მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2013-08-15
რთველი დედოფლისწყაროდან დაიწყება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს "რთველი 2013" ფარგლებში მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები და სამინისტროს პროგრამები გააცნეს.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა განაცხადა, წლევანდელ სეზონზე 150 000-მდე ტონა ყურძნის მოსავალი იქნება.
შალვა ფიფიას თქმით, ფერმერებისგან ყურძენს 80-მდე საწარმო ჩაიბარებს, რომელთა დიდი ნაწილი ტექნიკურად გადაიარაღებულია.
რაც შეეხება ფასს, როგორც მინისტრმა განმარტა, სახელმწიფო ყურძნის საფასურს არ დააწესებს და 1 კილოგრამი ყურძნის ფასს ბაზარი დაარეგულირებს, თუმცა, თუ მეწარმე 1 ლარად, ან 1 ლარზე მეტ ფასად შეისყიდის კილოგრამ ყურძენს, მაშინ სახელმწიფო პირდაპირი დახმარების წესით შესაბამისი თანხებით უზრუნველყოფს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, შეღავათიანი აგროსესხების პროექტს დაემატება მეხუთე კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც გაიცემა შეღავათიანი სესხები ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის. 15-თვიანი სესხი 12-დან 15(-მდე, აქედან 9(-ს დაფარავს სახელმწიფო. სუბსიდიის ბიუჯეტი კი 25 მილიონი ლარით განისაზღვრა.
ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან დავითაშვილის განცხადებით, "რთველი 2013" წარმატებით რომ ჩატარდეს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ინტენსიურად მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, ღვინის ასოციაციის გამგეობის წევრებთან, გლეხებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან.
"რთველი 2013"-ის ორგანიზებულად ჩასატარებლად უკვე შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს, შტაბის წევრები იქნებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
ამოქმედდება ცხელი ხაზი: 5 77 08 04 17; 5 77 08 04 19. ხოლო გურჯაანში იქნება სპეციალური შტაბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ღვინის მიმღებ და ჩამბარებელ კომპანიებს.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რთველი დაიწყება აგვისტოს ბოლოს დედოფლისწყაროს სოფლებიდან, ხოლო 10 სექტემბრიდან რთველში ჩაერთვებიან ჯერ სიღნაღის, შემდეგ კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები.












კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
15
16
22
23
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი