მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2009-08-04
ხსოვნა: ვერონიკა თუმანიშვილი (1922-2009)
87 წლის ასაკში გარდაიცვალა შესანიშნავი მუსიკოსი, პედაგოგი, მოქალაქე, გამოჩენილ ხელოვანთა გვარის წარმომადგენელი ვერონიკა თუმანიშვილი. რომელმაც თბილისის #1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ("ნიჭიერთა ათწლედში") მუშაობის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე აღზარდა რჩეულ ქართველ პიანისტთა არაერთი თაობა.

პირველი სერიოზული წარმატება საკონცერტო სარბიელზე პროფესორ ანა თულაშვილის მოსწავლემ 9 წლის ასაკში მოიპოვა. უდიდესი მუსიკოსი და პიანისტი მარინა უდინა წერდა მაშინ ვერონიკაზე: "იშვიათი მუსიკალობა, აბსოლუტური სმენა, შესანიშნავი ხელები, უკვე საცნობი საშემსრულებლო მიღწევები, გასაოცარი სიმსუბუქე - ეს ყოველივე ავლენს მის უტყუარ ნიჭიერებას. ვიმედოვნებ, ძალისხმევას არ მოაკლებენ მისი იშვიათი ნიჭის განვითარებას". ხოლო იოსებ გრიშაშვილი ასეთ სტროფს მიუძღვნის პატარა მუსიკოსს: "ყვავილს მოსწყდება საკინძი, ნიავი აფრას აუშვებს; შენი თითების ჭირიმე, როცა შეახებ კლავიშებს..."

ოსტატობის დახვეწა თბილისის კონსერვატორიაში განაგრძო პროფესორ ანა თულაშვილის ხელმძღვანელობით და მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორთან ალექსანდრე იოხელესთან დაასრულა. ყოველივე დიდი მასშტაბის მუსიკოს-სოლისტის დაბადებაზე მეტყველებდა. მაგრამ ბედმა სხვაგვარად წარმართა ქალბატონი ვერონიკას ცხოვრება. ხელების დაავადებამ შეწყვიტა მისი საკონცერტო კარიერა. მას შემდეგ მთელი ნიჭი და გამოცდილება მან ახალგაზრდების აღზრდას მოახმარა და ღრმა აზროვნებისა და ინტელექტის მუსიკოსმა უდიდესი დრო "მოსწავლის უწვრთნელი ხელებისა და დახსომების უნარის გავარჯიშებას დაახარჯა". ამიტომაც მისი საუკეთესო შემფასებლები მისივე მოსწავლეები არიან. მათ შორის არის ცნობილი ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილი, რომელიც ქალბატონი ვერონიკას განსაკუთრებულ პედაგოგიურ ღირსებას და მთლიან პორტრეტს ერთ პატარა აბზაცში ჩატევს: "ჰენრიხ ნეიჰაუზს თავისი მშობლების შესახებ დაუწერია - ისინი ფორტეპიანოზე დაკვრის კი არა, მუსიკის მასწავლებლები იყვნენო. იგივე ითქმის ქალბატონ ვერონიკა თუმანიშვილზე, "დეიდა ვერონიკაზე", როგორც მოსწავლეები მიმართავდნენ ამ თხელ, თხელნაკვეთებიან, ოდნავ მხრებაწურულ ქალბატონს შუაზეგაყოფილი, კეფაზე ტალღად აკეცილი ყორნისფერი თმებითა და კისერზე წითელი მარჯნის აცმით... მას მკაცრი პედაგოგის სახელი აქვს. მართლაც, იგი ვერ ეგუება დაუდევრობას, უდიერებას, ზერელობას და თავის აღშფოთებას დაუფარავად გამოხატავს, რის გამოც თავის დროზე მე მას ყმაწვილკაცური დაურიდებლობით "ატომური აფეთქება" დავარქვი... იგი თვლის, რომ თუ ზუსტად გეცოდინება რა გსურს, საკრავსაც ისე შეეხები, როგორც ჯერ არს და ისიც ჯეროვნად "გიპასუხებს", მასთან ჭიდილის გარეშე. ქალბატონი ვერონიკა მუსიკის გარაციონალურების კი არა, გრძნობა-გონების შემსჭვალვის, "გონიერი გრძნობისა" და "გრძნობიერი გონების" მომხრეა"...

ეს თვისებები ანიჭებდნენ მას ერთგვარი პედაგოგი-ეტალონის ფუნქციას, რომელზეც ხდებოდა სწორება, რომელსაც პატივს სცემდნენ, უყვარდათ და რომლისაც ეშინოდათ, რადგან არაპროფესიონალიზმს, თვით უმცირეს გამოვლინებაშიც კი, ძნელად პატიობდა ვინმეს და, მით უმეტეს, საკუთარ თავს, რომლის მიმართ მომთხოვნელობა გაათკეცებული ჰქონდა. ეს იგრძნობოდა ქალბატონ ვერონიკას ხელოვნებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეორე როიალის პარტიებს უკრავდა თავისი მოსწავლეების მიერ კონცერტის შესრულებისას. აქ სრულად იხსნებოდა მისი შინაგანი მუსიკალური აზროვნება - ღრმა, სახოვანი, მწყობრი, ერთდროულად რაციონალურიც და გრძნობიერიც, ტემბრულად მდიდარი და ფერადოვანი ორკესტრის დარი. მის გვერდით შეუძლებელი იყო მოსწავლეს არ ეგრძნო ნაწარმოების სული და არ ცდილიყო აეჟღერებინა არა ცალკეული ბგერები, არამედ მუსიკა, ამ ცნების სიღრმისეული მნიშვნელობით.

ამიტომაც ამბობენ მისი მოსწავლეები ამაყად - მე მუსიკა ვერონიკა თუმანიშვილთან მაქვს ნასწავლიო და მისი შეგონებებით განაგრძობენ მოღვაწეობას საკონცერტო ესტრადაზე თუ პედაგოგიურ სარბიელზე. სწორედ მასში განაგრძობს არსებობას ვერონიკა თუმანიშვილის სკოლა და უკვდავყოფს ამ კეთილშობილი, მოკრძალებული, დიდი მუსიკოსის კვალს ქართული მუსიკის სამყაროში.

ზ. ფალიაშვილის სახელობის #1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კოლექტივი



კალენდარი
დეკემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
13
14
15
20
21
26
27
28
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი