მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2013-08-07
დაუსრულებელი სილამაზის ნიჭი: ნოდარ დუმბაძე - 85

"მეც გურული, შენც გურული, რე-ე-ერო-ო", - წამოიწყო ილარიონმა სიმღერა, მხრებზე ხელი მომხვია და ასე ბარბაცით დავტოვეთ მამონტი წვერავას სახლი"...
ნოდარ დუმბაძექართველი ბატონიშვილი, ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი კოტეტიშვილი ასე აგვიწერს გურულებს: "...გურული ჩქარ-ჩქარა მოლაპარაკეა, ერთობ სწრაფია მოძრაობებში, საქმეში, პირუთვნელობის მოყვარულია; გურულები უცებ ბრაზდებიან, თუმცა მალევე წყნარდებიან; ჭკვიანები, მოძრავნი არიან და ელტვიან განათლებას"; და კიდევ, ქართველი ხალხის ყველა განშტოებიდან გურულები აღიარებული ხუმარები და ენაკვიმატები გახლავან.
ნოდარ დუმბაძის წიგნებში გურულ მითზე ისინი წერდნენ, ვისაც ეთნოსების სიფაქიზეები ესმით საქართველოს ამ გამოჩენილი შვილის გამაერთიანებელ როლზე ლიტერატურასა და საზოგადოებაში. ვაი, რომ, თანდათან დაივიწყეს. არადა, ყველა საბჭოთა კლასიკოს-პროზაიკოსს შორის სწორედ ნ. დუმბაძე არ მისცემია დავიწყებას.
ცოტა სხვაგვარადაა საქმე პოეტებთან. სიმღერა "წეროები" გამზატოვის ლექსზე აქამდე გაისმის პოპსით დანაგვიანებულ ეთერში და ცრემლებსაც გვგვრის, დიდ ავარელს ძეგლიც უდგას მოსკოვის ცენტრში. კულიევიც ახსოვთ, კუგულტინოვიც, მუსტაი ქარიმიც. პოეზიას ასე სჩვევია, დიდხანს რჩება მეხსიერებაში, თუნდაც პასიურ მარაგად, მაგრამ რომანის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" მიხედვით დადგმული სპექტაკლი დღემდე არ სცილდება სცენას და ანშლაგებით მიდის. რაშია საიდუმლო. თითქოსდა არანაირი სიუჟეტიც არ კრთება, არცთუ იდეალური ბიჭის დღიურია - ეგ ბიჭი ჭაჭასაც ყლურწავს, თამბაქოსაც ეწევა, მაგარ სიტყვებსაც ისვრის. დანარჩენი გმირებიც, პირდაპირ ვთქვათ, უზადო ყოფაქცევით როდი გამოირჩევიან. კი, განუმეორებელი კოლორიტიც გიზიდავს, ატმოსფეროც, ოღონდ ეროვნული საწყისი ნ. დუმბაძესთან ყოველთვის ადის, - თანაც სრულიად ძალდაუტანებლად - გლობალური განზოგადების დონეზე, თანაც სულისკვეთებით "ყველა ადამიანი ერთმანეთის ძმაა". მის გურულ მითში ბუნებაც ტოლძალოვანი პერსონაჟია, თუ სულაც მთავარი არა; როგორც კრიტიკოსი მ. სვერდლოვი წერდა, "გურული კაცი იმდენად მჭიდრო კავშირშია ბუნებასთან, რომ თვით სიკვდილსაც არ ძალუძს ამ კავშირის დარღვევა".
მართლაცდა! ზურიკოს ემუსაიფება ძაღლი მურადა - ყოველ შემთხვევაში, მათ ჩინებულად ესმით ერთიმეორისა. ბებიაზე კი ზურიკო ამბობს: "არ არსებობს ქალი გურიაში, რომელსაც უკეთესი წყევლა შეეძლოს, ვიდრე ჩემს ბებიას, მაგრამ მე მისი წყევლის არ მეშინია, რადგან ერთხელ წამოსცდა: - ნუ გეშინია, ბებია, როდესაც გწყევლი, ჩემი ძუძუები გლოცავენო".
ნ. დუმბაძე მწერალია, რომელიც რაღაცნაირ ბავშვურ, აბსოლუტურ ნდობას იწვევს. ეს ეგებ მისი შემოქმედების ყველაზე ძლიერი მხარეა. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ამ მწერალმა შენ მოგატყუოს ან გიღალატოს. არადა, თანამედროვე ლიტერატურა, სწორედ რომ, გამუდმებით იწვევს ფანდის, ღალატის შეგრძნებას! ფხიზლად უნდა იყო, რომ ამა თუ იმ "ნოვატორმა" არ აგწაპნოს, შენში რაც საუკეთესოა, პროვოცირება არ მოუწყოს შენში უარესს.
ასეთ აბსოლუტურ ნდობას ემყარება საერთოდ ლიტერატურული კლასიკა და კერძოდ - საბჭოური ეროვნული; როცა ჩინგიზ აიტმატოვი და ფაზილ ისკანდერი, იონ დრუცე და იური რიტხეუ გადაგვიშლიდნენ თავიანთი ხალხების ფსიქოლოგიას, ყოფასა და კულტურას, ჩვენში იწვევდნენ თანამონაწილეობის, განუყოფლობისა და სწორედ იმ დოსტოევსკური "ყოვლადკაცურის" გრძნობას. ეგ მისთვის, რომ იმათი წიგნები არ იყო ყოფა-ცხოვრების აღწერა-საუკეთესოებში ამოიცნობოდა, როგორც ვირგილიუსი იტყოდა, "ნივთების მიზეზთა განცდას"; ამიტომაც გადაიქცეოდა ეთნოგრაფია ისტორიად, ფსიქოლოგია კი - ადამიანთმცოდნეობად; ხოლო რამდენადაც ჩვენ ერთიან სახელმწიფო სივრცეში ვცხოვრობდით "შუღლების დავიწყებით", იმდენადაც, ბუნებრივია, მეზობლებზე გვსურდა მეტის შეტყობა; აკი გეუბნება ნ. დუმბაძის რომანის "მარადისობის კანონის" პერსონაჟი ბაჩანა: "ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა ჩავჭიდოთ, ჩვენს სულებს რომ გაუკვდავებაში მივეხმაროთ".
ერთი გასაოცარი თვისებაც ჰქონდა მწერალს: არასოდეს არ გაუსამართლებია თავისი გმირები - ის გამოსახავდა მათ. უეჭველად ამიტომაა, რომ ნ. დუმბაძის ნაწარმოებები ასე იოლად ითარგმნება ვიზუალურ ენებზე - კინოსა და თეატრისა. იგი თვითონ გახლდათ თავისი წიგნების პერსონაჟი. ნ. დუმბაძის ხუმრობები ერთიდან მეორეს გადაეცემოდა. იმერეთის სოფელში მისთვის მიწერილი მრავალი ბარათიდან ერთი წაიკითხეს - სოლიკამსკელი მასწავლებელი ქალისაგან, გვარად სკორობოგატოვა: "ძვირფასო ნოდარ ვლადიმერის ძევ! თქვენმა რომანმა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ჩვენს სახლში სინათლე და სითბო შემოიტანა"... ნ. დუმბაძემ ეგრევე დააჯახა: "ნაღდად შეშა არ ჰქონიათ, ღუმელი ჩემი წიგნით დაანთესო"...
უფრო მეტიც: მწერლის თანამემამულეთა ცხოვრება კვლავაც მის წიგნებს ემსგავსება. მაგალითი: გურიის სოფელ ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში ფანჯრიდან გადამძვრალმა ვიღაცამ მისი ნაქონი იარაღი მოიპარა - იაფფასიანი ორლულიანი თოფი. თუმცა, ქურდმა მალევე მოინანია და მიანიშნა კიდევაც დანაკარგის შენახვის ადგილი - მიტოვებული საკოლმეურნეო შენობა. რითი არ არის ეს ეპიზოდი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან".
ნოდარ ვლადიმერის ძემ ძალიან ზუსტ ფორმულას მიაგნო თავისი შემოქმედებისათვის: "იმ სივრცეს, სადაც მე დავიბადე, ახასიათებს სიცოცხლის ნიჭი და დაუსრულებელი სიხარულის ნიჭი. ნიუანსების მოზაიკა მის ნაწარმოებებში საოცრად მთლიან სურათად წარმოდგება, გმირების პირადი გულისხმიერება ბრუნდება სიკეთის ფილოსოფიურ და რელიგიურ კატეგორიად; და ეს ყველაფერი - ყოველგვარი დაძაბვისა და დამრიგებლურობის გარეშე. სკოლის დირექტორი, სიმწიფის ატესტატის გადაცემისას, ასე მოძღვრავს კურსდამთავრებულთ: "დღეიდან დამოუკიდებელი ხალხი ხართ, სკოლამ რაც შეეძლო, მოგცათ და გაგიკეთათ, აწი როგორც გინდათ, ისე მოიქეცით, თუნდაც კისერი გიტეხიათ!"
"მე გავაუქმე მთავარი გმირი!" - ოხუნჯობდა მწერალი. დიახ, მისი მთავარი გმირები იყვნენ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები: სიკეთე, მეგობრობა, სიყვარული, მოთმინება. ეს ყველაფერი შეფერადებულია მსუბუქი ირონიით, ჭეშმარიტად ქართული მოხდენილობითა და კეთილშობილებით, გაბრწყინებულია შინაგანი თავისუფლებითა და მშვენიერებით. ამ ფონზე იმათი ანტიპოდები - ბოროტება, გამცემლობა, შეუწყნარებლობა დასანან შეუსაბამობებად გვესახება.
დაბოლოს, ერთ-ერთი გავიხსენოთ ნოდარ დუმბაძის ცხოვრების მრავალრიცხოვანი ისტორიიდან, უბრალოდ, როგორც პორტრეტის შტრიხი. საქართველოში ალექსანდრე ტვარდოვსკი ჩამოვიდა. დიდ პოეტს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებდა, საქმეები ძალიან ცუდად მიუდიოდა და განწყობილებაც შესაბამისი ჰქონდა. ჰოდა, ნოდარ ვლადიმერის ძემ საჩუქარი გაუკეთა: შემწვარი თიკანი მიართვა, რომლის შიგნით იდო შებრაწული გოჭი, გოჭის შიგნით - ქათამი, ქათმის შიგნით - კვერცხი. ის ძვირფას სტუმართან ძღვნითა და ამგვარი თქმით მივიდა: "გარეგნულს ნუ გამოეკიდები, იმაზე იფიქრე, რაც შიგნითაა". თავადაც ასე ცხოვრობდა; და ღმერთმა ჩვენც გვაცხოვროს ასე, იმ ყველაფრის დაძლევით, რაც დღეს პოლიტიკოსთა მიზეზით მოძმე ხალხებს ჰყოფთ...

გიორგი სემიკინი,
31 ივლისი-6 აგვისტო

მოამზადა თამაზ ებანოიძემ












კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
15
16
22
23
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი