მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2013-08-07
გიორგი გაჩეჩილაძის პროტესტი

როგორც დეპუტატი აცხადებს, უმრავლესობის შემადგენლობაში რჩება, "ყოველ შემთხვევაში ეს ასე იქნება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია კოალიციაში".
გაჩეჩილაძის პროტესტი პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებებმა გამოიწვია, რომელიც მის პარტიას არ ეხება.
"ნორმალური ორგანიზაცია ალბათ მიიღებდა გადაწყვეტილებას, დატოვოს გუნდი, რომელშიც მოღვაწეობს, მაგრამ უმრავლესობიდან "მწვანეთა პარტიის" გასვლა სერიოზულ პრობლემას შეუქმნის სახელმწიფოს საგარეო არენაზე, განსაკუთრებით ევროპის პარლამენტში, ასევე, ამ გუნდში წარმოდგენილი არიან ჩვენთვის საყვარელი და საპატივცემლო ადამიანები და არსებობს კაცი - ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და არ შემიძლია მას ვუღალატო, ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას უმრავლესობიდან გასვლის შესახებ, ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე, ვიდრე ივანიშვილია პოლიტიკაში. ვიღებ გადაწყვეტილებას, უმრავლესობის და ფრაქციის სხდომას არ დავესწრო. ასეთი დამოკიდებულება გუნდის შიგნით მიუღებელია და თუ ვინმემ დაგეგმა, რომ "სოციალ-დემოკრატიული პარტია" და "მწვანეთა პარტია" უნდა გაქრნენ, ამაზე ნურც იოცნებებთ!" - მიმართა გაჩეჩილაძემ გუნდის წევრებს.
ცნობისთვის, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" მოქმედი კანონით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ის პარტია, რომელმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში გადალახა 4(-იანი ბარიერი ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში - 3(-იანი ბარიერი. საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ბოლო ცვლილებებით, საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში ბარიერი შემცირებულია.
თავის მხრივ, საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნება" ექვსმა პოლიტიკურმა სუბიექტმა დააფუძნა. კოალიციის ფარგლებში პარლამენტში გავიდნენ თავად გია გაჩეჩილაძე და გია ჟორჟოლიანი, თუმცა მათი პარტიები - "მწვანეთა პარტია" და "სოციალ-დემოკრატიული პარტია" ბლოკის დამფუძნებლები არ არიან და, შესაბამისად, არც საბიუჯეტო დაფინანსება ეკუთვნით.












კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
15
16
22
23
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი