მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2013-08-15
ნიკა გვარამიამ ნანა კაკაბაძეს "მსხვილფეხა რქოსანი" უწოდა!

ორი დღეა ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესმა აქტუალურობა თითქმის დაკარგა და სრულიად სხვა ჭრილში გადაინაცვლა. საზოგადოების ინტერესი მიშნაცების მთავარმა ტელევიზია "რუსთავი-2"-მა სხვა მიმართულებით გააღვივა: თუ რა მოხდა პროცესიდან გამოსულ ადვოკატებსა და პროტესტანტებს შორის, რატომ დაიბარეს დაკითხვაზე ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი, რომელიც ყოფილ პოლიტპატიმარ გიორგი გაბედავას დაუპირისპირდა და ა. შ.
გუშინდელი "კურიერები" სწორედ ამ თემით გახსნეს, რადგან რატომღაც ეს მომენტი "ეწზ-ტუცთ"-ად მიიჩნიეს, რაც იშვიათად ხდება ხოლმე, ხოლო მეორე ინფორმაცია უკვე უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის ბრიფინგს მიეძღვნა, რაც კიდევ უფრო დიდი "მოულოდნელობაა" პიარის მცოდნე ჟურნალისტებისათვის. თუმცაღა, "მოულოდნელობა" იმწუთშივე გაქარწყლდა, როგორც კი კაკაბაძის პრესკონფერენციიდან ამონარიდი მოვისმინეთ. იგი შერჩევით სასამართლოზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ახალი ხელისუფლება უუნარო და უნიათო აღმოჩნდა... ბუნებრივია, "რუსთავი-2" მხოლოდ ამ შეფასებით დაინტერესდა, თორემ კაკაბაძეს რომ ეს მედიასაშუალება დიდად არ წყალობს, გასაგებია.
ჟურნალისტებთან შეხვედრამდე ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესიდან გამოსულ მხარდამჭერებს "ყოფილი პოლიტპატიმრების" ლიდერმა აქციის მონაწილეებთან ერთად სირცხვილის დერეფანი მოუწყო და სტვენით გააცილა. რა თქმა უნდა, ამ საქციელმა უზომოდ გაანაწყენა "რუსთავი-2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც ახალაიას სასამართლო პროცესს ესწრებოდა. რეაქციამაც არ დააყოვნა: "მსხვილფეხა რქოსანი" ასე "შეამკო" ნანა კაკაბაძე ნიკა გვარამიამ. არ ვიცი, საპასუხოდ რა მესიჯს გაგზავნის უფლებადამცველი, მაგრამ სააკაშვილის ნაგავში ჩაფლული მამაკაცის მხრიდან ასეთი საქციელი ნამდვილად დასაძრახია. ყურადღება გაამახვილო ადამიანის ფიზიკურ მონაცემებზე და ცხოველს შეადარო ქალბატონი, თანაც ასე საჯაროდ და ურცხვად, ყველა უკადრისობაზე უსაძაგლესია, მით უფრო ტელევიზიის "გენერალური" დირექტორისაგან!
თუმცა, თავად გვარამიას რამდენად აქვს მორალური უფლება იყოს დირექტორი იმ ტელევიზიისა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის დამახინჯებას უწყობს ხელს, დღეს მთავარი საკითხავია, ტელევიზია, რომელიც სრულიად დაუფარავად და ღიად ცდილობს, გაამართლოს ნაციონალების არსებობა და აშკარად აქვს მცდელობა ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციისა.
"რუთავი-2" უდავოდ პროფესიონალურად აკეთებს იმას, რომ იყოს აბსოლუტურად სუბიექტური ძველი ხელისუფლების მიმართ და მაყურებელსაც ამ აზრს ჩასჩიჩინებს...
როდემდე, როდემდე მოითმენს მაყურებელი ამას.
ერთობ საწყენია, რომ ამ ამბავში "იურისტ-ჟურნალისტი" ნიკა გვარამიას მსახვრალი ხელი ურევია... აღმაშფოთებელია, რომ "ნაციონალურ სიბინძურეს" ათეთრებენ თავად ამ ნეხვში ბოლომდე ჩაძირული რუსთავიორელები!











ავტორი:  ნია ფიფია


კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
15
16
22
23
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი