მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2013-06-20
ჰიდროლოგიის მეტრი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში 1988 წლის მაისის თვეში აწ გარდაცვლილმა მსოფლიო დონის სწავლულებმა, აკადემიკოსებმა ცოტნე მირცხულავამ და გივი სვანიძემ გამაცნეს ჩვენი თანამემამულე, საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში უკვე ცნობილი პროფესორი ზურაბ კოპალიანი. აქედან იწყება ჩვენი თანამშრომლობა. ბატონ ზურაბს 2008 წლის ივნისის თვეში შევხვდი ქ. სანკტ-პეტერბურგში, მე-14 მსოფლიო კონფერენციაზე ,,ნატანების ტრანსპორტირება და სედიმენტაცია", ამას წინათ კი მაისში, ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ თბილისში, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში შეხვედრისას დეტალურად განვიხილეთ მომავალი ერთობლივი საგრანტო და სამეცნიერო თანამშრომლობის მიმართულებები, რომლებიც ჩვენი გათვლებით დიდ ეკოლოგიურ-ეკონომიკურ შედეგს მოუტანს ჩვენს ქვეყანას მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით.
პროფესორ ზურაბ კოპალიანს - რუსეთის სახელმწიფო ჰიდროლოგიური ინსტიტუტის (გგი) წამყვან ჰიდროლოგს, კალაპოტური პროცესების სფეროში სახელგანსმენილ სპეციალისტს, ინსტიტუტის კალაპოტური დეფორმაციების გაანგარიშებისა და პროგნოზების ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ახლახან 70 წელი შეუსრულდა.
მკვლევრის სამეცნიერო ინტერესების სფერო საკმაოდ ფართოა: მდინარეთა კალაპოტების მორფოლოგია და დინამიკა, კალაპოტური ტურბულენტობა, ჰიდრავლიკური წინაღობები, ჰიდრავლიკური მოდელირება, ფსკერული ნატანის ჩამონადენი, მდინარეთა კალაპოტებისა და ჭალების წყალსადინარებში ფორმირებული კატასტროფული ნაკადების საინჟინრო ნაგებობებთან ურთიერთქმედება, კალაპოტური პროცესების მონიტორინგი და სხვ.
ბატონი ზურაბი ამ მიმართულებებით 100-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორია.
გგი-სათვის კალაპოტური პროცესების კვლევაში ზ. კოპალიანის წვლილი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია ის ჩავთვალოთ ჰიდრომორფოლოგიური თეორიის თანაავტორად ამ დარგის დამფუძნებლებთან, პროფესორებთან - ი. პოპოვსა და ნ. კონდრატიევთან ერთად. საანგარიშო ფორმულების უმრავლესობა, რაც შეადგენს ჰიდრომორფოლოგიური თეორიის საინჟინრო ნაწილს (ფსკერული კვლების სიმაღლისა და მოძრაობის სიჩქარის, მდინარის კალაპოტის მეზოფორმების მოძრაობის სიჩქარის, ჰიდრავლიკური წინაღობებისა და სხვ.), დამუშავებულია უშუალოდ ზ. კოპალიანის მიერ. მიღებული შედეგები უკვე ჩართულია კალაპოტური პროცესების განყოფილების ისეთ ძირითად ნორმატიულ-მეთოდურ დოკუმენტებში, როგორიცაა "ბაიკალ-ამურის მაგისტრალის ზონის მდინარეებზე საინჟინრო ნაგებობების დაპროექტების დროს მდინარეთა კალაპოტების დეფორმაციების გათვალისწინების რეკომენდაციები", "მაგისტრალური მილსადენების (ნავთობგაზსადენების) წყალქვეშა გადასასვლელების ზონაში მდინარეთა კალაპოტებისა და წყალსატევების დეფორმაციების გაანგარიშება", რომლებიც ფართოდ გამოიყენება სამშენებლო დაპროექტების დროს.
არანაკლებად მნიშვნელოვანია მეცნიერის წვლილი კალაპოტური პროცესების თეორიის განვითარებაში; მას ახასიათებს დაუცხრომელი სწრაფვა მდინარეთა ჰიდრომორფოლოგიური თეორიიდან პრაქტიკული გამოყენებისკენ. მაგალითად, თეორიის ის ნაწილი, რომელიც ეხება მთის მდინარეების კალაპოტურ პროცესების თავისებურებებს, ძირითადად დამუშავებულია ზ. კოპალიანის მიერ.
უნიკალურია მისი წვლილი მსოფლიოს ექსპერიმენტული გეომორფოლოგიისათვის კალაპოტური პროცესების მოდელირების თეორიის განვითარებაში - გამრეცხ სივრცით ჰიდრავლიკურ მოდელებზე. ბატონი ზურაბის მრავალწლიანი გამოცდილება კალაპოტური პროცესების მოდელირებაში განხორციელდა ფუნდამენტურ მონოგრაფიაში "მდინარეთა ნაკადებისა და კალაპოტური პროცესის ექსპერიმენტული კვლევები და ჰიდრავლიკური მოდელირება", რომელიც დაიწერა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალბერტ კლავენის თანაავტორობით (2011 წ). მონოგრაფია წარმოადგენს ფუნდამენტურ სამეცნიერო ნაშრომს არა მარტო ჰიდრავლიკური მოდელირების, არამედ მთელი კალაპოტური პროცესების ჰიდრომორფოლოგიურ თეორიაში.
პროექტში "როსჰიდრომეტრიის დაწესებულებების და ორგანიზაციების მოდერნიზება და ახალი ტექნიკით აღჭურვა" (2006-2007 წლები) ზ. კოპალიანი იყო ჰიდროლოგიური ბლოკის დამუშავების ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი. სულ ახლახან, წლევანდელ ივნისში, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მონოგრაფიამ რუსეთის სახელწიფოს ჰიდროლოგიური კავშირის პრემია დაიმსახურა. ვულოცავთ ბატონ ზურაბს კიდევ ერთ წარმატებას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი საერთაშორისო დონეზე რუსეთის ჰიდროლოგიური მეცნიერების ნიშის გაზრდაში. 1988-1991 წლებში ის მუშაობდა იუნესკოს წყლის მეცნიერებათა განყოფილების კონსულტანტად პარიზში, 1996-2007 წლებში იყო აზიის რეგიონის მუშა ჯგუფის თავმჯდომარე ჰიდროლოგიის საკითხებში, კლიმატის ცვლილების მთავრობათშორისი ექსპერტთა ჯგუფის (მგ|იკ) წამყვანი ავტორი, მსოფლიო კლიმატური პროგრამის გლობალური ენერგეტიკული და წყალთა ექსპერიმენტის სამეცნიერო საკოორდინაციო საბჭოს (პუცუჩ) წევრი.
1996 წლიდან ზ. კოპალიანი იუნესკოს საერთაშორისო ჰიდროლოგიური პროგრამის რუსეთის ფედერაციის ეროვნული კომიტეტის (მგპ) წევრია, აგრეთვე - იუნესკოს ეროზიისა და სედიმენტაციის საერთაშორისო კვლევითი და სასწავლო ცენტრის (ოკესუთ - პეკინი, ჩინეთი), იუნესკოს წყლის სტიქიური უბედურებებისა და რისკების მართვის საკონსულტაციო საბჭოს წევრი (ცუკუბა, იაპონია).
2007 წელს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალბერტ გორი - კლიმატის გლობალური ცვლილების საკითხებთან დაკავშირებულ შრომათა ციკლისთვის დაჯილდოვდა ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში; ქართველი მკვლევარი აქტიურად მონაწილეობდა ამ ციკლზე მომუშავე მსოფლიო მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, რომელსაც გადაეცა შესაბამისი დიპლომი.
2008 წლის ივნისში, სანკტ-პეტერბურგში, გგი-ში ჩემი სტუმრობის დროს დავრწმუნდი, რომ კოლექტივში ზ. კოპალიანი სარგებლობს არაჩვეულებრივი სამეცნიერო ავტორიტეტით. მას ახასიათებს კეთილგანწყობა, თანამშრომლებთან ყურადღებიანი დამოკიდებულება, ოპტიმიზმი, პატიოსნება და წესიერება, ბატონი ზურაბი გახლავთ სანიმუშო ოჯახის უფროსი, ჰყავს ვაჟიშვილი ზურაბ კოპალიანი და შვილიშვილები ზურაბ და ანა კოპალიანები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლების სახელით ვულოცავთ ბატონ ზურაბ კოპალიანს 70 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ოჯახურ კეთილდღეობასა და ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას არა მარტო რუსეთში, არამედ მის მშობლიურ ქვეყანაში - საქართველოშიც.

გივი გავარდაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი













კალენდარი
დეკემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
15
16
22
23
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი