მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-02-21
აბესალომ ვეკუა

გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი პალეონტოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი აბესალომ ვეკუა.

აბესალომ ვეკუა დაიბადა 1925 წელს ქ. ფოთში. სამამულო ომის მონაწილემ გვიან დაიწყო სწავლა უნივერსიტეტში, მაგრამ ძალიან სწრაფად აინაზღაურა გაცდენილი წლები.
1956 წლიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე, ხოლო 2009 წლიდან იყო ეროვნული მუზეუმის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
1961 წელს გახდა გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ხოლო 1969 წელს - მეცნიერებათა დოქტორი. 2001 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 2013 წელს კი - აკადემიის ნამდვილ წევრად.
ძალიან დიდია აბესალომ ვეკუას წვლილი ქართული პალეონტოლოგიის განვითარებაში. იგი 200-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომისა და 10 მონოგრაფიის ავტორია. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ამერიკის, ინგლისის, ესპანეთის, რუსეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მეცნიერულ გამოცემებში, მათ შორის მსოფლიოს უმაღლესი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში ტფეგკუ და თსშუტსუ. მის მიერ აღმოჩენილი და შესწავლილია მეცნიერებისათვის მანამადე უცნობი ცხოველები. ბატონ აბესალომს მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო, მათ შორის ღირსების ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ლეო დავითაშვილის სახელობის პრემია და სხვ.
განსაკუთრებულია მისი წვლილი დმანისის ფაუნისა და ჰომინიდების შესწავლის საქმეში. "1983 წელს დმანისის ნაქალაქარზე შუა საუკუნეების ორმოებში ნაპოვნ ძვლებში პალეონტოლოგმა აბესალომ ვეკუამ მარტორქის კბილს მიაკვლია, რომელმაც სხვა ნამარხებთან ერთად მას საშუალება მისცა, განესაზღვრა დმანისის ქვედა შრეების გეოლოგიური ასაკი - ადრე პლეისტოცენი". ეს ფრაზა ადამიანის პალეონტოლოგიის მრავალ სახელმძღვანელოშია შესული. სწორედ ამ ფაქტმა დაუდო სათავე დმანისის აღმოჩენებს, რომლებმაც მსოფლიო აღიარება ჰპოვა და თავდაყირა დააყენა მყარად დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების პირველი განსახლების შესახებ.
ბევრი გამოჩენილი ქართველი თუ უცხოელი პალეონტოლოგი აღიარებდა ბატონ აბესალომის საოცრად მახვილ თვალსა და ანატომიის საუცხოო ცოდნას. გადაშენებულ ცხოველთა მრავალი ახალი სახეობა გამოყოფილია სწორედ აკად. ა. ვეკუას მიერ.
არსებობს პალეონტოლოგთა ორი ტიპი: ერთნი ლაბორატორიებში ელოდებიან გასუფთავებულ ძვლოვან მასალას და შემდეგ იწყებენ მეცნიერულ კვლევას, მეორენი თვითონ ატარებენ გათხრებს და საკუთარი ხელით მოიპოვებენ მასალას. აბესალომ ვეკუა უდავოდ მეორე ჯგუფს მიეკუთვნება და მისი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა უკანასკნელი წლების ყველა მნიშვნელოვანი გათხრები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში თითქმის არ არსებობს პალეონტოლოგიური ძეგლი, რომლის კვლევაშიც ბატონ აბესალომს მონაწილეობა არ მიუღია.
მას მჭიდრო სამეცნიერო კავშირი ჰქონდა უცხოეთის წამყვან სპეციალისტებთან. მისი მეცნიერული მოღვაწეობა, საოცარი ორგანიზებულობა და საქმისადმი ფანტასტიკური ერთგულება ყოველთვის მისაბა) მაგალითს წარმოადგენდა ახალგაზრდა მეცნიერებისათვის, რომელთა დამოუკიდებელ მკვლევრებად ჩამოყალიბებაში ბატონ აბესალომს უდიდესი წვლილი მიუძღოდა.
აკად. აბესალომ ვეკუა იყო მომთხოვნი თავისი თავის, კოლეგებისა და მოწაფეების მიმართ, ამავდროულად უაღრესად გულისხმიერი და ყურადღებიანი ადამიანი.
მისი მრავალრიცხოვანი მეგობრები, კოლეგები და მოწაფეები მუდამ სიყვარულით გაიხსენებენ და პატივს მიაგებენ ბატონ აბესალომის ნათელ ხსოვნას.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდ მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი მეცნიერის, პედაგოგისა და საუცხოო ადამიანის აკად. აბესალომ ვეკუას გარდაცვალების გამო.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

*


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ბიოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, პალეობიოლოგი, აკადემიკოსი აბესალომ ვეკუა და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

პანაშვიდი 21 ||, 16 სთ. მისამართი: ლ. გოთუას ქ. 16, | სად. || სართ, ბინა 4. გამოსვენება 22 ||, 14 სთ. დაკრძალვა საბურთალოს სასაფლაოზე.



კალენდარი
მაისი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
17
18
19
25
26
27
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი