მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2013-08-27
"დამოუკიდებელი" თიბილოვი რუსეთთან შეერთებაზე ოცნებობს! სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ოსეთს დაკარგავს...

- არანაირი ცვლილების ილუზია არ მაქვს, რადგან საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის ომს მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცდომად მიიჩნევს, - ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა კიდევ ერთხელ ჩვეული სიბრძნით შეგვახსენა თავი.
თიბილოვის განცხადებით, "სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა მიმდინარეობდა ქართული საზოგადოების სრული მხარდაჭერით და როდესაც ეს საზოგადოება ოსეთში ქართული ჯარის შეჭრას და ცხინვალის დაცხრილვას თვალს ტელევიზიით ადევნებდა, ამას ზეიმობდა. სწორედ ამიტომ ოსი ხალხი ვერასოდეს შეძლებს ამ დანაშაულის დავიწყებას და პატიებას".
თიბილოვს "არ სჯერა, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლით სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვლება, რადგან ვერ ხედავს ვერანაირ დადებით სიგნალს".
- ძალიან ბევრი განცხადება გვესმის ე.წ. ახალი ხალხისგან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ივანიშვილის დროსაც და სხვა ახალი ხალხის დროსაც გაგრძელდება. არანაირი ცვლილების ილუზია არ მაქვს, რადგან საქართველოს ახალი ხელისუფლება 2008 წლის ომს მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცდომად მიიჩნევს, - განაცხადა თიბილოვმა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჯიმის ლიდერის შეფასებით, "დღეისთვის საქართველოს და სამხრეთ ოსეთს შორის არანაირი სახის ურთიერთობა არ არსებობს და ერთადერთი, რაც არსებობს, ეს ჟენევის პოლიტიკური მოედანია კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებში, თუმცა, მოლაპარაკებების ამ ფორმატში მხარეებს შორის ძირითად საკითხებზე შეთანხმება ვერ ხერხდება".
"უკვე გაიმართა ჟენევის დისკუსიის 24-ე რაუნდი და ყველა შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ხელი მოაწეროს იურიდიულ დოკუმენტს. ქართული მხარე როგორც ადრე, ახლაც მიუხედავად იმისა, ამბობენ, რომ საქართველოში ახალი ძალები მოვიდნენ, ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს აცხადებს. ეს რა თქმა უნდა, სიფრთხილიკენ გვიბიძგებს. ამის გარდა კიდევ რამდენიმე საკითხია, რომლებსაც საქართველო უნდა დაეთანხმოს. ესენია გენოციდის აღიარება, რომელიც საქართველომ ოსი ხალხის წინააღმდეგ განახორციელა. ასევე, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, საქართველოს მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება და ბევრი სხვა საკითხი, რომლებზეც საქართველო ჯერჯერობით არ რეაგირებს. შესაბამისად, დღესდღეობით საქართველოსთან რაიმე სახის შესაძლო ურთიერთობებზე საუბარი არ არის. ამიტომ ჩვენ საქართველოს მხრიდან ამ საკითხების მოგვარებას ველოდებით და შემდეგ უკვე მომავალი ურთიერთობები მოლაპარაკებების ობიექტია, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ," - დაასკვნა ლეონიდ თიბილოვმა.
მის განცხადებას გამოეხმაურა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი: "ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენისთვის თიბილოვის მხრიდან პირობების წამოყენება დაუშვებელია"...
"არ იყო სწორი იმ პროვოკაციაზე წამოგება, რაც რუსებმა საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას დაუგო. თიბილოვის პასუხად შემიძლია ვთქვა, სამზარეულოში ან ტახტზე კი არ ვიყავი წამოგორებული და მუშტებს ჯიბეში კი არ ვმალავდი, არამედ, ყველაზე უფრო კრიტიკულ მომენტში საჯაროდ გამოვდიოდი და საქართველოს ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი, რომ ამ ავანტიურას, პროვოკაციას წამოეგო. ასე რომ, აქ არ არის მართალი ბატონი თიბილოვი. მეორეს მხრივ, სადაც არ არის მართალი თიბილოვი ესაა, როცა წინა ხელისუფლება ამბობდა, რომ ჩვენ ოსებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს და უნდა ველაპარაკოთ პირდაპირ რუსებს, ოსები ძალიან აღშფოთებულები იყვნენ და ამბობდნენ ეს რას ჰგავსო. ჩვენ მოვედით და ვთქვით, რომ მზად ვართ, ველაპარაკოთ მათ ყოველგვარი პირობების გარეშე," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, "თიბილოვმა წამოაყენა პირობები, ასე რომ, იგი ელოდოს, ვიდრე არ დაიღლება პირობების წამოყენებით".
"ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მშენებლობას. ჩვეულებრივი ოსი დაინტერესებულია ახალი საქართველოთი, შემოდიან სულ უფრო მეტად, ლარსით გადმოდიან. ის მავთულხლართები, რომლებიც გაიბა იქ ოსების წინააღმდეგ გაიბა და არა ქართველების წინააღმდეგ. ეს ბატონმა თიბილოვმაც კარგად იცის. ოსი ხალხის წინააღმდეგ გაიბა და ამიტომ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ოსეთს დაკარგავს. ალბათ, ოსების გვერდის ავლით მოგვიწევს იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებზეც ჯობია ოსებთან გველაპარაკა," - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება ქართულ-ოსურ შერიგებას, ზაქარეიშვილის შეფასებით, "ამას არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია და იგი დარწმუნებულია, რომ გავა გარკვეული პერიოდი და თუ ბატონი თიბილოვი არა, სხვები მაინც სხვანაირად შეხედავენ ქართულ-ოსურ კონტაქტებს და ურთიერთობებს".
"ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მსოფლიო აღიარებს და რას აცხადებენ სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები, უმნიშვნელოა," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის განცხადებების საპასუხოდ.
"მოსალოდნელი იყო 5 წლისთავთან დაკავშირებით, რომ ისინი კიდევ გააკეთებდნენ განცხადებებს. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აღიარებს იმ ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებითაა დადგენილი. ეს არის მსოფლიოს პოზიცია, ეს არის საინტერესო და არა ის, თუ რას აცხადებენ სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები," - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.
ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა ორი ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებაა: "რუსეთის შემადგენლობაში ორი ოსეთის გაერთიანების მიმართულებით უნდა ვიაროთ და გადავლახოთ პოლიტიკური და იურიდიული დაბრკოლებები. თუ გაერთიანება ჩემი პრეზიდენტობის დროს მოხდება, მაშინ ჩავთვლი, რომ ამოცანა შევასრულე"... მისგან გასაკვირი ის იქნებოდა, სხვა აზრი რომ განევრცო. ყველას ახსოვს ე.წ. სეპარატისტულ არჩევნებში როგორ გაიმარჯვა და როგორ მოიხსენიებდნენ მას რუსეთის ხელდასხმულად.
ანალიტიკოსების შეფასებით, თიბილოვმა წინდაუხედავი განცხადება გააკეთა, რადგან ახლა უკვე მთელი მსოფლიო ხვდება, ოსების მთავარი მიზანი თვითგამორკვევა და დამოუკიდებლობა არ ყოფილა.
ოსებისგან განსხვავებით, აფხაზები ყოველთვის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე საუბრობდნენ, ცხინვალში კი პოლიტიკური პარტიები საკუთარ კამპანიას სწორედ რუსეთთან გაერთიანების იდეასა და დაპირებაზე აგებენ. ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთს სამხრეთ ოსეთის მიერთებით თავის ტკივილი აღარ სჭირდება, მით უმეტეს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იწყება.











ავტორი:  ნატა ნიბლაძე


კალენდარი
ნოემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
17
18
21
24
25
27
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი