მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2011-02-23
სანთელი: მიხეილ ჩინჩალაძე

ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 98 წლის ასაკში გარდაიცვალა ახალგაზრდა თაობის ღირსეული აღმზრდელი, დიდი პედაგოგი, მრავალი მეცნიერული შრომის ავტორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი მიხეილ ივანეს ძე ჩინჩალაძე.
მიხეილ ჩინჩალაძე 1913 წლის 23 ივლისს დაიბადა ზემო იმერეთში, ქ. ჭიათურის რაიონის სოფ. ტყემლოვანაში. მიხეილის მშობლებს შვიდი ვაჟი ჰყავდათ, აქედან მიხეილის ერთ-ერთი ძმა - ვლადიმერი განათლების დარგის ცნობილი მუშაკი გახლდათ. მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, ბატონი მიხეილი დაუღალავი ენერგიით, შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1941 წელს.
1949 წელს ჩაირიცხა განათლების სამინისტროს პედაგოგიკის მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ასპირანტურაში აკადემიკოს ვარლამ თოფურიას ხელმძღვანელობით. მან ვადამდე ადრე ჩააბარა საკანდიდატო გამოცდები, დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. მალე იგი უფროს მეცნიერ-მუშაკად დაამტკიცეს.
1959 წლიდან ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების, პედაგოგიკისა და მეთოდიკათა ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს. მიენიჭა დოცენტის წოდება, შემდეგში კი ყოფილმა საბჭოთა უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ (ვაკიძ, მიხეილ ჩინჩალაძეს პროფესორის სამეცნიერო წოდება მიანიჭა.
არჩეული იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს, ფილოლოგიისა და პედაგოგიკის ფაკულტეტების საბჭოების წევრად, განათლების სამინისტროს დაწყებითი განათლების სასწავლო-მეთოდიკური საბჭოს თავმჯდომარედ, ჟურნალ "ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულ სკოლებში" სარედაქციო საბჭოს წევრად და სხვა.
1995 წლის ივნისში დაარსდა საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემია. მიხეილ ჩინჩალაძე ამ აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი აკადემიკოსი გახლდათ. იგი 250-ზე მეტი სამეცნიერო-მეთოდიკური ნაშრომისა და სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი იყო. დაჯილდოებული გახლდათ იაკობ გოგებაშვილის მედლით, ღირსების ორდენით, მრავალი სიგელით, "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.
ქართულმა საზოგადოებამ ბატონი მიხეილის 85 წლისთავის იუბილე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით აღნიშნა მის მშობლიურ სოფელ ტყემლოვანაში, სადაც მისი მისამართით უამრავი თბილი სიტყვა გამოითქვა.
ბატონი მიხეილი ბოლო წლები ფრთამოტეხილი დადიოდა, მან დაკარგა ღირსეული მეუღლე, ქ-ნი ბაბულიას სახით, თუმცა ხარობდა შვილებით - მედეათი და თამაზით, რძლით რუსუდანით, შვილიშვილით - მიხეილ ჩინჩალაძე უმცროსით, შვილთაშვილებით, მაგრამ დარდმა მაინც გატეხა.
ძნელია შეეგუო იმ აზრს, რომ ადამიანი, რომელიც შენს გვერდით ტრიალებდა, ფუსფუსებდა, შრომობდა, იღვწოდა, დღეს აღარაა. ვინ იცის, რამდენი უფიქრია, რამდენი უძილო ღამე გაუტარებია, რომ ახალგაზრდის გულის გასაღები ეპოვა და იქ სიკეთის თესლი დაეთესა. აკი მოიმკა კიდეც. დღეს მისი ოჯახის წევრები, კოლეგები, მეგობრები, აღზრდილები თავდახრილები, თვალცრემლიანები ყვავილებით მიაცილებენ სამუდამო სასუფევლისკენ, რაც ყველაზე დიდი ჯილდო და გვირგვინია მისი ამქვეყნიური ცხოვრებისა.
ბატონო მიხეილ, თქვენს სახელს დავიწყება არ უწერია, რადგან განუზომელი ღვაწლი მიგიძღოდათ ახალგაზრდა თაობების აღზრდაში, მათ ფორმირებაში; თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელსაც მორალური უფლება ჰქონდა წელში გამართული, გაბრწყინებული სახით ევლო საქართველოს მადლიან მიწაზე.
იძინე მშვიდად უბერებელო ბერმუხავ, თქვენ ვალმოხდილი მიბრძანდებით ამქვეყნიური ცხოვრებიდან.

კოლეგები, მეგობრები, აღზრდილებიlang1079



კალენდარი
დეკემბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
12
16
18
19
23
25
26
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი