მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2010-12-21
წლის საუკეთესო რომანი

საქართველოს მწერალთა კავშირის, გამომცემლობა "საქართველოს მაცნეს" და გამომცემლობა "პეგასის" მიერ გამოყოფილი ჟიურის გადაწყვეტილებით რევაზ მიშველაძის რომანი "ჩურჩულს გადაჩვეული კაცი" (გამომცემლობა "საქართველოს მაცნე", 2010) მიჩნეულ იქნა წლის საუკეთესო რომანად.
გადაწყვეტილებას, გარდა ჟიურის დასკვნისა, მხარს უმაგრებს მკითხველთა სოციოლოგიური გამოკითხვაც, რომელიც რუსთაველის პრემიის ლაურეატის რევაზ მიშველაძის რომანს ერთსულოვნად თვლის ეპოქის სოციალური ვითარების ობიექტურად ამსახველ ნაწარმოებად.
ჩვენი კორესპონდენტი შეხვდა ბატონ რევაზ მიშველაძეს და ერთადერთი კითხვა დაუსვა:
- ბატონო რევაზ, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი რომანის წარმატება.
- რა მოგახსენოთ. ოთხიოდე თვის წინათ გამოსული "ჩურჩულს გადაჩვეული კაცი" წარმოუდგენელი სისწრაფით გაიყიდა და პრესაში უკვე დაიბეჭდა მურმან თავდიშვილის, სოსო სიგუას, თენგიზ ჩხაიძისა და გიგა ლორთქიფანიძის დადებითი რეცენზიები. ვფიქრობ, მკითხველის ინტერესი იმან განაპირობა, რომ რომანი ჩვენს დღეებზე, მოვლენათა ცხელ კვალზეა დაწერილი. მკითხველს ვუამბობ საქართველოს ბოლო ოცწლეულის ცხოვრებაზე (ცხრა აპრილზე, ეროვნულ მოძრაობაზე, 1993 წლის და 2008 წლის ომებზე რუსეთის წინააღმდეგ...), ნაწარმოებში არის სიყვარულის დრამატული ისტორიაც და ჩაძინებული საქართველოს გაღვიძების ავტორისეული სურვილიც (ფინალი), ზოგი პერსონაჟი თავისი გვარითაა წარმოდგენილი, ზოგი კი იმგვარი მინიშნებით, მკითხველს ამოცნობა რომ არ გაუჭირდება.
ვფიქრობ, წიგნი სწრაფად იმიტომ გაიყიდა, რომ მკითხველები მასში თავიანთ თავს ეძებენ.

მედიანიუსი


















კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
13
19
20
26
27
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი