მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2007-05-04
დვალეთი საქართველოა!

თუ კოკოითს კითხვა და წაკითხულის გაგება შეუძლია, ისტორიულ წყაროებს ჩახედოს და დარწმუნდება, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, ჯერ კიდევ | საუკუნიდან მოყოლებული, დვალეთს ეკუთვნოდა, ის კი ყოველთვის საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა და მისი ძირითადი მოსახლეობა დვალები იყვნენ.
დვალეთითა და დვალებით, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნესა და ადრეც მრავალი გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მეცნიერი დაინტერესებულა.
ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში (ტომი 3, გვ. 490), ავტორი ეყრდნობა ვახუშტი ბაგრატიონის, სიმონ ყაუხჩიშვილის, დ. გვრიტიშვილის და ვ. გამრეკელის გამოკვლევებსა და დვალეთის ტერიტორიას შემდეგნაირად აღწერს: "დვალეთი, ისტორიული მხარეა შუა საუკუნეების საქართველოში. ტერიტორიულად მოიცავს კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილს დარიალის ხეობისა და მამისონის უღელტეხილს შორის, ვახუშტი ბაგრატიონს (\|||| ს.) მოხსენებული აქვს დვალეთის ხეობები: კასრის-ხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა, თრუსო, მაღარაანთ დვალეთი, ქართული საისტორიო ტრადიციით, ეს ტერიტორია იბერიის სახელმწიფოს წარმოშობის (ძვ. წ. ||-||| ს.ს.) დროიდან შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში".
დვალეთზე გადიოდა ამიერკავკასიიდან ჩრდილო კავკასიაში მიმავალი გზა-გადასასვლელები. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგაც (\| ს.), დვალეთი ტერიტორიულად ქართლის სამეფოში შედიოდა და \||| საუკუნეში მისი მოურავი გიორგი სააკაძე იყო.
აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი სპეციალურად შეჩერდა დვალეთის საკითხზე. 1919 წელს ის წერდა: "დვალეთის შესახებ საგანგებოდ უნდა იქნეს აღნიშნული, რომ იგი კავკასიონის უღელტეხილის ორ, მთავარსა და პირიქეთელს, ქედებს შუა არის მოქცეული... ეს დვალეთი იმ ადგილას საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი მონაპირე ქვეყანა იყო". შემდეგ იგი აღნიშნავს, რომ "საუკუნეთა განმავლობაში... საქართველოს მთავრობა ამ კუთხეს (დვალეთი) საქართველოსთვის ფრიად მნიშვნელოვან კარად თვლიდა და ამის გამო მას ფხიზელ დარაჯად ედგა, საგანგებოდ არდნის გასავალთან ზღუდეც კი ააგო".
1947 წელს რუსმა მეცნიერმა ბ. სკიტსკიმ გამოაქვეყნა გამოკვლევა, სადაც აღნიშნა, რომ "ძველ ქართულ გეოგრაფიაში დღევანდელ სამხრეთ ოსეთს დვალეთი ეწოდებოდა". მანვე იმავე წელს ჩრდილო ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომებში გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნა: "ყჟნაჭ ოსეტიჭ ვ სტაროღ გეოგრაფიი გრუზიი ნაზივაეტსჭ დვალეტიჭ".
ისტორიის უცხოელი მკვლევარი გულდანშტედტი მიუთითებს კუდარზე - ის ჯავის ხეობაშია - და დვალეთი ერქვაო", წერს. ხოლო მეცნიერი კლაპროთი მთელ ე. წ. სამხრეთ ოსეთს დვალეთს უწოდებს.
დვალეთის ტერიტორიაზე ახლაც ბევრი გეოგრაფიული სახელი ქართულია: ყელი, იზეკარი, მსხლები და ა. შ. ცხინვალის რაიონში დღესაც არის სოფელი დვალიანთკარი.
აკადემიკოს გ. ახვლედიანის ცნობით, ამ ტერიტორიამ სახელწოდება "დვალეთი" იქ მცხოვრები დვალური გვარის მოსახლეობის გამო მიიღო.
მონღოლთა შემოსევების დროს (\||| ს.) და შემდგომში დვალეთში ადგილობრივ მოსახლეობას ავიწროებდნენ ჩრდილოეთიდან დევნილი ოსები და იკავებდნენ ამ ტერიტორიას.
მკვლევარი დავით გვრიტიშვილი აღნიშნავს: "შეიარაღებული ოსთა დიდი ჯგუფები თავს ესხმოდნენ ქართველებით დასახლებულ ხეობებს (აქ იგულისხმება დვალეთიც), ძალით იკავებდნენ ამ ადგილებს და თვითონ სახლდებოდნენ".
ყველა ისტორიული წყარო იმაზე მიგვანიშნებს, რომ დღევანდელი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია საუკუნეების მანძილზე "დვალეთი" იყო და ყოველთვის შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში.
დვალები შესანიშნავი კალიგრაფები იყვნენ და \|-\||| საუკუნეებში სინას მთაზე, იერუსალიმის ჯვრის მონასტერსა და უცხოეთში მოქმედ სხვა მონასტრებში მოღვაწეობდნენ. ისიც ცნობილია, რომ წმიდა ნიკოლოზ დვალს, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოღვაწეობდა, 1314 წელს მაჰმადიანებმა თავი მოჰკვეთეს ქრისტიანობის გავრცელებისათვის.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული იმას ადასტურებს, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთი ძირძველი ქართული მხარეა. კოკოითი კი გაიძახის, ეს ოსური ტერიტორია არისო და დამოუკიდებლობასაც იჩემებს.

ირაკლი დვალი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.




კალენდარი
აგვისტო  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი