მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2002-01-22
ვლადიმერ მარღანიას გახსენება

ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის წინანდელ პერიოდში თბილისის "დინამო" არ განიცდიდა კვალიფიციურ მეკარეთა ნაკლებობას. 1937 წელს ბასკ ფეხბურთელთა ტურნეს დროს "დინამოს" კარს ალექსანდრე დოროხოვი დარაჯობდა. "ზამორას" შეადარა იგი ბასკთა ყველაზე სახიფათო ფორვარდმა ისიდრო ლანგარამ, რიკარდო ზამორა კი, კარგად მოგეხსენებათ, იმ დროისათვის ცოცხალი ლეგენდა გახლდათ - 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიაში, იგი მსოფლიოს იდეალურ ნაკრებში შეიყვანეს. ერთდროულად თბილისის "დინამოს" კარს ოჩამჩირელი ამირან ტყებუჩავაც იცავდა - ისიც საიმედო და გაბედული მეკარე, ფეხბურთელი, რომელმაც შემდგომ ქართულ კინოშიც წარუშლელი კვალი დატოვა, სწორედ ზემოაღნიშნულმა ორმა მეკარემ დაუდო საფუძველი ქართველ მეკარეთა სკოლას, რომელიც შემდგომში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გახდა ცნობილი, სამწუხაროდ, ორთავე მეკარემ ომამდელ პერიოდში, 1940 წელს დაანება თავი ფეხბურთის თამაშს. თბილისის "დინამოში" მეკარეთა ახალი ცვლა მოვიდა - სერგო შუდრა თბილისის "ლოკომოტივიდან" და ვალტერ სანაია ოჩამჩირიდან. სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, 1947 წლის საფეხბურთო სეზონში ვალტერ სანაია მოსკოვის "დინამოში" გადავიდა და გუნდში მეორედ მოწვეულ ანდრო ჟორდანიას ახალი თავსატეხი გაუჩნდა, რადაც უნდა დაჯდომოდა, მას თბილისის "დინამოსთვის" შესაფერისი მეკარე უნდა გამოენახა, ისევ ოჩამჩირეში დაიწყეს ძებნა და, წარმოიდგინეთ, როდესაც ამირან ტყებუჩავამ აძიუბჟელი ახალგაზრდა ტუგა მარღანია წარუდგინა ოჩამჩირეში მყოფ ანდრო ჟორდანიას - "ანდრომ ერთი ახედ-დახედა წარმოსადეგი აღნაგობის მომავალ კარის დარაჯს და ჯერ კიდევ კარში ჩამდგარი არ ენახა, - წარმოთქვა, - დიავოლ!.. კოჭებში ეტყობა კარგი მეკარე უნდა დადგესო"... ეს ამბავი ტუგა მარღანიას თანაკლასელმა, შემდგომში სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის თანაკურსელმა გაგული ჭურღულიამ მიამბო (გაგული ჭურღულია სოხუმის პედაგოგიური უნივერსიტეტის პრორექტორის, პროფესორ ოთარ ჭურღულიას ძმა გახლავთ). მანამდე თანატოლებისგან, როგორც მეკარე არაფრით გამოირჩეოდა - აფხაზეთის ჩემპიონი იყო... კრივშიო - დასძინა გაგული ჭურღულიამ. ანდრო ჟორდანიას წინასწარმეტყველება ვინ იცის მერამდენეჯერ ახდა - ახალბედა მეკარეს ალექსანდრე დოროხოვის პლასტიკურობა, ამირან ტყებუჩავას გაბედულება, ალექსანდრ ხომიჩის რისკის ზღვარზე თამაში დაჰყვა. და კიდევ, საჰაერო დუელში ე.წ. მაღალ ბურთებზე იგი ხომ შეუდარებელი იყო - დასძახებდა რა თავის საყვარელ ფრაზას - "ესტ".. - თავით მოთამაშე ფორვარდებს "დინამოს" კარის აღების არავითარ შანსს არ უტოვებდა... სწორედ ამ დროს უკავშირდება თბილისის "დინამოში" დიდი უსიამოვნება - ანდრო ჟორდანია 1947 წლის შედეგებით (თუმცა ანდრომ გუნდი მესამე საპრიზო ადგილზე გაიყვანა) გუნდიდან დაითხოვეს - გუნდის ხერხემალი, "ფეხბურთის კარუზო" ბორის პაიჭაძე, ტრავმირებული იყო და კარგა ხნით ტრიბუნიდან ადევნებდა თანაგუნდელთა თამაშს თვალს. სწორედ ამ დროს უკავშირდება ბორის პაიჭაძის ცნობილი ხუმრობა: - "ბორის პაიჭაძის მახლობლად მყოფ ერთ-ერთ მაყურებელს მის გასაგონად ხმამაღლა წარმოუთქვამს: "რას ჰგავს ეს, რა იოლი ბურთი გაუშვა ჩვენმა მეკარემ". - ბორისმაც, არც აცხელა, არც აცივა, ჩვეული იუმორით მიუგო: უნდა გაეშვა, აბა, რა უნდა ექნა, მაგი ჩვენ გამშვებად გვყავს გუნდშიო" - გაწბილებულ მაყურებელს ენა ჩავარდნია... და, პასუხი, ცხადია, არ დაუბრუნებია... ამ "ისტორიული" მატჩის შემდეგ, სწორედ ბორის პაიჭაძის აქტიური მხარდაჭერით დააყენეს კარში ვლადიმერ მარღანია, რომელიც დღითიდღე უმატებდა თამაშს და სულ მალე "დინამოს" კარს საიმედო დარაჯად მოევლინა.

11 სეზონი ითამაშა თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ვლადიმერ მარღანიამ, საბჭოთა კავშირის პირველობის 179 მატჩში იცავდა "დინამოს" კარს, გაუშვა 248 ბურთი, ერთი შეხედვით, შედეგი არც თუ ისე სახარბიელო ჩანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოება, რომ ეს ის დროა, როდესაც "დუბლ-ვე"-ს კლასიკური სისტემა ბატონობდა საფეხბურთო სამყაროში და ყოველი მატჩი სანახაობრივად მიმზიდველი და უხვგოლიანი იყო. ვლადიმერ მარღანია მონაწილეობდა აგრეთვე მრავალ სათასო და საერთაშორისო მატჩებში და მათი რაოდენობა ალბათ 300-ს მიაღწევს. სერგო კოტრიკაძე თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, რომელმაც ვლადიმერ მარღანია შეცვალა, - მას თავის მასწავლებლად მიიჩნევდა და დასძენდა, რომ იგი საუკეთესოა იაშინისა და ურუგვაელი ვლადისლავ მაზურკევიჩის შემდეგო. ახლა ყოველკვირეულ "ფუტბოლის" რედაქტორს მარტინ მერჟანოვს მოვუსმინოთ. თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში "კიდევ ერთხელ ფეხბურთზე", იგი აღნიშნავდა, რომ თბილისის "დინამოს" ჰყავს შესანიშნავი მეკარე ვლადიმერ მარღანია... მარტინ მერჟანოვი გახლდათ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა დიდი ქომაგი. მისი რეკომენდაციით 1952 წელს, ჰელსინკში ოლიმპიურ თამაშებზე ვლადიმერ მარღანია ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში ირიცხებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ერთხელაც არ მისცეს თავის გამოჩენის საშუალება. იმ დროისთვის მარღანიას გარდა ოლიმპიურ ნაკრებში ჰყავდათ ავთანდილ ღოღობერიძე, ავთანდილ ჭკუასელი, გიორგი ანთაძე. თამაში კი, მხოლოდ ერთხელ, ავთანდილ ჭკუასელი ათამაშეს. მარღანიამ 1958 წლის გაზაფხულზე უკანასკნელად ჩაიცვა მეკარის ტრადიციული მაისური განუყრელ კეპკასთან ერთად... ჩემპიონატის გაგრძელება მან ვერ შეძლო მხრის ტრავმის გამო და მეკარის ხელთათმანი, სერგო კოტრიკაძეს გადაულოცა, შემდგომში მან სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი და 30 წელს მიღწეული მეკარე, თბილისში ბრმა შემთხვევის მსხვრეპლი გახდა - ავტოავარიაში დაიღუპა. დასაფლავებულია აფხაზეთში მდინარე კოდორის მარცხენა ნაპირას სოფელ აძიუბჟაში, საიდანაც იგი იყო წარმოშობით.

გაზეთმა "ლელომ" გამოაქვეყნა რა ნეკროლოგი ვლადიმერ მარღანიაზე, წერდა: "არ ყოფილა შემთხვევა თბილისის "დინამოს" მეკარეს ჩაედინოს რაიმე უტაქტო საქციელი ან უხეშად ეთამაშოს ვინმეს წინააღმდეგ. ბორის პაიჭაძის მსგავსად, მასაც არასდროს მიუღია არათუ გაფრთხილება, არამედ სიტყვიერი შენიშვნაც კი მსაჯებისაგან, რომ არაფერი ვთქვათ მოედნიდან გაძევებაზე".

ის გარემოება, რომ შემდგომ პერიოდში თბილისის "დინამო" მეკარეთა მოზღვავებას განიცდიდა, ვლადიმერ მარღანიას შეუდარებელ ოსტატობასთანაც იყო დაკავშირებული.

ავტორი: დემურ ტორაძე


კალენდარი
ნოემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
16
17
18
20
21
23
24
25
27
28
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი