მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2009-12-29
დიდი მამის ღირსეული შვილი
80 წელი შეუსრულდებოდა გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოში ქირურგიული სკოლის უბრწყინვალეს წარმომადგენელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ვახტანგ ფიფიას.

ვახტანგ ფიფია დაიბადა 1929 წლის 29 დეკემბერს გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ქართული ქირურგიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას ოჯახში, რომლის პროფესიულ დინასტიას დღესაც წარმატებით აგრძელებს ბატონი ვახტანგის შვილი, პროფესორი - გიორგი ფიფია.

ბ-ნმა ვახტანგ ფიფიამ დიდი წვლილი შეიტანა ქირურგიის ინსტიტუტის თანამედროვე კლინიკურ ცენტრად ჩამოყალიბებაში. მან, როგორც დირექტორმა სახელოვანი გზა განვლო და დიდი როლი შეასრულა მრავალპროფილიანი თანამედროვე სპეციალიზებული სამეცნიერო კვლევითი და კლინიკური ცენტრის ჩამოყალიბებაში, რომელიც დღესაც სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით არა მარტო რესპუბლიკაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ბ-ნ ვახტანგის სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობა დაიწყო გულმკერდის ქირურგიის აღიარებული ლიდერის აკადემიკოს ა. ბაკულევის ხელმძღვანელობით. ქალაქ მოსკოვში მის მიერ შექმნილი გულის რითმის რთულ დარღვევათა ქირურგიულ ცენტრში ჩატარდა ელექროკარდიოსტიმულატორის 1500-ზე მეტი ჩანერგვა კარგი შედეგით. გულის რითმის დარღვევათა ქირურგიული მკურნალობის პრობლემებთან დაკავშირებით გამოცდილების გასაზიარებლად ბ-ნი ვახტანგი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საფრანგეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი მონაწილეობდა აგრეთვე ამ პროფილით ყოფილ სსრკ და უნგრეთის ერთობლივ სიმპოზიუმებში.

ბ-ნმა ვახტანგმა, ერთ-ერთმა პირველმა გულის განივი ბლოკადის დროს დაადგინა ფიქსირებული რითმით ელექტროკარდიოსტიმულაციის არასრულყოფა და დაასაბუთა ბიომართვით სტიმულაციის უპირატესობა.

ბ-ნი ვახტანგის ხელმძღვანელობით დაცულია 12 დისერტაცია (3 - სადოქტორო და 9 - საკანდიდატო). მის მიერ აღზრდილი მეცნიერი მუშაკები და პრაქტიკოსი ექიმები დღესაც აგრძელებენ მოღვაწეობას.

პროფესორ ვ. ფიფიას მეცნიერულ ინტერესთა სპექტრი სრულადაა ასახული 170 გამოქვეყნებულ შრომასა და 8 მონოგრაფიაში, მათი უმეტესობა დღესაც სამაგიდო წიგნია კარდიოქირურგებისა და პრაქტიკოსი ექიმებისათვის.

ბ-ნი ვახტანგ ფიფია იყო უანგარო, უღალატო ადამიანი, რომელიც თავისი სიკეთით, სილამაზით სიცოცხლეს უხანგრძლივებდა როგორც მადლიერ პაციენტებს, აგრეთვე გვერდით მყოფთ. მან მთელი შეგნებული ცხოვრება მოკრძალებით გაიარა და დატოვა უდიდესი კვალი, უზარმაზარი სიყვარული...

ბ-ნ ვახტანგ ფიფიას - შესანიშნავი მეგობრისა და საზოგადო მოღვაწის, გამოჩენილი ქართველი ქირურგის ხსოვნა დიდხანს დარჩება მისი კოლეგების, მოწაფეებისა და ახლობლების გულში, როგორც დიდი მამულიშვილის პიროვნებისა და პატრიოტის.

ბაადურ მოსიძე,

ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი.



კალენდარი
დეკემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
13
14
15
20
21
26
27
28
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი