მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2013-08-27
სერგეი ლავროვმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება არასწორად გაიგო

ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი მიესალმება საქართველოს პირდაპირ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან.
- როგორც ჩანს, სერგეი ლავროვს არასწორედ გაუგია პრემიერ-მინისტრის განცხადება ამასთან დაკავშირებით. პრემიერის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და ვეცადოთ, რომ ვიპოვოთ ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები. მხოლოდ ამის შემდეგ ეკონომიკური წარმატებისა და ქვეყნის განვითარების პარალელურად ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ აფხაზ და ოს ძმებს დავუდასტუროთ ის, რომ ჩვენ გვინდა მათთან ერთად ცხოვრება და დავსახოთ ერთად ერთიან ქვეყანაში ცხოვრების მომავალი, - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მისი განმარტებით, სწორედ ამაზე იყო საუბარი პრემიერის განცხადებაში და არა იმაზე, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან დაამყარებს პირდაპირ დიალოგს.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართულ მხარეს დიალოგი გარკვეულ დონეზე უკვე დაწყებული აქვს და ამ დიალოგის გაგრძელება და გაღრმავებაა ქართული მხარის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და სწორედ ეს არის შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რომლისთვისაც საქართველო მზად არის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის" მზადყოფნა 8 აგვისტოს გორში, სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა.
ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ საერთო ენის გამონახვა და დაშვებული შეცდომების გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.













კალენდარი
ნოემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
17
18
21
24
25
27
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი