მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2010-07-15
გახსენება: გივი გიგინეიშვილი

დღეს 75 წლისა გახდებოდა ცნობილი მეცნიერი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე გივი გიგინეიშვილი, რომელიც დაიბადა 1935 წლის 15 ივლისს ცნობილი ადვოკატის ნიკოლოზ გიგინეიშვილის და ექიმ მარიამ მელიქიშვილის ოჯახში.
1953 წელს მან წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 1958 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით. მისი არჩევანი არ იყო შემთხვევითი: ამით მან გააგრძელა ბიძის, საქართველოში ჰიდროლოგიური მეცნიერების ფუძემდებლის, პროფესორ ბესარიონ ყავრიშვილის საქმე.
მისი ცხოვრება, 1957 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, დაკავშირებული იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტთან. მან გაიარა გზა ლაბორანტიდან ჰიდროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელამდე. იყო ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, 1990 წლიდან - ალ. ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1996-2007 წ.წ. - პრეზიდენტი. 1995-99 წ.წ. იყო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მომზადდა და დამტკიცდა 20-ზე მეტი კანონი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში.
იგი დიდ ყურადღებას უთმობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დაცული ტერიტორიების, ვახუშტი ბაგრატიონის მემკვიდრეობის პრობლემატიკას. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა უმთავრესად მოიცავს კარსტის ჰიდროლოგიის პრობლემების კვლევას. გივი გიგინეიშვილი სამართლიანად ითვლება ჰიდროლოგიის ამ მიმართულების ფუძემდებლად. მის შრომებში წამოყენებულია კარსტის ჰიდროლოგიის, როგორც ჰიდროლოგიის მეცნიერების ახალი მიმართულების პირველი დეფინიცია, სტრუქტურა, ამოცანები და კვლევის მეთოდური საფუძვლები. იგი 130-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 მონოგრაფიის ავტორია. მისი შრომების გარკვეული ნაწილი გამოყენებითი მნიშვნელობისაა (ქ. ჭიათურის წყალმომარაგების საკითხი, ენგურჰესის ნაგებობათა კომპლექსის მშენებლობა კარსტული მოვლენების გავრცელების არეში, ახალი ათონის მღვიმის გამოყენების შესაძლებლობები მასობრივი ტურიზმის განვითარების სფეროში და სხვ.). მისმა გამოკვლევებმა აღიარება ჰპოვეს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (მაგალითად, კუბის წყლის რესურსების შეფასებისა და წყლის ბალანსის გაანგარიშებისთვის ფართოდ გამოიყენება გივი გიგინეიშვილის მეთოდიკური სისტემა).
გივი გიგინეიშვილმა ღირსეულად გააგრძელა თავისი მასწავლებლის, მთიანი ქვეყნების ჰიდროლოგიის პრობლემების ცნობილი მკვლევარის, ქართველი ჰიდროლოგების მთელი პლეადის აღმზრდელის, პროფესორ ლევ ალექსანდრეს ძე ვლადიმიროვის გზა.
იგი ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადოებრივ და სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო მწვანეთა მოძრაობის აქტიური წევრი, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა დისციპლინებში როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისე სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში. დაჯილდოებული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის (1984 წ.), აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის (1962 წ.) საპატიო სიგელებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საიუბილეო პრემიით (1981 წ.), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ალ. ჯავახიშვილის სახ. პრემიით (1993 წ.) და ღირსების ორდენით (2000 წ.).
ცალკე აღნიშვნის ღირსია გივი გიგინეიშვილის ("ჯეკას", როგორც მეგობრები ეძახდნენ) პიროვნული თვისებები. ის დაიბადა არაჩვეულებრივ ოჯახში, იზრდებოდა უაღრესად საინტერესო გარემოში, შექმნა და დატოვა მშვენიერი ოჯახი. ბუნებამ დააჯილდოვა შესანიშნავი იუმორის გრძნობით, იყო უზადო პაროდისტი, ყოველმხრივ ერუდირებული და ორატორული ნიჭით დაჯილდოებული, უანგარო, უღალატო მეგობარი, ჭირსა თუ ლხინში უცვლელი თამადა, კომუნიკაბელური, თბილი ადამიანი. გამოირჩეოდა მაღალი პრინციპულობით (საკმარისია გავიხსენოთ პარლამენტში მისი გამოსვლები დაკავშირებული საქართველოს სანაპირო ზონის დაცვასთან, ქართული ვაზის ჯიშის გადარჩენასა და სხვ.).
ბატონი გივი სამი წლის წინათ, 2007 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა. წინა დღეს, როდესაც, როგორც ყოველთვის, დაბადების დღეზე ელოდა მეგობრებს, ახლობლებს, მოულოდნელად ცუდად შეიქნა. მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. ალბათ ესეც კანონზომიერი იყო, რადგან ლოგინად ჩავარდნილი გივი გიგინეიშვილი მისი ახლობლებისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა.

სსიპ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი











კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
13
19
20
26
27
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი