მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2013-08-15
მე პატრული მისთვის მინდა...

ეპიზოდი, რომელიც უნდა მოგითხროთ, ჩვენი ყოფის უსიამოვნო თანამგზავრია და უთუოდ ბევრისთვის ნაცნობი სურათი იქნება.
დიღმის მასივში ერთ-ერთ "ხრუშჩოვულ" კორპუსში ვცხოვრობ. უკან, სამი კორპუსით გარემოცული, სპორტული მოედანია, რომელსაც ერთი უბრალო, შემოფიცრულ-გადახურული და სკამებიანი "სათათბირო" ახლავს, მავანთა სისტემატური შეკრების ადგილი. სწორედ ეს ადგილი გვექცა უბნის ბინადართ ჭირად - 12 საათამდე კიდევ ჰო, იყაყანონ, იბაზრონ, იხმაურონ, მაგრამ ღადაობა რომ ხშირად პირველამდე კი არა, ორამდეც, სამამდეც, ოთხამდე გრძელდება გარშემო მცხოვრებთა სრულიად ანგარიშგაუწევლად! იმ დალოცვილებს ან სახლები არა აქვთ, ან ოჯახები არა ჰყავთ, ან მეორე დღეს სამსახურში წასასვლელი არ არიან (თუმცა ამ, სამწუხაროდ, მასობრივი უმუშევრობისას ალბათ მართლა არ ენაღვლებათ ეს...). არადა, არ მახსოვს შემთხვევა, რომ ამდენი ხნის მანძილზე გარეშემო კორპუსებიდან ვინმე გადმომდგარიყოს და მოყაყანე-მობაზრეებისათვის სიწყნარისაკენ, წესრიგისაკენ მოეწოდებინოს; ეს არც მე გამიკეთებია - ეტყობა, ყველას გვეშინია, რომ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ...
სულ ახლახან, მორიგ ჯერზე, გამაღვიძა ხორხოცმა და საათს რომ დავხედე, სამს 10 წუთი უკლდა. რა არ ვიღონე - აივნის კარი ჩავკეტე, ყურები დავიცვი, თხელი საბანი თავზე გადავიხურე - ყაყანი ვერ ჩავიხშე. 2 საათი ვიწრიალე ასე და მერე, გამწარებულმა, პატრულთან დავარეკვინე სასწრაფოს მორიგეს! 10 წუთში(!) დამირეკა ახალგაზრდა მამაკაცმა:უკვე დიღმის მასივში ვართ პატრულის ბრიგადა და ზუსტად გვითხარით, როგორ შემოვიდეთ "კონფლიქტის ზონაშიო"...
მართლაც მოსრიალდა საპატრულო ავტომობილი და ეკიპაჟმა უდარდელად მოხორხოცე "ღამურებს" მკაცრად მოსთხოვა დაშლა - ხალხს ნუ აწუხებთო! მეტიც, გააფრთხილეს უწესონი - ასეთ რამეს უდროო დროს ნუ აკეთებთ, აღარ გაიმეოროთ, გაგაკონტროლებთ იცოდეთო. "რასაკვირველია", შეკრებილნი ადვილად არ დანებებულან, მაგრამ პატრულს ფეხი არ მოუცვლია, სანამ ბოლო "ღამის მოხალისემ" არ დასტოვა იქაურობა.
მეორე ღამეს მართლაც სიმშვიდე იყო და, ღმერთმა ქნას, ასე გაგრძელდეს. ამ წერილით მადლობას მოვახსენებ თბილისის საპატრულო სამსახურს ოპერატიულობისა და პროფესიული კეთილსინდისიერების გამოჩენისთვის, მოსახლეობის ამგვარი თანადგომისთვის. გამოგიტყდებით, არ მეგონა, თუ ასეთ შემთხვევებში ჩარევაც ევალებოდათ და ყურადმღებლობას გამოიჩენდნენ.









ავტორი:  თამაზ ებანოიძე


კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
15
16
22
23
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი