მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2013-08-07
მართლა მიდიხართ. ?

სად მიდიხართ.
რატომ მიდიხართ.
კიდევ ერთი ღია წერილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრსბატონო ბიძინა,
გამოჩენილი იტალიელი მწერალი უმბერტო ეკო ყველა ამქვეყნიურ უბედურებას, მეტწილად, იმით ხსნის, რომ პოლიტიკოსები არაფერს კითხულობენ.
უმთავრესად, რის წაკითხვას ურჩევდითო, - ჰკითხეს.
ყველაზე აუცილებელი და სავალდებულო ბიბლიააო, - უპასუხა და, იქვე, ჯორჯ ბუში-უმცროსის წარუმატებლობა იმით ახსნა, რომ ბიბლია ცუდად ჰქონდა წაკითხული.
ბუნებრივია, არ ვიცი, რამდენად ხშირად და კარგად კითხულობთ საღვთო წიგნს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ამჟამად ამისთვის ძნელად თუ მოიცლით. ამიტომ ახალი აღთქმის ერთ ადგილს გაგახსენებთ
"4. სადაც მე მივდივარ, გზა იცით.
5.თომამ უთხრა: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ და გზა როგორღა გვეცოდინება." (იოან.14):
მჯერა, ადვილად მიხვდებით, მაინცდამაინც ეს ადგილი რატომაც გაგახსენეთ.
თომასა და სხვა მოწაფეებს რა უჭირდათ - გზასა და ჭეშმარიტებას თვითონ უფალი აჩვენებდათ, მაგრამ თქვენს თანაგუნდელებს რა ეშველებათ, მათ ხომ არც ის იციან, თქვენ სად მიდიხართ და არც ის, თვითონ, უთქვენოდ, საით უნდა წავიდნენ...
მართალია, ,,ნაციონალების" მეხოტბე (რა საოცარია: ასეთები კიდევ შემორჩნენ.!ძ ნათია მეგრელიშვილივით არ ვფიქრობ, რომ ეს დაბნეული და მშიშარა ადამიანების გუნდია (ყოველ შემთხვევაში, თეა წულუკიანსა და კახა კალაძეზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით), მაგრამ არც ისეთი ღრმად მორწმუნენი ჩანან, იმავე იოანეს სახარების მიხედვით, უფლის ეს სიტყვები მათზეც რომ გავრცელდეს: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, ისიც გააკეთებს."
ბატონო ბიძინა, მართლა მიდიხართ.
სად მიდიხართ.
სამოქალაქო საზოგადოებაში.
რომელ სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელიც არ არსებობს.!
ნუთუ იქ, სადაც "ნაციონალთა" (რა სიტყვა წარყვნეს.! - ეროვნულის სინონიმად აღარც გამოდგებაძ განთქმული იდეოლოგი რამიშვილი საეჭვოდ გატრუნულა და საიდანაც უმეცარი თუთბერიძე ნერვებს გვიწეწავს.!
იმათი კოლეგა უნდა გახდეთ.!
ჩვენ - ხალხს, ერს - სად გვტოვებთ.
ვის ხელში გვტოვებთ.
რა უფლებით გვტოვებთ.
ბატონო ბიძინა, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე და ჟურნალისტურ საქმიანობას შევუდექი, თქვენამდე, ოთხგვარი ხელისუფლება გამოვიარე: კომუნისტური, ეროვნული, კომუნისტურ-მხედრიონული და ნეობოლშევიკური. ბოლო ორის ხელში, იმ გაზეთის - "თბილისის" - რედაქტორი ვიყავი, სახელმწიფო რომ აფინანსებდა და არც ერთი ხელისუფალის მიმართ მაამებელი სიტყვა არ დამცდენია. თვით ზვიად გამსახურდიაზეც კი, ვისაც სამუდამოდ ვეთაყვანები, ვიდრე პრეზიდენტი იყო, საქებარი სიტყვა არ დამიწერია. მხოლოდ თქვენ შეგხვდით აღტაცებით და, ვინაიდან ჩემი (თბილისელების!ძ გაზეთი ნეობოლშევიკთა მიერ კარგა ხნის დახურული იყო, სიხარული "საქართველოს რესპუბლიკისა" და "რეზონანსის" ფურცლებზე გამოვხატე. პირველი ოქტომბერი იმდენად მახარებდა, რომ (ახლა ვფიქრობძ ზომასაც გადავედი და დავწერე, ნეტავი ამ დროს ანა და მუხრანი მოსწრებოდნენ, ისინი ხომ, უფლის ნებით, დიდი კაცის, ერის გადამრჩენელის გამოჩენას ელოდნენ და ლექსად წინასწარმეტყველებდნენ-მეთქი.
მუხრანი:
"წუთისოფელი ამნაირად იმიტომ მიდის, კარგა ხანია, კაცი არ ჩანს ნამდვილად დიდი. წესი და რიგი, ყოველივე, რაც კია ირგვლივ, მყის შეიცვლება, გამოჩნდება როგორც კი იგი..."
ანა:
"გადაიწურავ ნურც ახლა იმედს, არსება შენი ღმერთმა ინება, ის მოვა ისევ, მოგეახლება, შენს ბედკრულ გზაზე მოგევლინება..."
დიდი პოეტები ხომ იმისთვის არსებობენ, ერი სასოწარკვეთილებისაგან რომ იხსნან!
და, აი, ასრულდა მათი წინასწარმეტყველება და შეიცვალა წესი და რიგი, ყოველივე, რაც იყო ირგვლივ-მეთქი.
არ მინდა, წლების შემდეგ, ამ სიტყვების შემრცხვეს.
თუ წახვალთ, შემრცხვება.
ბოლო დროს, ხშირად იხსენებენ იმ ფაქტს, ვითომცდა სადმე წამსვლელ შევარდნაძეს რომ დაუჩოქეს.
არ მინდა, შევარდნაძეს რაიმეთი ჰგავდეთ (ფუი ეშმაკს! შევარდნაძე იყოს და სარიშვილი ყოველთვის გამოჩნდება.!).
არ მინდა, უღალატოთ თქვენს მთავარ პიროვნულ ღირსებას, რის გამოც ხალხი გენდოთ და გამოგყვათ - გულწრფელობას.
ხალხი.
ხალხმა მეტი რაღა ქნას - გაუგონარ მოთმინებას იჩენს, სწორედ და კონკრეტულად თქვენი ხათრით, რადგან ნეობოლშევიკური ხელისუფლება მოაშორეთ.
თანაც რამდენ რამეს ითმენს:
ითმენს იმას, რომ სამართლიანობის აღდგენა ასე ჭიანურდება;
ითმენს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა", წესით, უკვე გასამართლებული რომ უნდა იყოს, კვლავ "მთავარი ოპოზიციური პარტიის" როლში გვევლინება და საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატიც ჰყავს თანაც, პრაიმერიზით გამოვლენილი (ეს ხომ, ერთდროულად, სასაცილოც არის და სატირალიც);
ითმენს იმას, რომ თვით გივი თარგამაძეც კი დიდ გულზეა და "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაზე ლაპარაკს ბედავს;
ითმენს იმას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები, სამი-ოთხი წლის განმავლობაში, კვლავ უძრაობის ხანაში რჩებიან და სამართლიან კონკურსებზე მეოცნებე ღირსეულმა სწავლულებმა კიდევ ამდენ ხანს უნდა მოიცადონ, უსამართლოდ არჩეულებმა კი, თურმე, ,,ვადა ბოლომდე უნდა ჩაამთავრონ"...
და კიდევ რამდენს ითმენს ხალხი, ოღონდ, ქვეყანას, თქვენი წინამძღოლობით რაიმე ეშველოს.
თქვენ კი წასვლაზე ფიქრობთ.!
ამის უფლება ნამდვილად არა გაქვთ.
ჩვენი მრავალტანჯული ხალხი ყველაფერს გაპატიებთ ამის გარდა. ალბათ, იმასაც გაპატიებთ, საპრეზიდენტო კანდიდატი მისი გულისთქმის მიუყურადებლად რომ შეარჩიეთ. შესაძლოა, ამ არჩევანმა გაამართლოს კიდეც, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი თქვენი მხურვალე მხარდამჭერი ჩააგდეთ საგონებელში. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ: თქვენი კანდიდატი, თქვენი კანდიდატი რომ არ იყოს, რამდენ ხმას მოიპოვებდა.
თქვენ პრეზიდენტად არ ისურვეთ არისტოკრატიულად ურჩი ქალბატონი, ვისთვისაც სამშობლო უმთავრესი ღირებულებაა, სამაგიეროდ, გამარჯვების შანსი გაუზარდეთ მეორე ქალბატონს, შაშიაშვილის "თეთრი თეორიებისა" ცოტას თუ სჯერა, მაგრამ ბევრი დაფიქრდა იმის ალბათობაზე, რომ შესაძლოა, იძულებული გახდეთ, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინოთ.
არ ვიცი, კიდევ შეიძლება თუ არა რაიმეს შეცვლა, მაგრამ, თქვენს ადგილზე, ამაზე აუცილებლად ვიფიქრებდი.
თქვენ კი სულ სხვა რამეზე ფიქრობთ.
შესაძლოა, ზოგიერთებმა იმედი გაგიცრუეს, გულიც გატკინეს, ბევრ რამეზე გულიც გაგიტყდათ, მაგრამ ამის მიზეზი საკუთარ თავშიც მოძებნეთ, თქვენს საკადრო პოლიტიკასა და შერჩევის კრიტერიუმებსაც გადახედეთ. კარგად მიმოიხედეთ ირგვლივ - უამრავი ღირსეული პროფესიონალი ჩრდილშია. თქვენი მრჩევლები, სამწუხაროდ, მათ მისამართს არ მიგასწავლიან. სხვა გზით მოძებნეთ და გამოიყენეთ ისინი. არ გესწავლებათ: პროფესიონალიზმი ერთგულებასაც გულისხმობს.
ვიდრე სამშობლოსა და ერის წინაშე მართალი, ანუ გულწრფელი იქნებით, მჯერა, უფლის წყალობა არ მოგაკლდებათ და თქვენზე აუცილებლად ახდება სახარებისეული სიტყვები: "ნუ შეკრთება თქვენი გული, იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე... ვისაც მე ვწამვარ, საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, ისიც გააკეთებს."
ნურავის მოეჩვენება ეს გადაჭარბებად და მკრეხელობად: სამშობლოს სამსახური ხომ ღვთიური საქმეა.















ავტორი:  იოსებ ჭუმბურიძე


კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
15
16
22
23
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი