მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-13
თემურ ქეცბაია ნამდვილად მიდის

რამდენიმე დღის წინათ კვიპროსული ანორთოსისიდან თემურ ქეცბაიას მოსალოდნელ წასვლაზე ვწერდით. შეგახსენებთ, რომ მისი გადაბირებით ბერძნული სუპერლიგის კლუბი პანიონიოსია დაინტერესებული. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქეცბაია ფამაგუსტელთა დამრიგებელი აღარ იქნება. დიახ, მწვრთნელმა, რომელმაც არა მხოლოდ ანორთოსისის, არამედ საერთოდ, კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა, გარემოს შეცვლა გადაწყვიტა. მან ეს უკვე მასმედიასაც გაუმხილა. შაბათს, ლიდერ ნიქოზიის აპოელ-თან საგარეო მარცხის (2:0) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ პირად გეგმებზეც ისაუბრა:

ეს სეზონი ჩვენთვის ძალზე რთული იყო. ყველაფერზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მართალია, ევროტურნირებზე თამაშით ბევრი გავაოცეთ, მაგრამ კვიპროსის ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში წარუმატებლად ვიასპარეზეთ და ამას ჩემს თავზე ვიღებ. ვფიქრობ, ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის რანგში ეს ჩემთვის უკანასკნელი თუ არა, ერთ-ერთი ბოლო მატჩი იყო. დასრულდება სეზონი და ჩემს გადაწყვეტილებას ყველა გაიგებს... გულშემატკივარს უყვარს ეს გუნდი და იმედი მაქვს, ანორთოსისის საქმე უკეთესად იქნება, ხალხი პროგრესს დაინახავს. სეზონის ბოლომდე სამი მატჩი დაგვრჩა და მეორე ადგილისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

ბუნებრივია, ქეცბაიას სიტყვებს მასმედია ჩაეძია. ბერძნული და კვიპროსული ვებგვერდები - სიგმალაივი, ტიპოსი, კონტრა, გაზეტა... ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქართველ სპეციალისტს უკვე გადაწყვეტილი აქვს ანორთოსისის დატოვება, რაც ამ კლუბში მომხდარი ამასწინანდელი სკანდალითაცაა (როცა კლუბის პრეზიდენტი დააკავეს და მერე გაუშვეს) გამოწვეული. პრესას სჯერა - რომ არა ეს ფაქტი, ქეცბაია მისამართს არ შეიცვლიდა, ანორთოსისიც აღარ დაკარგავდა ამდენ ქულას და ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც ნაადრევად არ ჩამოშორდებოდა.

ჩვენებურის თემას ეხმაურება ვებგვერდი სპორტოგიც. მასალის სათაური ასეთია - ქეცბაია პანიონიოსში თუ ატრომიტოსში? სტატიაში ერთი საგულისხმო აბზაცია - აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ქეცბაია ატრომიტოსის პრეზიდენტ გეორგიოს სპანოსს შეხვდება (როგორც ჩანს, ეს უკვე შეთანხმებულია) და ყველაფერი საბოლოოდ მოგვარდებაო.

ორიოდ სიტყვით ატრომიტოსზე. ამჟამად, გუნდის მთავარი მწვრთნელი სერბი დრაგან კოკოტოვიჩია. მისი ხელმძღვანელობით ეს ათენური კლუბი პირველი ლიგის B ზონას ლიდერობს. შაბათს ამ გუნდმა კალამარიის აპოლონი 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე უახლოეს მდევარ იანინას ექვსით, ხოლო მესამეზე მყოფ კავალას ერთბაშად 12 ქულით უსწრებს, შესაბამისად, სუპერლიგის საგზური უკვე განაღდებული აქვს. მიუხედავად წარმატებისა, ატრომიტოსის პრეზიდენტმა სპანოსმა ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ კოკოტოვიჩს კონტრაქტს აღარ გაუგრძელებს. მისი აზრით, სუპერლიგისთვის გუნდს უფრო მაღალი დონის მწვრთნელი სჭირდება. ეს მწვრთნელი მას თურმე შეგულებულიც ჰყავს, თუმცა მისი ვინაობის გამხელას ჯერ არ აპირებს.

პარალელურად, ბერძნულენოვანი ვებგვერდები ამტკიცებენ, რომ ქეცბაიას მიმართ ინტერესი არ განელებია პანიონიოსსაც. ოღონდ, მიმომხილველები ერთ დეტალს უსვამენ ხაზს - თავის დროზე, როცა თემურმა ანორთოსისი ჩაიბარა, გუნდი მთავარი ლიგის აუტსაიდერი იყო, ატრომიტოსი კი სუპერლიგაში ახლა დაბრუნდა. 41 წლის ქეცბაიას ერთობ კარგად გამოსდის ნაკლებად ცნობილ კლუბებში წარმატების მიღწევა და სახელის მოხვეჭა...

ავტორი: დავით ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
20
21
22
23
24
25
27
28
29
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი