მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-02-07
აღიარებული ხელმძღვანელი და სანიმუშო პიროვნება - ავთანდილ იაშვილი - 60

შესანიშნავ პიროვნებასა და ღირსეულ მამულიშვილზე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორზე, კავშირგაბმულობის დარგის ღვაწლმოსილ ადამიანზე ავთანდილ იაშვილზე ძნელია რაიმე ახლის თქმა და დაწერა. ყველა, ვინც მას იცნობს, ერთნაირი აზრისაა მასზე. ის გახლავთ უაღრესად კეთილშობილი და, კეთილმოსურნე, შრომაში თავდადებული, ძალზე თავმდაბალი და თანაც, უაღრესად პრინციპული, დიდი ნიჭითა და ინტელექტით დაჯილდოებული, თავისი ქვეყნისა და ხალხის მოსიყვარულე, ჭეშმარიტი პროფესიონალი, საუცხოო მეგობარი, მოქალაქე, პატრიოტი და, რაც მთავარია, დიდი ქართული ოჯახის საამაყო თავკაცი.
ავთანდილ იაშვილი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების დიდ გზაზე სულიერი და გონებრივი შემართებით იხედებოდა წარსულისაკენ, აღიქვამდა აწმყოს და ჭვრეტდა მომავალს. ქ. მოსკოვის საკავშირო კავშირგაბმულობის ინსტიტუტის დამთავრებიდან მუდამ პასუხსაგებ თანამდებობებზე მუშაობდა. გარკვეული პერიოდით, სრულიად ახალგაზრდა იყო ქ. თბილისის ცენტრალური რაიონის სატელეფონო კვანძის უფროსიც. სულ მალე კავშირგაბმულობის სამინისტროს ხელმძღვანელობამ მასში დაინახა თავკაცისთვის დამახასიათებელი უაღრესად კარგი თვისებები და გადაიყვანა სამინისტროს აპარატში ქალაქისა და სოფლის სატელეფონო კავშირის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, შემდგომ - უფროსად. სამინისტროს სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ავთანდილ იაშვილი ინიშნება დარგის ერთადერთი უდიდესი მმართველობითი ორგანოს "ელექტროკავშირის" გენერალურ დირექტორად, სადაც გაერთიანებული იყო სისტემის თითქმის ყველა ტექნიკური დარგი.
ავთანდილ იაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის გასული საუკუნის 90-იან წლებში, ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში, დარგში გატარებული რადიკალური ღონისძიებების, სტრუქტურული ცვლილებების, საკუთრების სხვადასხვა ფორმების დამკვიდრების, თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის, სრულიად ახალი ფორმის სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების შექმნის საქმეში, რამაც უდიდესი გავლენა იქონია კავშირგაბმულობის საშუალებათა მუშაობის გაუმჯობესებაზე, ეფექტიანობის ამაღლებაზე. მოხდა დარგის დემონოპოლიზაცია, სადაც კერძო იურისდიქციაში მყოფი საწარმოები შეეჯიბრნენ სახელმწიფო ორგანიზაციებს, რაც კონკრეტული წინსვლის საფუძველი გახდა ორივე მხარისა და, საერთოდ, ქვეყნისათვის.
ავთანდილ იაშვილისა და მის გვერდით მყოფი პარტნიორების ინიციატივით შეიქმნა რამდენიმე მძლავრი შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია და არასახელმწიფო ორგანიზაცია, რაც იმ პერიოდისათვის არც ისე ადვილი საქმე იყო, მაგრამ დაუღალავმა შრომამ და სწორმა მიდგომებმა შედეგი გამოიღო და დღეს გვაქვს ქვეყანაში აღიარებული მთელი რიგი მძლავრი კავშირგაბმულობის კომპანიები. მათ შორისაა "ახალი ქსელები", რომლის მართვასა და ორგანიზებაში ავთანდილ იაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
დიდია მისი დამსახურება ათასობით ადამიანის დასაქმების მხრივ. წლების მანძილზე იგი ეწეოდა და დღესაც ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას. მის სახელს უკავშირდება ვანის რაიონში მაცხოვრის სახელობის ტაძრის აგება. სათანადო შემწეობა აქვს გაღებული ვანის რაიონში საკათედრო ტაძრის აშენებაში, მუსიკალური თეატრის აღდგენაში და სხვა.
კავშირგაბმულობის დარგში გაწეული დიდი დამსახურების გამო ავთანდილ იაშვილი არჩეულია კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად. დაჯილდოებულია რამდენიმე ორდენითა და მედლით. მათ შორის ღირსების ორდენით.
ავთანდილ იაშვილმა თესა სიკეთე, კაცობა, ადამიანობა, სიყვარული, ერთგულება, საქმისადმი თავდადება, რაც უხვად მოიმკა კიდეც. კავშირგაბმულობის მრავალათასიან კოლექტივში და არამარტო კავშირგაბმულობის, არამედ ქვეყნის საზოგადოებაში მან დაიმკვიდრა პროფესიონალი ხელმძღვანელის, გამოცდილი და აღიარებული სანიმუშო პიროვნების სახელი.
ვულოცავთ ავთანდილ იაშვილს დაბადებიდან 60 წლის იუბილეს და ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას საყვარელ დიდ ოჯახთან ერთად.

უახლოესი მეგობრები -
ფრიდონ ინჯია, ვახტანგ თოდუა, თეიმურაზ ღოღობერიძე, მამია სულაბერიძე, თეიმურაზ ბეროშვილი, პავლე გიორგობიანი, ნოდარ ჯიქია, გენადი შეროზია, რეზო სახოკია, დემურ ინჯია, რემი გველესიანი, თორნიკე აფაქიძე, შოთა კოღუაშვილი, ვახტანგ ამაშუკელი, ზაზა ბურჯანაძე, ზურაბ ხუნტუა, ნუგზარ კვიკვინია, კოტე სამუშია.













კალენდარი
დეკემბერი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი