მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2010-08-17
ხსოვნა: ლორიკ მარშანია

გარდაიცვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლორიკ ბესარიონის ძე მარშანია.
ლორიკ მარშანია დაიბადა 1932 წელს ქ. ოჩამჩირეში. დაამთავრა ქ. სოხუმის მე-4 საშუალო სკოლა. 1957 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი. 1957-1959 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა. რ. საგეგმო კომიტეტში. 1959-1963 წლებში მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტის ასპირანტია. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
1963-1964 წლებში მუშაობდა გულიას სახ. საკვლევ ინსტიტუტში, ხოლო 1964-1973 წლებში - საქართველოს სუბტროპიკულ ინსტიტუტში ჯერ დოცენტის თანამდებობაზე, შემდეგ კი პრორექტორად სამეცნიერო დარგში.
1973-1975 წლებში ლორიკ მარშანია აფხაზეთის ავტ. რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, ხოლო 1978-1980 წლებში არჩეულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპარტიის საოლქო კომიტეტის მდივნად.
1980-1985 წლებში ლორიკ მარშანია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგის მოადგილეა. 1985-1991 წლებში საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის რექტორია. 1988 წელს ლორიკ მარშანიამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ამავე წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება.
1992-2002 წლამდე ლორიკ მარშანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, ხოლო 2002 წლიდან დღემდე უმაღლესი საბჭოს მრჩეველია.
1995 წელს ლორიკ მარშანია არჩეულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
ლორიკ მარშანია 250-ზე მეტი ნაშრომის ავტორია, მათ შორის არის მრავალი მონოგრაფიის ავტორთა ხელმძღვანელი.
ლორიკ მარშანია საქართველოს პატრიოტი, პატიოსანი და კეთილმოყვარე პიროვნება გახლდათ. ყოველთვის გამოირჩეოდა დახვეწილი ინტელიგენტურობით, დარბაისლობით, სიდინჯით და საქმისადმი ერთგულებით.
ლორიკ მარშანიას მრავალი სახელმწიფო ჯილდო აქვს მინიჭებული, განსაკუთრებით აღსანიშნავია ვ. გორგასლის | ხარისხის ორდენი, რაც მისი პატრიოტული და გმირული სულისკვეთების დამადასტურებელია.
წავიდა ჩვენგან დიდი მეცნიერი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. მისი ხსოვნა მარად დარჩება ჩვენს გულში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი

აფხაზეთის მთავრობა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ქართველი და აფხაზი ხალხის გამორჩეული შვილი, გამოჩენილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ჭეშმარიტი მამულიშვილი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ცნობილი ხელმძღვანელი მუშაკი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვახტანგ გორგასლის | ხარისხის ორდენის კავალერი, ქართულ-აფხაზური ისტორიული ურთიერთობის აღდგენის გულმხურვალე ქომაგი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობა და
აფხაზეთის აღორძინების" კოორდინატორი ლორიკ ბესარიონის ძე მარშანია და სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

დაკრძალვა 19 აგვისტოს. გამოსვენება წმინდა სამების ეკლესიიდან 15 სთ.

* * *

ღირსეული მამულიშვილის ბატონ ლორიკ მარშანიას გამოსათხოვარი

თხემით ტერფამდე აფხაზო, თხემით ტერფამდე ქართველო, წებელდის მრავალსაუკუნოვან მარშანთა თავადიშვილო, დიდო მეცნიერო და დიდო მამულიშვილო, მეცნიერების და კაცობის აკადემიკოსო, ბატონო ლორიკ,
უეცარმა ტრაგიკულმა სიკვდილმა წაგართვათ სიცოცხლე, მაგრამ ვერ წაგართვათ უკვდავება, რომელიც სიცოცხლეშივე დაიმკვიდრეთ. თქვენზე, როგორც სახელმწიფო მოღვაწეზე და ცნობილ მეცნიერზე, ქვეყნის ბედით შეჭირვებულ კაცზე, ვაჟკაცობის ეტალონზე, ბევრი ითქმება და დაიწერება, მაგრამ დღეს, გლოვის წუთებში, მხოლოდ თქვენს დიდ აფხაზობაზე მინდა საჯაროდ განვაცხადო.
დროდადრო, საქართველოში იბადებიან დიდი მამულიშვილები, რომლებიც ისტორიას შემორჩებიან, როგორც ქართულ-აფხაზური ერთიანი ისტორიული მომავლის მშენებლები. თქვენ ამ კოჰორტის გამორჩეული პიროვნება ბრძანდებოდით.
გარეშე ძალების, იმპერიულ ექსპანსიასა და ცრუპატრიოტ პოლიტიკოსთა ამბიციებს შეწირული ქართველთა და აფხაზთა გაუცხოების გამო ბევრი რამ გადაფასდა და ბევრმა ღირებულებამ ფასი დაკარგა. თურაშაულის პატრონები პანტას ვეძებდით ტყეში. უსამართლობის მძიმე განცდის მიუხედავად, თქვენ სიცოცხლის ბოლო წუთამდე შეუპოვრად და თავგანწირულად იცავდით ჭეშმარიტ აფხაზთა ისტორიულ ეროვნულ ღირებულებებს, ქართველთა და აფხაზთა ძუძუმტეობის ფენომენს. ვიდრე სხვები რევანშზე ოცნებობდნენ, თქვენ მშვიდობის მშენებელ თანამოაზრეებს კრებდით და აერთიანებდით ენგურს გაღმა-გამოღმა.
თქვენი სტრიქონების ერთ-ერთი პირველი მკითხველი მე გახლდით და ზოგიერთი ამონარიდის ხმამაღლა თქმის უფლებას მივცემ ჩემს თავს. თქვენ ბრძანებდით: "ვაპატიოთ ეს ომი ერთმანეთს, რათა არ განმეორდეს", "აფხაზთა და ქართველთა მეგობრობას, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან ბევრი მტერი ჰყავს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ", "ჩვენ გვჯერა, რომ წარსულის შეცდომების შეგნება არ უნდა ჰყოფდეს, არამედ აერთიანებდეს ჩვენს ხალხებს", "მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება", "გვეყოფა, ჩვენ უნდა დავიწყოთ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან. დავანებოთ თავი იმას, თუ ვისი ბრალია, ვინ როგორ და რანაირად მოიქცა, დავსხდეთ ქართველები და აფხაზები და ვისაუბროთ, ჩვენ შუამავალი არ გვჭირდება. ახლა არის ფსიქოლოგიურად შეცვლილი მდგომარეობა... ხალხი მზად არის იმისათვის, რომ ერთმანეთს შეხვდეს"...
ძვირფასო ბატონო ლორიკ, რამდენი რამის გაკეთება ვერ მოასწარით. თქვენი პრაგმატიზმი, თქვენი ნიჭი და გენი ქართველთა და აფხაზთა დიდ შერიგებას, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ მოემსახურა.
მჯერა, რომ უთუოდ მალე გაივლის ეს ტკივილიანი ჟამი, მაინც გათენდება გრძელი ღამე... და ჩვენს სამკვიდროში იმ ნანატრ დიდ სუფრას ენგურიდან ფსოუმდე გავშლით და თქვენი სული ამ დიდებულ ლხინს ზეციური საქართველოდან უთუოდ საპატიო თამადად მოევლინება. მოძმე აფხაზი ხალხი ეთნოისტორიულ სივრცეს არ დაკარგავს და უბიხების ბედს არ გაიზიარებს. თქვენ კი მადლიერი შთამომავლობა ძეგლს დაგიდგამთ, ქუჩებს და მოედნებს თქვენს სახელს მიაკუთვნებს.
ბატონო ლორიკ, თქვენ ქართულ-აფხაზური სახალხო დიპლომატიის მამამთავრად შეგრაცხავენ, თქვენი სახელობის პრემიები დაარსდება თბილისსა და სოხუმში, თქვენს სახელს დაარქმევენ ახალშობილებს.
გამიჭირდება უთქვენოდ ბატონო ლორიკ! ორმოცი წლის მანძილზე მე ბევრი რამ ვისწავლე თქვენგან.
უფალს შევთხოვ, მოგიტევოს ყოველივე შეცოდებანი და დაამკვიდროს თქვენი სული, სადაც მართალნი განისვენებენ.
სამშობლოს დიდო ჭირისუფალო, დაგვლოცეთ თქვენი ტრადიციული სადღეგრძელოთი და ლამაზი ხმით: "სადღეგრძელებელს, უდღეგრძელებელს და მადღეგრძელებელს გაუმარჯოს"...
მე კი თქვენით ყოველთვის ვიამაყებ.


ზურაბ ერქვანია, აფხაზეთის ექსპრემიერ-მინისტრი, გენერალ-მაიორი
თბილისი. 13 აგვისტო, 2010 წელი.

* *

ედუარდ შევარდნაძე ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა გამოჩენილი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე ლორიკ მარშანია და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს.

ედუარდ შევარდნაძე
თბილისი, 14.08.2010.

* *

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლორიკ ბესარიონის ძე მარშანიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

* *
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თვალსაჩინო პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ცნობილი ხელმძღვანელი მუშაკის, ჭეშმარიტი მამულიშვილის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს აგრარული აკადემიის აკადემიკოსის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის და მთელი რიგი მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის ლორიკ ბესარიონის ძე მარშანიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

* *
რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებით იუწყება ლორიკ ბესარიონის ძე მარშანიას გარდაცვალებას და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

* *
საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე აკადემიის აკადემიკოსი ლორიკ მარშანია და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

* *
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და სტუდენტობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი მეცნიერის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ქართველი და აფხაზი ხალხების ისტორიული ძმობისა და ერთობის ბურჯისა და მებაირახტრის, პროფესორ ლორიკ მარშანიას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

* *
აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ამ აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პირველი პრეზიდენტი, საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლორიკ მარშანია და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია

* *
ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი სამძიმარს უცხადებს მარშანიების ოჯახს ლორიკ ბესარიონის ძე მარშანიას გარდაცვალების გამო.fs17



კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
13
19
20
26
27
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი