მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2013-07-03
ალექსანდრე ქურდაძე

სამეცნიერო და საინჟინრო საზოგადოებამ მძიმე დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე დავითის ძე ქურდაძე.
შეწყდა სახელოვანი მამულიშვილის სიცოცხლე, რომელმაც მთელი თავისი საქმიანობა მიუძღვნა ქვეყნის კვების მრეწველობის განვითარების უმნიშვნელოვანეს საქმეს.
დაიბადა 1930 წლის 15 მარტს, ქ. ხაშურში. ოქროს მედალზე სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტიუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, სადაც მიიღო ინჟინერ-მექანიკოსის განათლება.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სპეციალური საკონსტრუქტურო ბიუროს მთავარ კონსტრუქტორად, თბილისის #1 ღვინის ქარხნის მთავარ ინჟინრად, შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორის მოადგილედ, სამტრესტის მმართველის მოადგილედ, მეღვინეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ.
ბატონი ალექსანდრე, როგორც მეღვინეობის დარგში მეტად მაღალი კომპეტენციის სპეციალისტი, ტექნიკური დახმარების მიზნით ორი წელი იმყოფებოდა ბულგარეთში, სადაც მონაწილეობდა კვების მრეწველობის ორი საწარმოს მშენებლობა-გაშვების სამუშაოებში.
ალექსანდრე ქურდაძემ საყოველთაო აღიარება მოიპოვა, როგორც ნიჭიერმა გამომგონებელმა და რაციონალიზატორმა. 1967 წელს მას საქართველოს დამსახურებული გამომგონებლის, ხოლო 1988 წელს კი საბჭოთა კავშირის დამსახურებული გამომგონებლის წოდებები მიენიჭა. მიღებული აქვს საავტორო მოწმობა 96 გამოგონებაზე. მისი ერთ-ერთი გამოგონების ლიცენზია გაიყიდა იტალიაში და ფინეთში, ხოლო დაპატენტდა ესპანეთში და არგენტინაში.
1981 წელს ბატონი ალექსანდრე საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.
ალექსანდრე ქურდაძის, როგორც მეცნიერისა და გამორჩეული ინჟინრის საერთაშორისო აღიარებაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ 1996 წელს არჩეული იქნა საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად, ხოლო 1999 წელს ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
ათეული წლების მანძილზე ალექსანდრე ქურდაძე აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც არჩეულ იყო პროფესორის თანამდებობაზე. იგი 55 სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორის 3 სახელმძღვანელოსი.
ალექსანდრე ქურდაძის საქმიანობა განსაკუთრებულად გააქტიურდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ. თავისი განსაკუთრებული ორგანიზატორული და ინტელექტუალური უნარის მეშვეობით მან უაღრესად სასარგებლო იმპულსი შესძინა საბაზრო ეკონომიკის განვითარების პროცესს ქვეყნის მეღვინეობის დარგის მიმართულებით.
1998 წლის 18 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ალექსანდრე ქურდაძე დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მისი დაუღალავი შრომა აღნიშნულია სხვა მრავალი ორდენით, მედლითა და დიპლომით, რაც ბატონ ალექსანდრეს მრავალმხრივ და შინაარსიან შრომით საქმიანობაზე მეტყველებს.
პროფესორი ალექსანდრე ქურდაძე მეტად აქტიურ საქმიანობას ეწეოდა, როგორც საქართველოს საინჟინრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პრეზიდიუმის წევრი და აგროინჟინერიისა და მსუბუქი მრეწველობის აკადემიკოს-მდივანი.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ბატონი ალექსანდრე გამოაკლდა ფართო სამეცნიერო-საინჟინრო საზოგადოებას, სადაც მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ათეული წლების მანძილზე. მის აზრს, რჩევებს უდიდესი ყურადღებით იზიარებდნენ. წავიდა ჩვენგან განსაკუთრებული ცხოვრებისეული გამოცდილებითა და სიბრძნით დაჯილდოებული ერისკაცი, რომლის სახელი და საქმე არ წაიშლება საინჟინრო მეცნიერების ისტორიაში.
პროფესორი ალექსანდრე ქურდაძე წავიდა ჩვენგან როგორც ვალმოხდილი მამულიშვილი ერისა და ქვეყნის წინაშე, რომელსაც მან თავდადებით მიუძღვნა მთელი თავის ცხოვრება.
ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა.

საქართველოს საინჟინრო აკადემია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი



კალენდარი
დეკემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
15
16
22
23
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი