მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-16
გუჯაბიძე მანასლუს საბაზო ბანაკშია

ცნობილი ქართველი ალპინისტი ბიძინა გუჯაბიძე ნეპალშია, სადაც საერთაშორისო ექსპედიციის შემადგენლობაში დედამიწის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის, მანასლუს (8163 მ) დაპყრობას აპირებს. ბიძინა ჯერ კიდევ 1998 წელს ცდილობდა ამ მწვერვალის დალაშქვრას, მაგრამ მაშინ ექსპედიციას 7 500 მეტრი სიმაღლიდან უკან დაბრუნებამ მოუწია. ბიძინას კარიერაში 6 რვაათასიანი აქვს დალაშქრული, მათ შორის ევერესტი (ორჯერ). მანასლუ ადამიანმა პირველად 1956 წელს დაიმორჩილა. მანასლუს სახელწოდება ინდური სანსკრიტიდან მომდინარეობს - მანასა, სულს ნიშნავს. მთა ჰიმალაის მთავარი ქედის სამხრეთ შტოზე მდებარეობს, ნეპალში.

ექსპედიციას რუსი მთამსვლელი ალექსეი ბოლოტოვი ხელმძღვანელობს. ექსპედიციაში შედიან რუსი: ევგენი ვინოგრადსკი, გლებ სოკოლოვი, ილია როჟკოვი, არკადი რიჟენკო, დმიტრი ფლორენკო, ალექსანდრ ლუტოხინი, დმიტრი სინევი, ედუარდ როჟკოვი, ოლგა ბისტროვა, დმიტრი მოსკალევი, იური სოიფერი, ვლადიმირ ბელოუსი, სერგეი დუგანოვი და რუმინელი მიხნეა რადულესკუ.

ექსპედიციის შესახებ ინფორმაციას ცნობილი რუსი ალპინისტი, გია თორთლაძის მეგობარი სერგეი ბოგომოლოვი გვაწვდის. პირველად ბოგომოლოვმა 9 აპრილს შემდეგი მოიწერა: ექსპედიციას დღეს საბაზო ბანაკამდე უნდა მიეღწია. მაგრამ ნამქერმა და ცუდმა ხილვადობამ მთამსვლელები მიზნამდე 150 მეტრით ქვემოთ შეაჩერა. პორტერებმა იქვე დაყარეს ტვირთი და უკან, სოფელ სამაგაონში დაბრუნდნენ, გუნდიც უკან გაეშურა, ტვირთთან კი კარავი ორმა მათგანმა ლუტოხინმა და სინევმა დასცეს. სწორედ სოფელში მოვიდა სამწუხარო ამბავი, ალპინისტთა კარგი მეგობარი, 33 წლის პოლონელი მთამსვლელი პეტრ მორავსკი დაიღუპა, რომელიც ახალი თაობის ერთ-ერთ ბრწყინვალე წარმომადგენლად მიიჩნეოდა. მორავსკი დჰაულაგირიდან დაშვებისას ნაპრალში ჩავარდა. მთელი გუნდი დაამწუხრა ამ ცნობამ.

10 აპრილს ბოგომოლოვმა მოიწერა, რომ მანასლუს საბაზო ბანაკში დიდი ზვავი ჩამოწვა. მართალია, იქ ჯერ არ იმყოფებოდა ბიძინა გუჯაბიძე და მისი გუნდი, მაგრამ სხვა ქვეყნის ექსპედიციები კი უკვე საბაზო ბანაკში ათენებდნენ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. იტალიელთა კარვები გადარჩა, ფრანგების და ესპანელების კი ზვავმა წაიღო და მათ თავი იტალიელებთან შეაფარეს. 11 აპრილს რუსულმა გუნდმაც მიაღწია საბაზო ბანაკს, მათ კარვების გაშლა დაიწყეს.

12 აპრილს ბოგომოლოვი წერს: ორეულს, დმიტრი სინევის და ალექსანდრ ლუტოხინის შემადგენლობით, სააკლიმატიზაციო გასვლა ჰქონდა პირველ ბანაკში, რომელიც 5 700 მეტრზეა განლაგებული. მათ ლაპარაკიც კი უჭირთ. ორგანიზმი უცბად ვერ მიხვდა რა მოუვიდა, რატომ ასეთი ცვლილება. დანარჩენი გუნდი საბაზო ბანაკში გეგმის მიხედვით ემზადება, ხვალ ისინიც ზემოთ ავლენ.

14 აპრილს თავად ლუტოხინმა მოიწერა: მთელი ექსპედიცია ამოვიდა პირველ ბანაკში, თუმცა შემდეგ უკან, საბაზოში დაეშვა. მხოლოდ ოთხი ურალელი, ბოლოტოვი, როჟკოვი, რიჟენკო და ფლორენკო, აგრეთვე ბელარუსი და დუგანოვი გაემართებიან სხვა მიმართულებით - ზევით, მეორე ბანაკისკენ.

და აი, გუშინდელი სიახლეც - მეორე ბანაკისკენ მიმავალმა ექვსეულმა მიაღწია მიზანს, რომელიც ზღვის დონიდან 6 400 მეტრზე მდებარეობს და იქ ღამე გაატარა. ამის შემდეგ ალპინისტები წარმატებით დაეშვნენ საბაზოში. სინევის და ლუტოხინის დუეტი კი გეგმავს ახალ შტურმს, ისინი 6 800 -მეტრამდე მიღწევას აპირებენ. ამინდის პროგნოზი ამჯერად ალპინისტთა მხარესაა - 3-4 დღე დარი იქნება მანასლუს კალთებზე, თუმცა ქარიანი. ქარი კი ზემოთ იმდენად ძლიერია, რომ მწვერვალის პლატოზე (7,4-7,5 ათასი მეტრი ზღვის დონიდან) ასული კორეელები იძულებულნი გახდნენ, უკან მობრუნებულიყვნენ. ბოლოტოვის ექსპედიციის გუნდი კი ისვენებს - საბაზო ბანაკში მათ ფილმს უყურეს პროექტორზე.

ავტორი: ნიკოლოზ ნეფარიძე


კალენდარი
აგვისტო  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
16
21
22
23
24
27
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი