა არ დაგჭირდებოდათ.
წინამდებარე წერილის პათოსი ამოუხსნელ ამოცანად რომ არ დარჩეს, საჭიროა, გავეცნოთ "ვაკ-ის" წერილს (მის ფოტოპირს აქვე გთავაზობთ) და ინტერნეტით ვიხილოთ საქართველოს მსგავსი პარამეტრების მქონე ქვეყნები და დავრწმუნდებით, რომ მამულის აღორძინებისთვის აუცილებელია ტრადიციული კონსერვატიზმის დაძლევა, წავახალისოთ მეწარმეობა და დავნერგოთ ინოვაციები, თუნდაც ავტორს არ ჰყავდეს გავლენიანი მფარველი. ამავდროულად საჭიროა, რომ პრეზიდენტმა ენერგიის მთელი მარაგი წარმართოს იმ დარგებზე, რომელთა განვითარებასაც უკავშირებს ქვეყანა თავის მომავალს. და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, სააკაშვილმა ეს აქსიომა უკუღმა დაატრიალა.
ამიტომაც ვერ მივიღე ტენდერში გამარჯვებისთვის 16 000 ლარი და გამინადგურდა წლების მანძილზე ტანჯვა-წამებით აღდგენილი ვაზის 43 უნიკალური ჯიში. ასევე ვერ ავიღე იაფი სესხი - 50000 დოლარი, მიუხედავად იმისა (მკითხველო არ გაგიკვირდეთ) რომ სააკაშვილს მივმართე 70-ჯერ, 6-ჯერ პირადად გადავეცი წერილი, 9-ჯერ პრესით მივმართე არა პირადი ინტერესების, არამედ საქართველოს საამაყო დარგის - მევენახეობის აღორძინებისთვის. იმიტომ კი არა, რომ ყვარელში "მიშას" ვენახი ზურგის აპარატით აღარ შეეწამლა, არამედ იმიტომ, რომ XX| საუკუნეში მევენახეები გათავისუფლდნენ მონური შრომისგან, ზურგის აპარატით ვაზის შეწამვლისგან და ცხენით ვენახების მოხვნისგან! არის თუ არა ეს სიღრმისეული, ეროვნული და, არ გადავაჭარბებ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემა.!
ბატონო სააკაშვილო, ამჟამად მოგმართავთ 71-ედ, მაგრამ არა დასახმარებლად, არამედ იმისთვის, რომ შეგახსენოთ კონსტიტუციის 71-ე მუხლი - ინაუგურაციაზე ღვთისა და ერის წინაშე დადებული ფიცი გატეხეთ. იმის ნაცვლად, რომ გეზრუნათ მოსახლეობის კეთილდღეობისა და მამულის აღორძინებისთვის, ენერგიის დიდი მარაგი შესწირეთ შადრევნების კეთებას და დახარჯეთ 12 მილიონი, მრავალსართულიანი სახლების აივანზე "ვენოკების" ჩამოკიდებაზე - 14 მილიონი, მტკვარზე არაფრის მაქნისი შუშის ხიდზე - ათობით მილიონი, ანდრეა ბოჩელის ჩამოყვანაზე - 3 მილიონი, 4 მილიონი დაჯდა მიუზიკლი, "ქეთო და კოტე", ბელტების მოჭრაზე დაიხარჯა 18 მილიონი, ავლაბრის რეზიდენციაზე - ერთი მილიარდი, (იქ ელექტროენერგიის ხარჯი თვეში მილიონია), მასაჟისტის ჩამოყვანაზე - 1 მილიონი... ამ ცხრა წლის განმავლობაში უგუნურად დახარჯეთ 2 მილიარდი. მაშინ, როცა შეგეძლოთ, მოგესპოთ სიღატაკე, რასაც მარტივად დაგიდასტურებთ. ეს 2 მილიარდი მრავალდარგოვანი ოჯახური მეურნეობის შესაქმნელად 4-წლიანი სესხებად რომ გაგენაწილებინათ 20-20 000 ლარით შეიქმნებოდა 100 000 გლეხური მეურნეობა.
გლეხების უფრო მეტად ხელშეწყობის, წახალისების და სესხების სწრაფად ამოღების მიზნით კი გარდამავალ ეტაპზე გაგეტარებინათ პროტექციონისტური პოლიტიკა სესხების ნატურით - ხორცით, ბოსტნეულით დაფარვის გადასახადი, რომელთაც უხვად მოიხმარს ჯარი... (საქართველოში წარმოებულ მსგავს, შემოტანილ პროდუქციაზე კი დაგეწესებიათ მაღალი საბაჟო გადასახადი), დაბრუნებული სესხები კი მიმართულიყო მცირე ბიზნესზე ამდენივე ახალი ეროვნული მეურნეობის შესაქმნელად.
განვითარებული ქვეყნების გამოცდილებასაც თუ გავითვალისწინებთ, სახელმწიფო წარმატებულად ვითარდება მხოლოდ მაშინ, როცა მისი ინტერესები ემთხვევა მოსახლეობის პირად ინტერესებს და გლეხური მეურნეობა ასაქმებს 3-4 კაცს, გონიერთათვის არასოდეს გახდება სადავო, რომ ეს იქნებოდა არა პანაცეა, არამედ წელში გამართული, დასაქმებული სულ მცირე 600 000 ადამიანი და უკან ამოღებული ის 2 მილიარდი, რომელიც დღეს გადაყრილია! ამ თანხას თქვენი "მოღვაწეობის" დროს შემოსულ გრანტებს თუ დავუმატებდით და აღნიშნულს მასშტაბურად განახორციელებდით (უკვე გრანტის არსით), დაბეჯითებით უნდა ვივარაუდოთ, ფორსირებულად აღორძინდებოდა სოფლის მეურნეობა, სამარადისოდ დაამარცხებდით სიღარიბეს და უმუშევრობას. მეტიც, ფინანსები დახარჯეთ აღმაშენებლის ძეგლის აღებაში, რომელმაც 400 წლის მანძილზე მტრის ხელში მყოფი თბილისი ქართველებს დაუბრუნა. "ავი ენები" იმასაც ამბობენ, პრეზიდენტმა ბებიის ვიზიტებზე ბიუჯეტის თანხები დახარჯაო.
თქვენმა უგუნურმა მოქმედებებმა შეავიწროვა საქართველოს საზღვრები, შელახა მთავარსარდლის სახელი, აბუჩად აიგდო კონსტიტუცია, იცრუეთ პენსიონერებთან, გაქცეულები და დაჭერილები არიან მინისტრები, შეგნებულად გაანადგურეთ სოფლის მეურნეობა, ვერ ეგუებით ინოვაციებს, გეუცხოებათ საქვეყნო ინტერესები... და გადააჭარბეთ პირუტყვის მხოლოდ მადით. შეიძლება პენსიებისა და 200-ლარიანი ხელფასების შედარება მაღალჩინოსან "ვარდოსნების" წლიურ 100 და 200 000-ლარიან ჯამაგირებსა და პრემიებთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა, ერის ერთსულოვანი მოთხოვნით პარლამენტმა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. ამავდროულად, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ იმსჯელოს, რომ კონსტიტუციის 71-ე მუხლს დაემატოს წინადადება - იმპიჩმენტით გადაყენებულ პრეზიდენტს ჩამოერთვას ქონება, გაუუქმდეს შეღავათები და მომავალში ეწოდოს არა ექსპრეზიდენტი, არამედ კვაზი ან თუნდაც პარაზიტი პრეზიდენტი.
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არ შერჩეს საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივება, მეორე - ამომრჩევლის მოტყუება, მესამე - წლების მანძილზე ინტელიგენციის აუგად ხსენება, მეოთხე - გესლიანი სიცილი, და ყველამ გაიგოს, რომ ქართველმა ქართველს შეიძლება დაღვრილი სისხლიც აპატიოს, მაგრამ სამშობლოს დამცირებას არავის შეარჩენს.
ლოგიკის კარნახით, ახალი პრეზიდენტი ამჟამინდელის დარად უგუნურად არ მოიქცევა და უშურველად გაიღებს გააზრებულ, უზღვავ ენერგიას, რაც ჰაერივით სჭირდება ქვეყანას.

თამაზ ქვლივიძე,
საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი.
599-10-43-18





კალენდარი
ოქტომბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი