მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2010-06-25
ხსოვნა: აკადემიკოსი სიმონ ხეჩინაშვილი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დიდი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ქართული სამედიცინო საზოგადოების უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აკადემიკოსი სიმონ ხეჩინაშვილი.
სიმონ ხეჩინაშვილი 1919 წლის 26 ნოემბერს დაიბადა ქუთაისში. საშუალო განათლება იქვე მიიღო. 1944 წელს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. ბატონი სიმონ ხეჩინაშვილი 1946-დან 1950 წლამდე მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ოტოლარინგოლოგიის კათედრის ასისტენტის, 1951-დან 1988 წლამდე კათედრის გამგის, 1979-დან 1988 წლამდე რექტორის, 1989-დან 2000 წლამდე რექტორის მრჩევლის, ხოლო 2001 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის ოტოლარინგოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
სადოქტორო დისერტაცია სიმონ ხეჩინაშვილმა 1950 წელს დაიცვა.
ბატონი სიმონი ხანგრძლივი დროით სამეცნიერო მივლინებებით იმყოფებოდა ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და გერმანიაში.
ბატონი სიმონი რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი გახლდათ. იგი არჩეული იყო გერმანიის ბუნებისმეტყველთა აკადემიის უცხოელ წევრად, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის ოტოლარინგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად, ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.
აკადემიკოსმა სიმონ ხეჩინაშვილმა ქართულ სამეცნიერო ოტოლარინგოლოგიაში მთელი ეპოქა შექმნა. როგორც აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის სკოლის ერთ-ერთმა უნიჭიერესმა წარმომადგენელმა, მან პირველმა დანერგა კლინიკურ ოტოლარინგოლოგიაში ფიზიოლოგიური აზროვნება, პირველმა დაამკვიდრა დარგში ბერიტაშვილისეული მეთოდოლოგია და თეორიული კონცეფციები.
ბატონი სიმონი ყურის რეკონსტრუქციული მიკროქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა ოტოსკლეროზის ოპერაცია და ათასობით სმენადაქვეითებულს დაუბრუნა სმენა. ენდოლარინგოლოგიური ქირურგია და ლაზეროქირურგია საქართველოში მისივე ძალისხმევით დაინერგა.
აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილის მონოგრაფიები და ასეულობით სამეცნიერო ნაშრომი მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ არის აღიარებული. მის ერთ-ერთ მონოგრაფიას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია აქვს მინიჭებული. იგი ასევე გახლდათ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერების დარგში.
ბატონი სიმონ ხეჩინაშვილის დიდი რუდუნებით დაარსდა და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა ლაბორატორია, რომელიც ამჟამად აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრად იწოდება. საქართველოს მეცნიერული და კლინიკური აუდიოლოგიის, კერძოდ კი სასმენი აპარატებით სმენის რეაბილიტაციის ინსტიტუტის დაარსება უშუალოდ ბატონი სიმონის სახელს უკავშირდება.
აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილის ხელმძღვანელობით არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია არის დაცული.
ბატონი სიმონი თბილისის საპატიო მოქალაქე გახლდათ.
აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილის გარდაცვალება უაღრესად დიდი დანაკლისია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის, მთლიანად საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის.

ნიკოლოზ გილაური, დიმიტრი შაშკინი, თამაზ გამყრელიძე, ფრიდონ თოდუა, რუსუდან კერვალიშვილი, გიგი წერეთელი, გურამ თევზაძე, ოთარ ნათიშვილი, თეიმურაზ იოსელიანი, კიაზო ნადარეიშვილი, ვაჟა ოკუჯავა, თენგიზ ონიანი, ნოდარ ყიფშიძე, მიხეილ ხანანაშვილი, ნინო ჯავახიშვილი, ლაური მანაგაძე, ქეთევან ნემსაძე, ზურაბ ქევანიშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რომან შაქარიშვილი.

* *

სიმონ ხეჩინაშვილი

ქართულმა მედიცინამ დიდი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი სიმონ ნიკოლოზის ძე ხეჩინაშვილი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ოტორინოლარინგოლოგიის დარგის განვითარებაში. ბატონი სიმონი 1979 წლიდან არჩეულ იქნა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორად. იგი გახლდათ ღვაწლმოსილი და შეუდარებელი პედაგოგი, რომლის ხელმძღვანელობითაც მრავალი სახელმოხვეჭილი ექიმი აღიზარდა. მისი ავტორობით გამოცემულია მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია. აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილის - მრავალმხრივ განათლებული პიროვნების, შესანიშნავი მოქალაქისა და ჭეშმარიტი პატრიოტის გარდაცვალება უაღრესად დიდი დანაკლისია მთლიანად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისათვის.
საქართველოს მთავრობა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

* *

კირა მიქელაძე და მერაბ ბერძენიშვილი ღრმა მწუხარებით იუწყებიან ახლო ნათესავისა და მეგობრის ბატონ სიმონ ხეჩინაშვილის გარდაცვალებას

* * *

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი სიმონ ხეჩინაშვილი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

პანაშვიდი 24, 25 ||. მისამართი: ბარნოვის 73. გამოსვენება დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან 15 სთ. დაკრძალვა - დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში




კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
13
19
20
26
27
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი