მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-10-23
დიდი მეცნიერი, რომელიც მუდამ ცხოვრების შუაგულში ტრიალებს

გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო პრეზიდენტს თამაზ გამყრელიძეს 85 წელი შეუსრულდა.
თ.გამყრელიძე დაიბადა 1929 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისში, მოსამსახურის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (1947 წ.) იგი გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი.
მან ყმაწვილკაცობიდან ყურადღება მიიქცია როგორც სხვადასხვა ტიპის ენების სტრუქტურისა და ისტორიის საკითხების ნიჭიერმა მკვლევარმა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (1952 წ.) თ.გამყრელიძემ აკადემიკოს გ.წერეთლის ხელმძღვანელობით სემიტოლოგიური სკოლა გაიარა და დატოვებულ იქნა უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ გაიგზავნა ლენინგრადში, სადაც პროფ. ი.დიაკონოვის ხელმძღვანელობით დასპეციალდა აღმოსავლეთის ძველ ენებში (აქადური, ურარტული, ხეთური). ასპირანტურის კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მან ფართო ზოგადლინგვისტური და სააღმოსავლეთმცოდნეო მომზადება მიიღო.
სხვადასხვა სისტემათა ენების (სემიტურის, ინდოევროპულის, ქართველურის, წინა აზიის ძველი ენების და ა.შ.) განსაკუთრებით კარგმა ცოდნამ, აგრეთვე ფართო ზოგადთეორიულმა მომზადებამ საშუალება მისცა, მას 1956 წელს დაეცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "ხეთური ენის არაინდოევროპული ელემენტები".
1962 წელს თამაზ გამყრელიძე იცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: "ხეთური ენა და ლარინგალური თეორია". დისერტაციაში შემოთავაზებული იყო ინდოევროპული ლარინგალურის ორიგინალური სისტემა და გამოკვლეულ იქნა ლარინგალურ ფონემათა დიაქრონული ტრანსფორმაციები, რომლებმაც განსაკუთრებული რეფლექსები მოგვცა ისტორიულ ინდოევროპულ ენებში.
ამ მნიშვნელოვან გამოკვლევაში ავტორი უკვე წარმოგვიდგა როგორც მეცნიერი, რომელიც მზადაა, გადაწყვიტოს ინდოევროპულ ენათა ისტორიულ-შედარებითი გრამატიკის ცენტრალური საკითხები. თ.გამყრელიძე მიჩნეულ იქნა ხეთოლოგიის ერთ-ერთნ დამფუძნებლად საბჭოთა კავშირში.
არაჩვეულებრივად ფართოა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის მეცნიერული ინტერესები. იგი მრავალი ნაშრომის ავტორია ინდოევროპული ენათმეცნიერების, სემიტოლოგიის, წინა აზიის ძველი ენების დარგში.
ზოგადლინგვისტური პრობლემებით დაინტერესებულმა თამაზ გამყრელიძემ ლინგვისტური ტიპოლოგიისა და არეალური ლინგვისტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი გამოკვლევები ჩაატარა. ამასთან დაკავშირებით, მეცნიერის ნაშრომებში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი სხვადასხვა სისტემის ენათა ანალიზს, კერძოდ, სამხრეთ-კავკასიური (ქართველური) ენების სტრუქტურისა და ისტორიის გამოკვლევებს. ამ დარგში შესრულებულ უკვე პირველსავე სამუშაოში მის მიერ ახლებურად იყო დასმული ქართველური ენათმეცნიერების მთელი რიგი ტრადიციული საკითხები.
თამაზ გამყრელიძის მიერ ისტორიულ ქართველურ ენებში სიბილანტური რიგის ზოგადენობრივი ფონემების ასახვის დადგენილი კანონზომიერება სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია როგორც "გამყრელიძის კანონი". წამყვანი სპეციალისტების აზრით, ამ კანონს მნიშვნელობა აქვს არა მარტო ცალკეული ქართველური ენების ისტორიისათვის, არამედ იგი ზოგადლინგვისტურ და ზოგადმეთოდოლოგიურ მნიშვნელობას იძენს.
ქართველური ენათმეცნიერების განვითარების ახალ ეტაპად მოგვევლინა თამაზ გამყრელიძის მიერ (გივი მაჭავარიანის თანაავტორობით) შექმნილი მონოგრაფია "სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში". ამ გამოკვლევაში, რომელმაც თავისი მეთოდოლოგიური აღჭურვილობის მიხედვით კომპარატივისტიკის დარგის თანამედროვე დონეზე დააყენა ქართველოლოგია, არსებითად შემუშავებულ იქნა ქართველური ენების შედარებითი გრამატიკის პრინციპულად ახალი კონცეფცია, ახალი "პარადიგმა". იგი ღირსშესანიშნავ მოვლენად იქცა არა მარტო ქართველოლოგიაში, არამედ საერთოდ თანამედროვე დიაქრონულ ლინგვისტიკაში. მონოგრაფია საზღვარგარეთაც გამოიცა გერმანულად.
აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის შემოქმედებით ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ფუნდამენტურმა ორტომეულმა გამოკვლევამ "ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები. ფუძე-ენისა და პროტო-კულტურის რეკონსტრუქცია და ისტორიულ-ტიპოლოგიური ანალიზი", რომელიც შეიქმნა გამოჩენილ მეცნიერთან, აკადემიკოს ვიაჩესლავ ივანოვთან თანაავტორობით. 1988 წელს მონოგრაფიის ავტორებს ლენინური პრემია მიენიჭათ მეცნიერების დარგში.
ავტორთა ეს ფუნდამენტური გამოკვლევა არსებითად "ახალ პარადიგმას" წარმოადგენს შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერებაში, რომელიც აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ განსაზღვრა როგორც "ტიპოლოგიური შედარებით-ისტორიული ლინგვისტიკა" და რომლის იდეა თავდაპირველად შემოთავაზებული იყო თანამედროვე ლინგვისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის რომან იაკობსონის მიერ.
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე განსაკუთრებით მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტით სარგებლობს. მეცნიერი არჩეულია "ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის" უცხოელ წევრად, "ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის" საპატიო წევრად, "ბრიტანეთის აკადემიის", "ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის" უცხოელ წევრად, "საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის", "უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის" საპატიო წევრად, "ევროპული აკადემიის" წევრად და სხვ.
ქართველი მეცნიერი არჩეულია "ამერიკული ლინგვისტური საზოგადოების" საპატიო წევრად და "ევროპული ლინგვისტური საზოგადოების" წევრად (რომლის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არჩეული იყო სხვადასხვა წლებში), "ინდოევროპული საზოგადოების" საპატიო წევრად (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), არის ჰუმბოლტის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და სხვ. იგი ბონისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების საპატიო დოქტორია.
თამაზ გამყრელიძე საერთაშორისო ლინგვისტური კონგრესების და ენათმეცნიერთა სხვა მნიშვნელოვანი ფორუმების უცვლელი მონაწილეა, ხშირად გამოდის მოხსენებებით და კითხულობს ლექციებს ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ თავისი სამეცნიერო-საორგანიზაციო მოღვაწეობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიწყო, სადაც ხელმძღვანელობდა ძველაღმოსავლური ენების განყოფილებას, ხოლო 1960 წლიდან, აკადემიის სისტემაში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ჩამოყალიბების შემდეგ, მას ირჩევენ ამ ინსტიტუტის წინა აზიის ენათა განყოფილების გამგედ. თ.გამყრელიძე პარალელურად იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იგი არჩეულ იქნა კიბერნეტიკის ფაკულტეტზე ახლად ჩამოყალიბებული სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრის გამგედ. 1964 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება.
1973-2005 წწ. თამაზ გამყრელიძე ხელმძღვანელობდა აკად. გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს, არჩეული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს-მდივნად. 2005-2013 წლებში აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი. 2013 წლის ივლისიდან აკადემიის საპატიო პრეზიდენტია. იგი ამჟამად აგრძელებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან არსებული აკად. გ.წერეთლის სახ. "რუსთაველის კომიტეტის" ხელმძღვანელობას, სადაც მიმდინარეობს მუშაობა "ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის" დადგენაზე, "ქართული ენის თესაურუსის", აგრეთვე "ქართული ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონის" შედგენაზე.
აკად. თამაზ გამყრელიძე 1984 წელს საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს. 1981-1991 წწ. იგი იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურისა და ენის განყოფილებასთან არსებული ფონეტიკისა და ფონოლოგიის მუდმივი კომისიის თავმჯდომარე, ხოლო 1988-1995 წწ. - საკავშირო (შემდგომ რუსეთის) აკადემიური სამეცნიერო ჟურნალის "ენათმეცნიერების საკითხები" მთავარი რედაქტორი.
აკადემიკოსი თ.გამყრელიძე 1985 წელს აირჩიეს საკავშირო უმაღლესი საბჭოს X| მოწვევის დეპუტატად. მეცნიერი იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრი (1990-1992 და 1992-2003 წწ.). სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების საკოორდინაციო საბჭოს.
თ.გამყრელიძე დელეგატი და აქტიური მონაწილე იყო საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა პირველი ყრილობისა, რომელიც მოსკოვში (1989 წ. 25 მაისი - 9 ივნისი) ჩატარდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ყრილობაზე მისი ისტორიული გამოსვლა, რომელიც დაკავშირებული იყო თბილისში 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებულ ტრაგედიასთან. თავის მამხილებელ სიტყვაში თ.გამყრელიძემ მკაცრად გააკრიტიკა მაშინდელი საბჭოთა კავშირის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა.
XX| საუკუნის დასაწყისში საკითხები, რომლებიც რესურსების და სამეცნიერო პოტენციალის შენარჩუნებასთან, აგრეთვე მეცნიერებათა აკადემიის სისტემის რეფორმირებასთან და მეცნიერების შემდგომ განვითარებასთან იყო დაკავშირებული, ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდა. რთულ სიტუაციაში, რომელიც 2005 წლის დასაწყისისათვის ჩამოყალიბდა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არჩეულ იქნა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა და აკადემიის პრეზიდიუმმა, პირველ რიგში, მთელი ყურადღება გაამახვილეს მეცნიერებათა აკადემიის სისტემის რეფორმირებისა და მისი სტრუქტურის ოპტიმიზაციის საკითხებზე.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თამაზ გამყრელიძის მიერ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ "მეცნიერებათა აკადემია უნდა იყოს არა "მეცნიერთა ასოციაცია" სამეცნიერო ინსტიტუტებისა და ცენტრების გარეშე, არამედ საბაზისო დაფინანსებაზე დაფუძნებული ფუნდამენტურ სამეცნიერო გამოკვლევათა ერთიანი ეროვნული ცენტრი, დამოუკიდებელი, ავტონომიური სამეცნიერო ინსტიტუტებისა და ლაბორატორიების ერთობლიობა, მეცნიერების დარგში უმაღლესი სახელმწიფო ორგანო, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ იქნება".
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო 2007 წლის დეკემბერში მიღებული კანონი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ, რომლის შესაბამისად მას "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია" ეწოდა. კანონით დადგინდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტატუსი, ამოცანები და მოღვაწეობის წესი. აკად. თამაზ გამყრელიძის პრეზიდენტობის დროს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საპატიო აკადემიკოსად არჩეული იყო მისი უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ||, აგრეთვე მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს |.
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე მჭიდროდ არის დაკავშირებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-საორგანიზაციო საქმიანობასთან დღიდან მის მიერ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრებისა აკადემიკოს გიორგი წერეთლის ხელმძღვანელობით. ამჟამად იგი არის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის "თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტს", მიყავს კურსი "თეორიულ ენათმეცნიერებაში". აღსანიშნავია ის, რომ სწორედ თამაზ გამყრელიძის დიდი ძალისხმევის შედეგად ჩვენს პირველ ქართულ უნივერსიტეტს დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა და ამ ბოლო წლებში, როდესაც ჩვენს უნივერსიტეტს რეორგანიზაციის საბაბით ფაქტიურად სრული ნგრევა ემუქრებოდა, მან გამოაქვეყნა იმ დროისათვის მეტად გახმაურებული წერილი "ივანე ჯავახიშვილის მესამე სიკვდილი", რომელშიც გამოაშკარავებული იყო ამგვარი "რეორგანიზაციის" უარყოფითი მხარეები.
აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ცსოვრება და მოღვაწეობა მეცნიერებისადმი ერთგულების ნათელი მაგალითია. მთელ მის სამეცნიერო, სამეცნიერო-ორგანიზაციულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას მუდმივად თან ახლავს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
თამაზ გამყრელიძე არის დიდი კულტურის, ფართო ერუდიციის ადამიანი, დახვეწილი გემოვნებით, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ნატიფი შემფასებელი, კლასიკური მუსიკის დიდი მოყვარული, თვითონ შესანიშნავად უკრავს ფორტეპიანოზე, აქტიურად ფლობს მრავალ ენას - დასავლურსა და აღმოსავლურს.
85 წლის აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე აქტიურ ცხოვრებას ეწევა, ბევრ დროს უთმობს სპორტს - ცურავს, თამაშობს ჩოგბურთს.
ვუსურვოთ იუბილარს მრავალჟამიერი სიცოცხლე, მტკიცე ჯანმრთელობა, ოჯახური კეთილდღეობა და ახალი დიდი მიღწევები ჩვენი მეცნიერების შემდგომი განვითარების საქმეში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი















კალენდარი
დეკემბერი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი