მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2002-12-17
ბორჯომიდან დაწყებული გზა

თბილისის "დინამოს" "ოქროს ბიჭების" თაობის შესანიშნავი წარმომადგენელი, ტაშკენტის მატჩის ერთ-ერთი გმირი ჯემალ ("სვისტუნა") ზეინკლიშვილი დღესაც უდიდესი სიამოვნებით იგონებს 1964 წლის 18 ნოემბრის დაუვიწყარ შეხვედრას და საერთოდ, თბილისის "დინამოში" გატარებულ წლებს.

- "განუმეორებელი და მართლაც ღირსშესანიშნავი მატჩი იყო. ჩვენი თამაშით აღფრთოვანებული ათიათასობით უზბეკი მაყურებელი "დინამოს" გულშემატკივრობდა. მახსოვს, ამ შეხვედრის დამატებით დროში, პირწმინდად დავჯაბნეთ მოსკოველი ტორპედოელები. ისინი მოედანზე უკვე გადაღლილები და მოთენთილები ჩანდნენ, ჩვენ უკეთესი ფიზიკური მომზადების წყალობით მეტოქეს არავითარი შანსი არ დავუტოვეთ, ჩვენი გამარჯვება კანონიერი, დამაჯერებელი და დამსახურებული იყო"...

ბორჯომში დაბადებული და გაზრდილი ბიჭი, ბავშვობიდანვე ოცნებობდა ფეხბურთელობაზე. ამის საბაბს მისი უფროსი ძმა თენგიზი აძლევდა, რომელიც კარგად თამაშობდა ფეხბურთს, იყო ცენტრალური თავდამსხმელი. შემდგომ კი საქვეყნოდ აღიარებული საოპერო მომღერალი გახდა და, სამწუხაროდ, ნაადრევად წავიდა ამქვეყნიდან. ჯემალი არ აცდენდა ბორჯომის სტადიონზე (დღეს ეს სტადიონი მის სახელს ატარებს) გამართულ მატჩებს, თბილისშიც ჩამოდიოდა და ესწრებოდა საკავშირო ჩემპიონატის თამაშებს.

17 წლის იყო ჯემალი, როცა ბორჯომის სპორტსკოლაში ჩარიცხეს. გამოირჩეოდა ოსტატობით და ტქნიკით, თამაშობდა ყველა ამპლუაში და სულ მალე ბორჯომის მთავარი გუნდის, "პიშჩევიკის" წევრი გახდა.

1955 წლის ზაფხულში საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ბორჯომის გუნდი მასპინძლობდა სოხუმის "დინამოს". თამაში ბორჯომელებმა მოიგეს 3-2. მატჩს საგანგებოდ ესწრებოდნენ ანდრო ჟორდანია, ნესტორ ჩხატარაშვილი და სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გიორგი სიხარულიძე. მათ ძალზე მოსწონებიათ ჯემალ ზეინკლიშვილის თამაში და იგი თბილისის ე.წ. ფშმ-ში მიიწვიეს, სადაც მისი მწვრთნელი იყო ლეგენდარული მიხეილ მესხის აღმზრდელი არჩილ კიკნაძე.

ჭაბუკ ფეხბურთელთა საკავშირო ტურნირებზე, რომელიც 1956 წელს ლენინგრადში ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა, სადაც ჯემალიც გამოდიოდა, ანდრო ჟორდანიას ხელმძღვანელობით გადამწყვეტი ფინალური შეხვედრა მოუგო უკრაინელებს და საპატიო თასი მოიპოვა. ჯემალ ზეინკლიშვილს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადაეცა.

1957 წელს ჯემალ ზეინკლიშვილი თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. იგი ამ უმაღლესი სასწავლებლის გუნდის ღირსებას იცავდა, რომელიც წარმატებით ასპარეზობდა, როგორც საქართველოს პირველობაზე, ისე საკავშირო სტუდენტთა ტურნირებში. მონდომებას და შესანიშნავად ჩატარებულ მატჩებს უკვალოდ არ ჩაუვლია.

1959 წელს ლეგენდარულმა ანდრო ჟორდანიამ ("დიავოლა"), იგი თბილისის "დინამოში" მიიწვია. 18 მატჩი ჩაატარა მის შემადგენლობაში, ხოლო ბოლო კალენდარულ შეხვედრაში, ქალაქ კუიბიშევში (სამარა), 31 ოქტომბერს, მან შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით პირველი გოლი გაიტანა უმაღლეს ლიგაში, თანაც ჯემალის გოლი გამარჯვების მომტანი იყო. "დინამომ" 2-1 მოიგო. პირველი გოლი მაშინ, ამ მატჩში, ზაურ კალოევმა გაიტანა.

1959 წელს დინამოელები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ.

"ერთ-ერთ საკონტროლო მატჩს ვატარებდით დაბა ლესელიძეში, - მიამბობს ბატონი ჯემალი. თბილისის "დინამო" ცსკას ხვდებოდა. როცა ანგარიში იყო 1-0 ჩვენს სასარგებლოდ, არმიელთა თავდამსხმელი აპუხტინი შემოიჭრა საჯარიმოში, მოატყუა სამი მცველი, მათ შორის მეც და პირისპირ გავიდა სერგო კოტრიკაძესთან და ის იყო გოლი უნდა გაეტანა, რომ ამ დროს მსაჯივით ჩავსტვინე, აპუხტინი გაჩერდა, მსაჯს შემოუტრიალდა და კამათი დაუწყო, რა დავაშავეო. მსაჯი გაოგნებული იყო, ვერ მიხვდა ვერაფერს. რა თქმა უნდა, ჩვენ ის თამაში მოვიგეთ".

კურიოზები, საფეხბურთო კარიერის დროს ბევრი ჰქონია.

ჯემალ ზეინკლიშვილმა თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში, საკავშირო პირველობაზე, უმაღლეს ლიგაში (1959-65 წწ) ჩაატარა 171 მატჩი, გაიტანა 6 გოლი, მონაწილეობდა 35 საერთაშორისო შეხვედრაში.

1964 წელს სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში მესამე ნომრად იყო დასახელებული. იმავე წელს აღიარეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად.

ქართული ფეხბურთის ვეტერანს და ამაგდარს, "ოქროს ბიჭს", პატიოსან და ალალმართალ კაცს, ჩემს მეგობარს, ღირსების ორდენის კავალერს, ჯემალ ზეინკლიშვილს 19 დეკემბერს დაბადებიდან 65 წელი უსრულდება.

ჩემო ჯემალ! ფეხბურთის ქომაგთა და მეგობრების სახელით გილოცავ ამ თარიღს. გისურვებ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებებს.

ავტორი: ვაჟა ჭიაურელი.


კალენდარი
დეკემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
12
14
15
16
18
19
20
21
22
23
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი