მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
თავისუფალი გაზეთი +
2013-03-06
"რუსთავი-2"-ის პროდიუსერს სააკაშვილისთვის არ მოუსმენია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე სამი კონკრეტული საკითხი დააყენა. ამის შესახებ სააკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხებს შორის ერთ-ერთი თავისუფალ მედიაზე ზეწოლის შეჩერება იყო.
"თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით სხვადასხვა პროცესები მიმდინარეობს. იყო მუქარები "რუსთავი-2"-ისა და სხვა ტელევიზიების მიმართაც. იყო შემთხვევები, როდესაც ტელეარხები დაიხურა, მეპატრონეები გამოიცვალნენ და ა.შ. ფაქტია, რომ მედიის მიმართულებით პოლიტიკური კონტროლის დამყარების გეგმაზომიერი კამპანია მიმდინარეობს. ქვეყანაში იქნება როგორც ერთი, ისე მეორე სახის მედია. ჩვენ მთავარია, მივაღწიოთ, რომ იყოს პლურალიზმი და არავის არ ჰქონდეს მთელი მედიის გაკონტროლების საშუალება. ქვეყანაში ალტერნატიული აზრი და ოპოზიცია უნდა იყოს. ამაზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ და ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხია შემდეგი - რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი არავის აქვს, არც პრეზიდენტს, არც მერებს, არც პარლამენტის წევრებს, ეს ყველაფერი კანონითაა დარეგულირებული", - განაცხადა პრეზიდენტმა.
იმის გასარკვევად, თუ რა სახის ზეწოლას განიცდიან მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოთვლილი მედიასაშუალებები, აწკყპუ რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა. ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განცხადება არ მოუსმენია, მაგრამ ვარაუდობს, რომ სააკაშვილი "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და დასაკითხად მის დაბარებას გულისხმობდა.
"როგორც ვიცი, პრეზიდენტმა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ისაუბრა. რაც შეეხება "რუსთავი-2"-ს, ალბათ, მან ის იგულისხმა, რომ ჩვენი გენერალური დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ალბათ, ასევე, ის ბოლო აქცია იგულისხმა, რომელიც ჩვენი ტელეკომპანიის წინ რამდენიმე დღის წინათ მოეწყო. თუმცა, არ ვიქნები ზუსტი ამაზე საუბრისას, რადგან თავად პრეზიდენტის განცხადება არ მომისმენია", - აცხადებს ნანა ინწკირველი.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა მაკა გაფრინდაშვილმა აწკყპუ-სთან საუბარში განაცხადა, რომ არც წინა და არც ახალი ხელისუფლების მხრიდან არანაირი ზეწოლა არასოდეს უგრძნია.
"ჯერჯერობით, ჩემს პრაქტიკაში, არც ერთი ხელისუფლების მხრიდან ჩემს ტელეფონზე არანაირი ზარი არ ყოფილა. თუ ასეთი რამ მოხდება, მე აუცილებლად გამოვალ და ღიად ვისაუბრებ ამაზე", - ამბობს მაკა გაფრინდაშვილი.
აწკყპუ-ს კითხვაზე - მაშინ, რას გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, მაკა გაფრინდაშვილი პასუხობს, რომ პრეზიდენტს ჟურნალისტებმა კონკრეტული კითხვა დაუსვეს და მან ამ კითხვას უპასუხა.
ამდენად, პრეზიდენტის მიერ ნახსენები მედიასაშუალებების წარმომადგენლები მათზე ახალი ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას არ ადასტურებენ. რაზე დაყრდნობით აკეთებს მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით განცხადებებს ქვეყნის პრეზიდენტი. მისგან ტყუილები არაერთხელ მოგვისმენია, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში მიხეილ სააკაშვილი უკვე ისეთ აშკარა ტყუილებსაც არ ერიდება, რომელთა გამოც შემდეგ ბოდიშის მოხდაც კი უწევს. კერძოდ, შეგახსენებთ, ზუსტად ერთი კვირის წინათ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული საბანკო სექტორით რუსული სპეცსამსახურები დაინტერესდნენ, რუსულმა სახელმწიფო კომპანიებმა უკვე რამდენიმე ქართული ბანკი შეიძინეს, დანარჩენებთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები მიმდინარეობსო.
მის ამ განცხადებას მის მიერ დასახელებული ბანკები მაშინვე გამოეხმაურნენ. ამგვარი გარიგებების რეალობა უარყვეს როგორც ქართულმა, ასევე სააკაშვილის მიერ დასახელებულმა რუსულმა ბანკებმა. მოგვიანებით, არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო სააკაშვილს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.
"ნამდვილად ვიცი, რომ ერთ-ერთი ჩემ მიერ დასახელებული ბანკი მოლაპარაკებას აწარმოებს ერთ-ერთ მსხვილ რუსულ ბანკთან. ეს ასეა და ისინი ამას არ უარყოფენ, მაგრამ თუ ბანკები არასწორად დავასახელე, ეს უნებურად მომივიდა და ნამდვილად არ მინდოდა ბანკებისთვის რამე პრობლემა შემექმნა. ჩემი სურვილია, რომ საბანკო სექტორი საქართველოში იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი. დიდი ყურადღებით დავაკვირდები, რომ ის მართლა არ ჩაუვარდეს ხელში ერთი ქვეყნის სახელმწიფო ბანკებს, იმ ქვეყნისა, რომელსაც საქართველოს მიმართ სრულიად არაჯანსაღი ინტერესი აქვს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა აეროპორტში, აზერბაიჯანში წასვლის წინ.
გამოდის, რომ ან პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვინმე შეგნებულად აწვდის არასწორ ინფორმაციას, ან ის საუბრობს იმას, რაც აწყობს, უფრო სწორად, რაც საერთაშორისო თანამეგობრობაზე არის გათვლილი და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შეუქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს საქართველოს ახალი ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას ცდილობს. სავარაუდოდ, მეორე ვერსია სიმართლესთან უფრო ახლოს არის, რადგან პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა ივანიშვილმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, მხოლოდ დასავლეთისთვის საუბარს თავი დაანებოს.
რას ფიქრობენ ახალი ხელისუფლებისა და მედიის ურთიერთობაზე თავად მედიის წარმომადგენლები, ამის გასარკვევად რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.
რეგიონული მედიის ასოციაციის პრეზიდენტი ია მამალაძე ღიმილისმომგვრელს უწოდებს პრეზიდენტის მხრიდან მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ია მამალაძის თქმით, ამ არხის ამ ფორმით არსებობა არის სწორედ საზოგადოებაზე ზეწოლა მედიის მხრიდან და არა ვინმეს მხრიდან ზეწოლა მედიაზე.
მედია-ექსპერტი ლელა კურდღელაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის მედიაზე ზეწოლის ფაქტები ცნობილი არ არის, მაგრამ თუ ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაცია აქვს პრეზიდენტს, მან ამ ინფორმაციას შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა უნდა მისცეს.
"ქართულ მედიაში გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა შეიცვალა. ვამჩნევ, რომ მედია ჩამოუყალიბებელია და სრულად მოუწევს გადაწყობა, რადგან ახლა უკვე აღარ არის ის სივრცე, რაც იყო წინასაარჩევნოდ. აქ ბევრი რამ შეიცვლება, თუმცა, ზეწოლაზე საუბარი არავის მიმართ არ გამიგია. "რუსთავი2"-ის მიმართ რაღაც გადაკრული ფრაზები გვსმენია და შეიძლება ეს ნიკა გვარამიას საკითხს ეხებოდეს, მაგრამ თუ ყველამ ვიცით, როდის მივიდა ამ არხზე გვარამია", - აცხადებს ლელა კურდღელაშვილი.
მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან მედიაზე ზეწოლაზე საუბარი უფრო დასავლეთზე არის გათვლილი. აქვე ექსპერტი იხსენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალევე ტელეკომპანია "იბერია" დაიხურა, იყო ზეწოლა "კავკასიაზე" და "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" და ა.შ. ახლა კი ახალი ხელისუფლების მოსვლიდან უკვე 5 თვე გავიდა და თუ პრეზიდენტს რამე კონკრეტული ფაქტები აქვს, მედია-ექსპერტი ამბობს, რომ მან ამის შესახებ კონკრეტულად უნდა ისაუბროს და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინოს.

















კალენდარი
ოქტომბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი