მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-13
მაჭავარიანი მეექვსეა

გუშინ ბუქარესტში დასრულდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი. ქართველთათვის ეს ტურნირი ერთი დღით ადრე დასრულდა - ბოლო ჩვენებურმა ფიცარნაგზე წინა დღით შეაბიჯა. საქართველოდან მხოლოდ ორმა ათლეტმა იასპარეზა. პირველ დღეს ზვიად სამუკაშვილმა (56კგ) საწყის მოძრაობაში ტრავმა გაიმიზეზა და შეჯიბრება ვეღარ გააგრძელა. ჩვენი მთავარი იმედი 105 კილოში მოასპარეზე გიორგი მაჭავარიანი (105) იყო. მისი მთავარ მწვრთნელსაც სჯეროდა, მით უფრო, რომ წლევანდელ ფორუმზე ყველა ფავორიტი არ გამოსულა. როგორც წესი, ევროპის ჩემპიონატზე თავის გამოჩენას ბევრი ერიდება. აღინიშნება სხვა ტენდენციაც: ოლიმპიადის შემდეგ შედეგები მკვეთრად იკლებს, რადგანაც ათლეტები თავს მოდუნების უფლებას აძლევენ, რაც ოთხწლიანი ციკლის დასრულების შემდეგ ბუნებრივადაც ჩანს. მართალია, მაჭავარიანი და ბევრიც სხვა ოლიმპიადაზე არ გამოსულან, მაგრამ თამაშებისთვის მზადებას ჩვეულად გადიოდნენ, ამიტომ გიორგისაც მოუწია დასვენებამ და ამის შემდეგ საევროპოდ მოემზადება. ოპტიმალურ ფორმაში შესვლა ვერ მოესწრო, მაგრამ არც სუსტად გამოიყურებოდა ვარჯიშებზე, რაც საბუქარესტოდ იმედს გვისახავდა.

მაჭავარიანი ჯგუფში 8 უძლიერესთან ერთად გამოდიოდა. მათგან ორის გარდა ყველა პოსტსაბჭოური სივრციდან იყო - რუსი(2), უკრაინელი, ლიტველი, სომეხი და ქართველი; ორიც თურქი და პოლონელი იყო. გიორგი უფრო ძლიერი აკვრაშია, მაგრამ გარკვეულ პროგრესს ატაცშიც მიაღწია. პირველი ცდა სამი მეტოქის შემდეგ შეასრულა - 180 კილოგრამი დაძლია. როგორც იცით, ძალოსნები შეჯიბრებამდე გარკვეულ განაცხადებს აკეთებენ - ანუ ორივე მოძრაობაში საწყის წონებს აფიქსირებენ. წონების შეცვლა შეიძლება, მაგრამ ამას ტაქტიკური მიზნებით მიმართავენ. მაჭავარიანმა პირველად 178 კილოგრამი დაუკვეთა, მაგრამ მეტოქეთა შემყურემ წონა გაზარდა და 180 -ზე შეჩერდა. პირველი მისვლა შედეგიანი აღმოჩნდა. მეორედ, ათიოდ წუთში, 184 კილოგრამს შეეჭიდა. ამ წონის დამორჩილების შემდეგ ლიდერებში გარევის დიდი შანსი ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზედმეტად მოინდომა და შტანგა ზურგს უკან გადაუვარდა, რაც მძლავრი ამოქაჩვის შედეგი იყო. მესამე ცდა იმავე წონაზე ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ორიოდ წუთი დაისვენა და როგორც ჩანს, ძალების აღდგენა ვერ მოასწრო - ამჯერად შტანგა თავს ზემოთ ვერ ასწია - წინ დარჩა და დაუვარდა კიდეც. ატაცში საუკეთესო შედეგი რუსმა ვლადიმირ სმარჩკოვმა აჩვენა - 190. მეორე შედეგი ასევე რუს რომან კონსტანტინოვს აღმოაჩნდა - 183; მესამეზე კი ლიტველი რამუნას ვიშნიაუსკასი გავიდა - 182. შევნიშნავთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე, ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, ცალკეულ მოძრაობაშიც თამაშდება მედლები, ისევე როგორც ორჭიდის ჯამში. მაჭავრიანმა რახან ატაცში მეორეადგილოსანთან მხოლოდ სამი კილო წააგო, აკვრაში და, შესაძლოა ორჭიდშიც, რომელიმე სინჯის მედლისთვის ბრძოლა რეალური გახდა. სამწუხაროდ, გიორგიმ პირველი წონა - 211 კილოგრამი ვერ დაძლია - თავს ზემოთ ვერ დაიჭირა შტანგა. რატომღაც თავბრუ დაეხვა, რაც შესაძლოა, წონის სწრაფად დაკლებამ გამოიწვია. ეს სიმპტომი ასეთ დროს ვლინდება. წესის თანახმად, ორ წუთში გამოვიდა იმავე წონაზე და ბედად, დაიმორჩილა, თუმცა თავბრუსხვევა კვლავ აღენიშნა, რაც შემდეგ წინსვლას საეჭვოს ხდიდა. ასეც მოხდა - კარგა ხნის მერე მოუწია მესამედ შტანგასთან შეჭიდებამ. ბოლო ცდაზე გიორგის 217 კილოგრამი უნდა დაემორჩილებინა. ამით მცირე შანსი რჩებოდა მესამე ადგილისათვის. მკერდზე კი აიღო სიმძიმე, მაგრამ ბევრი ძალა შეალია და თავს ზემოთ ასაკრავად ღონე აღარ შერჩა. აკვრაშიც ერთი წარმატებული მისვლით დაკმაყოფილდა - 211 კილოგრამით დაასრულა ჩემპიონატი. ორჭიდის ჯამში კი 391 კილო დააგროვა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ქართველის მარაგი მეექვსე ადგილისთვის იყო საკმარისი. წერილის დასაწყისში ვთქვით, რომ მედლის იმედი გვქონდა, მაგრამ არც მეექვსე ადგილია ურიგო შედეგი. ეჭვი არაა, რომ შემოდგომისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატზე იგი უკეთ გამოვა. სხვათა შორის, გიორგიმ საერთაშორისო ასპარეზზე 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც ტაილანდში ჩატარდა, პირველად იასპარეზა. ტაილანდში მისი შედეგი მოკრძალებული იყო - 165 კილო ატაცში, 200 - აკვრაში. ამ ფონზე ბუქარესტში ნაჩვენები შედეგი დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად მოჩანს. თუკი გიორგის კარიერას უფრო ჩავეძიებით დავინახავთ, რომ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავა და დღევანდელზე ბევრად მძიმე შტანგა მოათვინიერა...

ავტორი: ზვიად შათირიშვილი


კალენდარი
აგვისტო  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
16
21
22
23
24
27
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი