მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2013-08-15
წინასაარჩევნო შეხვედრა გორში

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები გორში გამართა. გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა პრეზიდენტობის კანდიდატმა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, მთავარ სპორტულ მოედანზე ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართა.
გიორგი მარგველაშვილთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელიც ამჟამად შვებულებაშია და შეხვედრას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის რანგში ესწრებოდა.
პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო. ასევე ესტუმრა ერთ-ერთი ადგილობრივის ვალერიან სუხიაშვილის ოჯახს.
- ჩვენ მოვისმინეთ ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს. როგორც გვითხრეს, სოფელში გადაიწვა წყლის საქაჩი სისტემა და მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივები გეგმავენ რა სჭირდება სოფელს და არა რომელიმე მინისტრი. ეს არის დემოკრატიის რეალური დასაწყისი, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ნოდარ ხადურმა კი აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ გავეცანით მათ პრობლემებს. ეს არის სასმელი და სარწყავი წყალი. მთავრობას დაწყებული აქვს ამ პრობლემების მოგვარება და ამ თემაზე მუშაობს.
მეჯვრისხევის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ნოდარ ხადური სოფელ ვარიანს ეწვივნენ. დაათვალიერეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, შეხვდნენ ადგილობრივებს და მათი პრობლემები მოისმინეს.
გუშინვე "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გორის ცენტრში, თეატრთან მოსახლეობას სიტყვით მიმართა.




კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
15
16
22
23
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი