მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2007-11-13
ხსოვნა: ზურაბ ჩხეიძე
ედუარდ შევარდნაძე იუწყება ძველი მეგობრისა და თანამებრძოლის ზურაბ ჩხეიძის გარდაცვალებას და იზიარებს მისი ოჯახის მწუხარებას.

* *

გარდაიცვალა ცნობილი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, კეთილშობილებითა და ალალმართლობით გამორჩეული პიროვნება ზურაბ ამბროსის ძე ჩხეიძე.

დაიბადა 1930 წლის 13 მაისს ზესტაფონის რაიონში. ზურაბი ჩხეიძეების საგვარეულოს იმ შტოს მიეკუთვნებოდა, რომელმაც ქვეყანას მისცა დიდი პოლიტიკური მოღვაწე, სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პირველი თავმჯდომარე და საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, უდიდესი მსახიობი უშანგი ჩხეიძე, მრავალი სხვა გამოჩენილი ადამიანი.

1954 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი. 1954-57 წლებში მუშაობდა უკრაინაში, ჯერ ქარხანა "ზაპოროჟფოლადში", შემდეგ კი ლითონთა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1958-65 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, სადაც იყო ცენტრალური საქახნო ლაბორატორიის უფროსი და მთავარი ინჟინრის მოადგილე. ზურაბ ჩხეიძის ორგანიზატორული ნიჭი და დიდი საინჟინრო პოტენციალი განსაკუთრებით გამოჩნდა იმ ექვსი წლის მანძილზე (1965-71), როცა ის ხელმძღვანელობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას. 1971-72 წლებში ზ.ჩხეიძე კომპარტიის რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანია, შემდგომში - საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრი.

ზურაბ ჩხეიძე სრულიად დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც უმაღლესი რანგის პროფესიონალი, მრავალი ტექნიკური სიახლის ავტორი, გამორჩეული ორგანიზატორი, კეთლმოსურნე და გულისხმიერი ხელმძღვანელი. იყო ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

1975-89 წლებში ზ.ჩხეიძე რესპუბლიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელია - კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თავმჯდომარე. ყველა ამ თანამდებობაზე ზურაბი დღენიადაგ ზრუნავდა სახალხო მეურნეობის განვითარებაზე, ტექნიკური პროგრესის მიღწევათა დანერგვაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე. ამასთან, აქ მეტად გამოჩნდა მისი ადამიანური თვისებები - კეთილმოსურნეობა, ყურადღება, აუგის არამთქმელობა, მიმტევებლობა. მოკლედ რომ ვთქვათ, სრულიად არაორდინარული კაცი და ხელმძღვანელი იყო.

დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში მოღვაწეობისას ზურაბი თავდაუზოგავად ცდილობდა ქვეყანა აეცილებინა შეცდომებისაგან ეკონომიკის (განსაკუთრებით ენერგეტიკის) სფეროში. ზოგჯერ უსმენდნენ, უფრო ხშიად კი - არა. მხოლოდ უახლოეს ადამიანებს თუ გაანდობდა თავის დიდ განცდებს ამასთან დაკავშირებით.

უდიდესმა ოჯახურმა ტრაგედიამ - საყვარელი მეუღლისა და ერთადერთი შვილის დაკარგვამ წელში გატეხა ეს რანდული სულისა და აღნაგობის ადამიანი. ცდილობდა მედგრად ყოფილიყო, აქეთაც გვამშვიდებდა, მაგრამ ბოლოს ჯანმრთელობამაც უღალატა.

ზურაბ ჩხეიძის წასვლით საქართველომ დაკარგა უერთგულესი შვილი, ჩვენ კი, მეგობრებმა, გამორჩეულად საყვარელი და თბილი, მომფერებელი და მხარში ამომდგომი ძმა.

მეგობრები

**

კავშირგაბმულობის მრავალათასიანი კოლექტივისა და თითოეული ქართველისათვის დასანანია, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ადამიანი, ჭეშმარიტი მეგობარი და დიდებული მამულიშვილი ზურაბ ჩხეიძე. წავიდა ჩვენგან ქვეყნისა და ხალხის, ოჯახისა და ნათესავების, მეგობრებისა და მეზობლების წინაშე ვალმოხდილი და ჩვენს მრავალ საფიქრალს ერთიც დაემატა-როგორ მოვახერხოთ, რომ მისი ნათელი ცხოვრება და მოღვაწეობა კვლავ ხალხის სამსახურში ჩავაყენოთ, სხვათა ხელმისაწვდომ მაგალითად ვაქციოთ.

ბატონი ზურაბი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების გზაზე სულიერი და გონებრივი შემართებით იხედებოდა წარსულისაკენ, აღიქვამდა აწმყოსა და ჭვრეტდა მომავალს. ამის მიზეზი მისი კაცურკაცობა, შრომისმოყვარეობა, შეუნელებელი გარჯა, სიმართლე, სიალალე, უშურველობა, კეთილსაქმიანობა, თავმდაბლობა მისთვის ჩვეული მოზომილი იუმორი იყო.

ჭეშმარიტად შესანიშნავ პიროვნებასა და საზოგადო მოღვაწეზე ზურაბ ჩხეიძეზე ახალგაზრდობიდან პასუხსაგებ თანამდებობებზე მომუშავე პიროვნებაზე, რომელმაც კავშირგაბმულობის მინისტრად დაყო ხუთი წელი, ძნელია რაიმე ახლის თქმა. უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ვინც მას იცნობდა, ყველას ერთნაირი, ერთსახა და უცილობელი აზრი აქვს უაღრესად კეთილშობილი და ყველას კეთილმოსურნე, ზედმიწევნით პატიოსანი და თავდადებული შრომაში, ძალზედ თავმდაბალი და თანაც უაღრესად პრინციპული, დიდი ნიჭითა და ინტელექტით დაჯილდოებული, თავისი ქვეყნისა და ხალხის ჭეშმარიტი მოსიყვარულე, ღრმად ერუდირებული და დიდი საზოგადო მოღვაწე.

სხვა დიდ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეებთან ერთად დიდია ზურაბ ჩხეიძის დამსახურება ქვეყნის კავშირგაბმულობის დარგის განვითარებასა და სრულყოფაში. მისი უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მოკლე პერიოდში აშენდა კავშირგაბმულობის ათეულობით ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები. დიდია მისი დამსახურება დარგის მუშაკთა სოციალური მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებაში და სხვა.

ზურაბ ჩხეიძემ თესა კაცობა, ადამიანობა, სიყვარული, ერთგულება, თავდადება საქმისადმი, რომელიც უხვად მოიმკა კიდეც. კავშირგაბმულობის მრავალათასიან მუშაკთა შორის ზურაბ ჩხეიძემ სამართლიანად დაიმკვიდრა პროფესიონალი ხელმძღვანელის, გამოცდილი და აღიარებული სანიმუშო პიროვნების ადგილი. საამაყო და შესაშური იყო მასთან მუშაობა. მისი მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის ხუთი წელი დაუვიწყარია და ნათელ ზოლად გასდევს კავშირგაბმულობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.

ფრიდონ ინჯია, ბორის ბოჭორიშვილი, მამია სულაბერიძე, ავთანდილ იაშვილი, ნოდარ ჯიქია, გურამ ხმალაძე, ვახტანგ თოდუა, რემი გველესიანი, თეიმურაზ ღოღობერიძე.



კალენდარი
ნოემბერი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
12
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი