მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2013-08-07
პუტინთან შეხვედრა შორი პერსპექტივა არ არის...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ძალიან შორეულ პერსპექტივად არ მიიჩნევს, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს.
პრემიერის შეფასებით, მოკლე დროში რისი მიღწევაც შეიძლებოდა რუსეთთან ურთიერთობაში, უკვე მიღწეულია - კერძოდ, აღდგა სავაჭრო ურთიერთობები, რომელთა გაღრმავება და გაფართოება შესაძლებელია.
- ვფიქრობ, რომ რეალისტურად რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, იქნება მუდმივი ავიარეისების აღდგენა. შესაძლოა, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმი გამარტივდეს ან საერთოდ გაუქმდეს. რაც შეეხება შორეულ პერსპექტივას, იმას, რისკენაც ჩვენ ვისწრაფვით და რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, ჩემი აზრით, დასჭირდება უფრო მეტი დრო. ჩვენ უნდა დავალაგოთ და აღვადგინოთ ის მეგობრული ურთიერთობები, რაც გვქონდა რუსეთთან. ამას ხანგრძლივი დრო დასჭირდება, თუმცა ჩვენ აუცილებლად დავალაგებთ ურთიერთობებს, - აცხადებს პრემიერი.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდასაც მიესალმება. პრემიერი ამ ფაქტს ნოსტალგიას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთი უყვარს.
კითხვაზე, როდის შედგება მისი და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამას სჭირდება უფრო მეტი პოზიტივი, ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტი გათელვა. ამას სჭირდება დრო, თუმცა ჩვენი მხრიდან ამის მზაობა და სურვილი არსებობს, - აცხადებს პრემიერი.
ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან საზღვრის გადმოწევის ფაქტებს ძირითადად ოლიმპიადას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ამის გამო რუსეთი აღელვებულია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ ორმხრივი ურთიერთობა პოზიტიური და კონსტრუქციული გახდება.
ჟურნალისტის კითხვას, გამოიყენება თუ არა აფხაზეთი, როგორც ბუფერული ზონა რუსეთთან ურთიერთობაში, ივანიშვილი აცხადებს, რუსეთთან ურთიერთობაში არანაირი ბუფერი არ გვჭირდება. რაც შეეხება აფხაზეთს, ერთადერთი გზა არის მეგობრული, ძმური ურთიერთობა. არც ერთ შემთხვევაში, საუბრის დონეზეც კი ძალა ნახსენები არ უნდა იყოს. ამისთვის ჩვენ სამართლებრივი, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ და გავუჩინოთ მათ ჩვენთან თანაცხოვრების ინტერესი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ "ამერიკის ხმის" მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელმა ჯეიმს ბრუკმა ურეკის რეზიდენციაში ჩაწერა.












კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
15
16
22
23
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი