მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2013-08-15
თსუ რექტორობის კანდიდატის კომენტარი

ეს მინდა, ვუთხრა მიეთ-მოეთებს...
გალაკტიონი

ბატონ დავით იაკობიძემ, საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა (1993-1997), ამა წლის 7 აგვისტოს სოციალურ ქსელ აფსუიწწლ-ის მეშვეობით აზრი გამოთქვა თსუ რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით. მისი წერილის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს ჩემს კანდიდატურას რექტორის თანამდებობაზე, რათა ამით მხარი დაუჭიროს ვლ. პაპავას, როგორც ერთ-ერთ კონკურსანტს. გავეცანი რა ტექსტს, დავრწმუნდი, რომ დ. იაკობიძე მე წარმომადგენს, ძირითადად, როგორც მთარგმნელს, და მსჯელობას ანვითარებს იმის ირგვლივ, რომ მხატვრული ტექსტის მცოდნე და მთარგმნელი არ შეიძლება გახდეს რექტორი.
როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ნამდვილად ვარ მთარგმნელი, განსაკუთრებით ბაირონის ლექსისა ქართულად, ხოლო გალაკტიონისა - ინგლისურად. თავად მეფეთა შემთხვევაში პოეტური აზროვნება იშვიათი, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭის დამადასტურებელი ღირსება გახლდათ. ზოგჯერ მინისტრის სავარძელსაც გაუღიმებდა ბედი. ასე მოხდა, მაგალითად, მაშინ, როდესაც გოეთე განათლების მინისტრი გახდა. ეს რომ არა, 40 წლის ჰეგელი ვერ მიიღებდა პროფესორის თანამდებობას უნივერსიტეტში.
ჩემი მთარგმნელობითი მოღვაწეობა არის იმ არტისტული ნიჭის გამოვლინება, რომელიც უფალმა მიბოძა, და მე ის უნდა გამოვიყენო. ეს უნარი, ჩემს შემთხვევაში, განმტკიცებულია არა მარტო თარგმანმცოდნეობის თეორიული საფუძვლებით, არამედ იმ კვლევით, რომელსაც ვაწარმოებ პოეტის შემოქმედების ირგვლივ, ვიდრე ვთარგმნი მას. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვს გენიოსების ტექსტთან ურთიერთობა. ნიუტონმა ბრძანა, მე გენიოსებზე ვდგავარ და იმიტომ ვიხედები შორსო.
მაქვს პატივი, ვაცნობო ბატონ დ. იაკობიძეს, რომ ვარ არა მხოლოდ გენიოსთა მთარგმნელი, არამედ მრავალდარგობრივი მეცნიერი, რომლის კვლევა არაერთი მიგნებითა და აღმოჩენით აღინიშნა საერთაშორისო ასპარეზზე (იხილეთ გაზეთი "ლიტერატურული საქართველო" 02.08.13), სადაც დაბეჭდილია თსუ პროფესორთა მიერ ჩემი წარდგინება და მასში ნათლად ჩანს, როგორც ჩემი მმართველობითი უნარი და გამოცდილება, ასევე სამეცნიერო მიღწევები და მოქალაქეობრივი სახე საზოგადო მოღვაწისა და სამართლიანი ლიდერისა.
თუ ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვერ ერკვევა, ერთი მხრივ, ფილოლოგიის ფართო დარგის აკადემიურ დანიშნულებასა და მნიშვნელობაში, ხოლო, მეორე მხრივ, პირადად ჩემს მრავალდარგობრივ მეცნიერულ კომპეტენციაში, მისთვის ეს საძრახისი სულაც არ არის. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს მის პრობლემად ნამდვილად წარმოჩინდება, როცა აზრს საჯაროდ აცხადებს.
ფრიად საამაყოა ის, რომ საქართველოს დღევანდელი ეკონომიკის მინისტრი პროფესიით ეკონომისტია, ხოლო მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა ეკონომიკური განათლება თავად დასავლეთში მიიღო. დ. იაკობიძეს კი მიაჩნია, რომ ყველაზე ჭკვიანი ეკონომისტი ვლ. პაპავაა და ამიტომაც მან უნდა მართოს მომავალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ მოსაზრებას ის ამაგრებს ძირითადად ბაირონის გამონათქვამით, რომელიც თავად მოუთარგმნია ჩემი და საზოგადოების საყურადღებოდ:
"ეკონომისტი, რომელია სხვებზე ჭკვიანი.
შენ წაიკითხე შრომები და გამოიცანი."
ვიდრე იმას ვიტყოდეთ, რომ ლორდ ბაირონს მსგავსი არაფერი უთქვამს, არამედ პირიქით, სრულიად საპირისპირო რამ თქვა, გეტყვით, რომ დ. იაკობიძე მთავაზობს, მივყვე ბაირონის "რჩევას" და წავიკითხო არა ის, რასაც ბაირონი ნამდვილად ურჩევს თავის მკითხველს, არამედ მაინცადამაინც აკადემიკოს ვლ. პაპავას შრომები, რათა მასზე აზრი შევიცვალო.
ბატონი ლადო პაპავა გავაკრიტიკე არა ეკონომისტის პროფესიული საქმიანობის გამო, არამედ, იმ უწიფარი და ცდომილებით სავსე მმართველობითი შეხედულებების გამო, რაც გაცხადებულია მის ინტერვიუებსა და საკონკურსო კონცეფციაში (იხ. გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" 27.07.13; აგრეთვე 06.08.13 ღამის გადაცემა "კავკასიის" ეთერში დ. აქუბარდიასთან) ბატონ ვლ. პაპავას შესთავაზეს ჩემთან დებატები ტელევიზიით, მაგრამ მიუხედავად ჩემი მზაობისა, ის დამოუკიდებელ საუბარს ამჯობინებს.
ადამიანები მოსწონთ და უყვართ თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით. დ. იაკობიძეს რომ მოსწონს და უყვარს ვლ. პაპავა, ეს გასაგებია, მაგრამ თავის აზრსა და შეხედულებას სხვებს რატომ ახვევს, მაშინ როდესაც ვლ. პაპავას მმართველობითი შეხედულებების ცდომილებები უკვე გამოვლენილია. იქნებ მითხრას დ. იაკობიძემ, რომ უნივერსიტეტს ნამდვილად უნდა მართავდეს კაცი, რომელიც ეკონომიკის ფაკულტეტზე აკრძალავს ქართველი პროფესორების სახელმძღვანელოებით სწავლებას, შემოიტანს დასავლურ ლიტერატურას, რომელსაც ათარგმნინებს პროფესორებს, მათი პროფესიული დატვირთვის ხარჯზე, ან პედაგოგის საათობრივ ანაზღაურებას გაუფორმებს მათ და ამ გზით გადაუხდის თარგმანის საფასურს. ასეთი ინიციატივა ადმინისტრაციისა და ხარისხის სამსახურის გარდა, ცდომილებებში ითრევს თავად ბუღალტერიას. როგორც ჩანს, ეს ყოველივე დ. იაკობიძისათვის მისაღებია, რადგან ამის გამო ვლ. პაპავა არასოდეს გაუკრიტიკებია, ხოლო ჩემი საქმიანი კრიტიკისათვის მას არ უპასუხია.
და ბოლოს, რაც შეეხება ლორდ ბაირონს.
"დონ ჟუანის" მე-12 სიმღერის ბოლოს, ბაირონი აღშფოთებას გამოთქვამს იმ სავალალო მდგომარეობის გამო, რომელშიც ჩააგდეს სამშობლო ბრიტანეთის ვითომდაც დიდმა მოაზროვნეებმა.
აქვე გთავაზობთ ბაირონისეულ ტექსტს და საგანგებოდ შესრულებულ ჩემეულ თარგმანს.

ქუფეშქუ კუფვ ფდდ ერუ ტფეშწტფდ ვუიე 0 თშტლუკთბ
ფტვ ეუდდ ქუ ცრფე ნწტ ერშტლ წა ნწგკ პკუფე ერშტლუკთყ
სანამ სხვას გეტყვით, წაიკითხეთ მათი შრომები,
ვინც, დიდ ვალებში ღრმად ჩაძირა ჩვენი ნაცია,
მერე მითხარით თუ რას ფიქრობთ იმავ
თქვენს ხალხზე
დიდ მოაზროვნის, რომ მოირგო მხრებზე მანტია.

ახლა, ვკითხოთ ბატონ დავით იაკობიძეს, თუ კვლავ აწყობს ის, რაც ბაირონმა მართლაც თქვა დიდ მოაზროვნეთა ნიღაბს ამოფარებულ ბრიტანელ ეკონომისტებზე. (წინა სტროფებით ირკვევა, რომ პოეტი პოლიტიკური ეკონომიკის სწორი განვითარებისაკენ მოუწოდებს ქვეყანას).
ვაი, თუ გენიოსის ნათქვამი ქართულ სინამდვილესაც კარგად მიესადაგება!
რატომ გამოიჩინა ასეთი უპასუხისმგებლობა ყოფილმა მინისტრმა, როცა არ შეეცადა ტექსტში გარკვეულიყო, ბაირონის ნათქვამი პაპავას თარგზე აჭრა საკუთარი მოსაზრებების მიხედვით და შემდეგ ეს ყოველივე ისევ დიდ ბაირონს მიაწერა. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ბაირონის სახელით ნათქვამი ეს სიცრუე მან, სხვათა შეცდომაში შეყვანის მიზნით, სოციალურ ქსელში განათავსა.
როგორც ჩანს, იაკობიძემ ინგლისური არ იცის და ბაირონის ეს ორი ბწკარი ტ. გნედიჩის რუსული თარგმანიდან მოთარგმნა. სამწუხაროდ, ვერც ამ რუსული ტექსტის კონტექსტში შეძლო გარკვევა.
რას იზამ, ზოგიერთს თარგმანი ფინანსებთან შედარებით იოლი საქმე ჰგონია.
თუ ასევე უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან დ. იაკობიძე და სხვები დასავლურ თუ რუსულ ტექსტებს ეკონომიკის დარგში, წარმომიდგენია, როგორ შემოაქვთ ეს ცოდნა საქართველოში და რა წარმატებულ ეკონომიკას უზრუნველყოფენ საკუთარი სამშობლოსათვის.

ინესა მერაბიშვილი, პროფესორი, თსუ რექტორობის კანდიდატი
















კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
15
16
22
23
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი