მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-13
ლელო 75 წლისაა
ამ თარიღმაც მოაღწია, ლელო 75 წლის გახდა. დღეს ჩვენი გაზეთის დაბადების დღეა. ყველა შემთხვევაში, გვირგვინად გაწეული ღვაწლი ადგას ღირსეულ საიუბილეო თარიღს. თუ რა მოკიაფე ღირსებებითაა მოოჭვილი 75 წლის ლელოს საიუბილეო გვირგვინი, ყველამ კარგად უწყის.

საქართველოს XX საუკუნის სახელოვანი სპორტული ისტორია, რომლითაც ჩვენი ქვეყანა და ხალხი მადლიერების გრძნობით ამაყობს, შთამომავლობას სამარადჟამოდ ლელოს ფურცლებმა შემოუნახა. მაგრამ მხოლოდ მემატიანის ფუნქცია როდი დააკისრა ჩვენს გაზეთს განგებამ. იმთავითვე ლელო არა მარტო კვალში ჩაუდგა ქართულ სპორტს, არამედ მისი მამოძრავებელი ენერგიის, მუხტის ფუნქციაც იტვირთა, რისი ერთგულიც სამუდამოდ დარჩა. მოწიწებით ვიხსენებთ უფროსი თაობის ლელოელებს, რომელთა უმრავლესობა დღეს ამქვეყნად აღარ არის, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული სპორტისა და ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ისტორიაში.

ლელო და ქართული სპორტული ჟურნალისტიკა, ლელო და ქართული სპორტული ტერმინოლოგიის დახვეწა, ახალგაზრდა ჟურნალისტთა თაობების აღზრდაში, სპორტის ეროვნული სახეობების აღდგენა-დამკვიდრებაში, სპორტის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილი ეს არის გაზეთის ღვაწლის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი.

სიამოვნებით ვიტყვით იმასაც, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში, ლელომ უდიდესი რისკის შემცველი ნაბიჯი გადადგა, როცა სათავეში ჩაუდგა საქართველოში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ჩამოყალიბებას და ბოლომდე მიიყვანა ჩანაფიქრი. მეტიც, სეოკ-მა დაფუძნების შემდეგაც ამ გაზეთის კედლებში იმუშავა კარგა ხანს.

პირველი ქართული სპორტული გაზეთი ხალხის საყვარელ გამოცემად იქცა. ლელოსთან ასოცირდება თაობათა ურთიერთობა სპორტთან, გულშემატკივართა გემოვნების ფორმირებაც. და თუ დღეს ამბობენ, რომ საზოგადოებრივმა აზროვნებამ სპორტზე საქართველოში თვით სპორტს გაუსწრო, ამაში უდავოდ უძევს ლომის წილი ლელოს.

მკითხველის სიყვარულმა გამოატარა გაზეთი ახლო წარსულის დამღუპველ ქარტეხილებს. გამოცემა არასდროს შეწყვეტილა. მადლობა მათ, ვინც გვედგა მხარში და მათაც, ვინც დღეს ზრუნავს, რომ ლელო კვლავ დარჩეს ყველასათვის საყვარელ, კვლავინდებურად ეროვნული სულის მატარებელ სახალხო გაზეთად.



კალენდარი
აგვისტო  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
16
21
22
23
24
27
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი