მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2010-01-07
როცა სამინისტროს მესვეურებს მეცხვარეობაზე წარმოდგენაც არა აქვთ! თუშური ცხვრის მოსპობის "არაბული მეთოდი" შეუფერხებლად მუშაობს
ისტორიულად თუში ხალხის ძირითადი სამეურნეო საქმიანობა იყო და არის მეცხვარეობა. მან დღემდე შეინარჩუნა მსოფლიოში ცნობილი ერთადერთი წმინდა თუშური ცხვრის ჯიში, რომლის ძვირფასი მატყლი, გუდის უგემრიელესი ყველი და ცხვრის სხვა პროდუქტები თუშებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაჰქონდათ.

მეცხვარეობა ძალზე ძნელი, თითქმის აუტანელი და ერთობ შრომატევადია, რადგან მეცხვარეები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან - ცხვარი საზაფხულო საძოვრებზე - თუშეთში გადაჰყავთ და აზაფხულებენ. მეცხვარეები ამ მანძილს, დაახლოებით 500 კილომეტრს, ფეხით საშუალოდ თვენახევარში გადიან. მათი სამუშაო დღე ოცდაოთხი საათით განისაზღვრება. და ამ მძიმე პირობების მიუხედავად, თუშმა ხალხმა შეუძლებელი შეძლო და წმინდა თუშური ცხვრის ჯიში მოსპობისაგან გადაარჩინა, დღემდე შემოგვინახა.

არადა, თუშეთში მეცხვარეობის განვითარების ისტორიის მანძილზე, წმინდა თუშური ცხვრის ჯიშის მოსპობის მრავალი მცდელობა იყო.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე თუშეთში ათიათასობით ცხვარი იყო, მაგრამ თუშეთის მდიდარი მეცხვარეები თავიანთ შემოსავალს სხვა წარმოებაში არ აბანდებდნენ, რათა ხელი შეეწყოთ ცხვრის შემდგომი მოშენებისა და მეურნეობის ამ დარგის განვითარებისთვის. იმპერიალისტურმა ომმა თუშეთის ეს ცხვარიც თითქმის გაანადგურა და მეცხვარეების მიერ ბანკებში შეტანილი კაპიტალიც გააქრო, მაგრამ თუშმა ხალხმა ეს უბედურებაც გადაიტანა და კვლავ დაიწყო თუშური ცხვრის მოშენება-გამრავლება...

რევოლუციამ და კოლექტივიზაციამაც ძალზე დიდი დაღი დაასვა მეცხვარეობის განვითარებას. არც შემდგომ ყოფილა დარგის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები - მცირდებოდა შირაქში საზამთრო სათიბ-საძოვარი სავარგულები, ბარში - ცხვრის საძოვარი და გადასარეკი "ტრასების" მიმდებარე ტერიტორიები, ასევე შირაქისა და თუშეთის სათიბ-საძოვარი სავარგული მიწის ფართობები, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში წმინდა თუშური ცხვრის მოშენება-გამრავლებისთვის იყენებდნენ.

არც თუ ისე დიდი ხანია, ეს ადგილები ნაკრძალების, ეროვნული პარკების, დაცული ლანდშაფტების და ტურისტული ბაზების მშენებლობის ადგილად იქცა. დღეს ეს ადგილები ძირითადად გამოყენებულია ამჟამინდელ "მეფეთა", სახელმწიფო მოხელეთა, ჩინოვნიკების და ბობოლების სანადიროდ და დასასვენებლად.

მკითხველს არ ეგონოს, თითქოს შირაქსა და თუშეთში ნაკრძალების, ეროვნული პარკების, დაცული ლანდშაფტების და ტურიზმის განვითარების წინააღმდეგი ვიყო, მაგრამ მათი გაფართოება-განვითარებით ხელი არ უნდა შეეშალოს წმინდა თუშური ცხვრის მოშენება-გამრავლებას, რისი ერთადერთი საშუალება ზამთრის და ზაფხულის სათიბ-საძოვარი მიწის ფართობების რაოდენობაა.

საქართველოში ბოლო დროს განხორციელებულმა სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციამ და ცხვრის კერძო საკუთრებაში ყოლამ დასაბამი მისცა თუშ ხალხს, დაეწყოთ მეცხვარეობის ხელახლა აღორძინება, მაგრამ ამის პარალელურად, არა მარტო წმინდა თუშური ცხვრის, არამედ თუშური გუდის ყველის მოსპობის ახალი, ალბათ ბოლო - არაბული ეტაპიც დაიწყო და წინა პირობებიც უკვე გამოიკვეთა: ბოლო ორი წელია, რაც არაბები დიდი რაოდენობით თუშურ ცხვარს ყიდულობენ, მაშინ, როდესაც საქართველოს ბაზრებში თუშური ცხვრის ხორცი სანთლით საძებნია, ხოლო თუ იყიდება, ისიც - მამასისხლად.

არადა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მესვეურთა აზრით, არაბების მიერ თუშური ცხვრის ასეთი დიდი რაოდენობით ყიდვას თურმე ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს თუში ხალხის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, თუშური "ცხვრის გაახალგაზრდავების" და მოშენება-გამრავლების თვალსაზრსითაც.

ეს რომ ასე იყოს, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ასეთ რომ არ არის?!

რატომ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ცხვარი ჰყავს თუშეთის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს. ამდენად, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამჟამად ცხვარი არ არის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ძირითადი საშუალება.

მეორეც, თურმე ცხვრის მასიური გაყიდვით თუშური "ცხვრის გაახალგაზრდავება" ხდება.

საინტერესოა, სამინისტროს მესვეურებმა საიდან მოიტანეს ტერმინი "ცხვრის გაახალგაზრდავება". ეს ტერმინი, თუში ხალხისა და თუშური ცხვრის არსებობის ისტორიის მანძილზე არავის სმენია და გაუგია.

ამიტომ, სამინისტროს მესვეურთა მიერ შემოგდებული ეს ტერმინი მიგვანიშნებს, რომ მათ საერთოდ წარმოდგენა არა აქვთ როგორც თუში ხალხის ისტორიაზე, ისე თუშური ცხვრის ბუნებაზე და, საერთოდ, მეცხვარეობაზე. ჩვენი აზრით, ეს არის მხოლოდ შირმა, რომელსაც თუშური ცხვრის თითქოს "გადარჩენა-გამრავლების და გაახალგაზრდავების კეთილმოსურნე" ადამიანები არიან ამოფარებული.

ისტორიულად თუშები წმინდა თუშური ცხვრის ჯიშის გამრავლება-გაუმჯობესებას ბუნებრივი შერჩევის, ე. წ. "წუნდებული ცხვრის გადარჩევის" მეთოდით ახერხებდნენ. ცხვრის პატრონები ყოველ შემოდგომას ცხვრიდან გადაარჩევდნენ ე. წ. "წუნდებულ ცხვარს" და დარჩენილს საზამთროდ დააყენებდნენ. წუნდებული ცხვრიდან ნაწილს საოჯახოდ იტოვებდნენ, ნაწილს კი ადგილობრივ, ბაზრებზე ყიდდნენ. ასევე თუშებს ტრადიციად ჰქონდათ, რომ ადრე გაზაფხულზე, შუა ზაფხულში და შემოდგომაზე ნამატი ცხვარი და ცხვრის ხორცი თბილისის ბაზრებში გაეყიდათ (თუშები არასდროს მასიურად და დიდი რაოდენობის ცხვარს არ ყიდდნენ). ბაზრების დახლები თუშური ცხვრის ხორცითა და თუშური გუდის ყველით იყო გაჯერებული. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

ორი წელია, რაც არაბები ძალიან ძვირად - 120 დოლარად - დიდძალ ცხვარს ყიდულობენ, რითაც ცხვრის რაოდენობა მკვეთრად მცირდება და, რაც ყველაზე ცუდია, ფულს დახარბებულმა თუში მეცხვარეების ერთმა ნაწილმა ორი წელია, შეწყვიტა ცხვრის წველა და თუშური გუდის ყველის კეთება. ცხადია, ეს უბედური სენი ყველა თუშ მეცხვარეს გადაედება და თუშური ყველის კეთება სამუდამოდ შეწყდება. ამ გზით დაიწყო თუში მეცხვარეების სამეურნეო საქმიანობის - ცხვრის წველისა და თუშური გუდის ყველის კეთების მაგიერ - "სახორცე მიმართულების მეცხვარეობის განვითარება", რის შედეგადაც თუშური ცხვრის რაოდენობა შემცირდება და ბოლოს მოისპობა.

მკითხველს არ ეგონოს, თითქოს იმის წინააღმდეგი ვიყო, რომ თუშმა მეცხვარეებმა თავიანთი ცხვრის მაღალ ფასებში გაყიდვით მეტი შემოსავალი მიიღონ და კარგად იცხოვრონ. არა, პირიქით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ცუდი და მიუღებელი ის არის, რომ ფულს დახარბებულმა მეცხვარეებმა შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს თავიანთი ცხვარი მთლიანად გაყიდონ. სწორედ ამ მოსალოდნელ საშიშროებაზე გვაქვს საუბარი და არა სხვა რამეზე.

შედეგი?! შეწყდება თუში ხალხის ბარიდან მთაში მიგრაცია, უპატრონოდ დარჩება და გავერანდება თუშეთისა და შირაქის სათიბ-საძოვარი მიწები, ისტორიის კუთვნილება გახდება წმინდა თუშური ცხვარი, თუშური ცხვრის გუდის ყველი, თუშური ცხვრის მატყლი, თუშური ცხვრის ყველის ჩოგი (გადაზელილი ყველი), ჩობან ჩაი, ცხვრის ხორცის ხინკალი, ცხვრისავე ხაში, თუშური ცხვრის მოხარშული ხორცი (ხაშლამა), თუშური ცხვრის ხორცის ყაურმა და ჩობან-ყაურმა, მთის მჟაუნით შენელებული ბატკნის ხორცის ჩაკაფული, ერბოში ამოვლებული თუშური ახალი უმარილო ყველის ხინკალი, კავკასიური დეკის ცეცხლის ალზე ნახური მწვადი და ყაღი, თუშური ცხვრის რძის უგემრიელესი ხაჭო (კალტი) და მაწონი (წველა); თუშური ცხვრის მატყლისგან მოქსოვილი მსოფლიოში ცნობილი ხალიჩები, ფარდაგი, ნაბადი, ხურჯინები, წინდები, ჩითები, ქუდი, ჩოხა-ახალუხი, თუშური ხატობა, თუშური დოღი, თუშური ცხენი, თუში მეცხვარის ძაღლი და ა. შ.

საკითხავია, ოდესმე დადგება ის დრო, როცა ქვეყნის ხელისუფალნი დაინტერესდებიან თუშური ცხვრის გადარჩენის ურთულესი პრობლემის გადაწყვეტით.

შოთა ყიზილაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თუშეთის მკვიდრი.



კალენდარი
ნოემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
14
15
21
22
24
28
29
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი