მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-13
ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ტოპლიგელი

18 წლის ლევან ყენია შაბათს ყველაზე ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელი გახდა, ვისაც ევროპის რომელიმე ტოპლიგაში (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) უთამაშია - შალკე-კარლსრუეს მატჩის 88-ე წუთისთვის, როცა მან კარიერაში პირველად შეძლო ბუნდესლიგის მატჩში თამაში (მან ჯეფერსონ ფარფანი შეცვალა) ლევანი 18 წლის, 5 თვის და 3 კვირის იყო. ამჟამინდელი რეკორდი ზუსტად ერთი კვირით სჯობს ლევან მჭედლიძის მიერ 24 სექტემბერს დამყარებულ რეკორდს, როდესაც ქართველ ფორვარდს ნაპოლის წინააღმდეგ სერია A-ში დებიუტი ჰქონდა, იგი ზუსტად 18 წლის და 6 თვის იყო. ფელტინს-არენაზე გატარებული სამი წუთი ალბათ სამუდამოდ დაამახსოვრდება ქართველ ფეხბურთელს, მიუხედავად იმისა, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთში სულ ოთხჯერ შეეხო ბურთს და სამი ზუსტი პასი გააკეთა. მართალია, ყენიას დებიუტს გერმანულ მედიაში არავითარი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, მაგრამ ჩვენთვის ეს მართლაც დიდი მოვლენაა - იგი მერვე ქართველი ფეხბურთელია ბუნდესლიგის ისტორიაში. ისე, ყენიას ტრავმების გამო გვარიანად გაუჯანჯლდა დებიუტი, თორემ მჭედლიძის რეკორდს რამდენიმე თვის წინათ დაამხობდა.

ყენიასთვის სადებიუტო შეხვედრაში, მოედანზე შესვლისას იქ ერთი ქართველიც არ იმყოფებოდა, შალკეს ნახევარმცველი ლევან კობიაშვილი (22 თამაში) ენგელაარმა 72-ე წუთზე შეცვალა, ხოლო ალექსანდრე იაშვილი (16 თამაში, 1 გოლი) კარლსრუედან კიდევ ვერ მოხვდა მატჩის განაცხადში. სანამ მოედანზე იყო, კობიაშვილმა ცენტრალურ ნახევარმცველად ითამაშა. იგი 58-ჯერ შეეხო ბურთს, ქართველის პასების სიზუსტე 86 პროცენტია. შპორტალმა ქართველ ლეგიონერს 4-იანი დაუწერა. ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე შალკე 43 ქულით მე-7 ადგილზეა, კარლსრუეს კი (18 ქულა, ბოლო ადგილი) ალბათ ვეღარაფერი უშველის.

დღეს მეორე ბუნდესლიგის სეზონის ცენტრალური თამაშია, პირველადგილოსანი ფრაიბურგი (49 ქულა) უშუალო მდევარ მაინცს (47 ქულა) ეწვევა, ძნელი სავარაუდოა, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში ახალგაზრდა ქართველი, დავით თარგამაძე (5 თამაში) გამოჩნდეს. ლევან ცქიტიშვილის (3 თამაში) ვეენმა კვლავ უქართველოდ ითამაშა და სტუმრად ინგოლშტადტს დაუზავდა - 0:0. ვეენი 21 ქულით ბოლოადგილოსანია და თითქმის განწირულია გასავარდნად. ლევანი კი ჯერჯერობით ვერაფრით შეეწია თავის გუნდს. მეორე ბუნდესლიგის პოლუსებიდან ოქროს შუალედში გადავინაცვლოთ, მიუნხენი კობლენცთან სტუმრად 2:3 დამარცხდა. ლომები 34 ქულით მე-10 ადგილზე არიან. მათე ღვინიანიძემ (19 თამაში) წინა ტური გრიპის გამო გამოტოვა, ახლა კი უთამაშებლობის მიზეზი უცნობია.

ავტორი: ნიკოლოზ ნეფარიძე


კალენდარი
დეკემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
20
21
22
23
24
25
27
28
29
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი