ლელო
2009-04-16
გორგოძე მერვედფინალშია
თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა კურორტ ბელეკში დაიწყო ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირის (10 ათასი ) ძირითადი ბადის მატჩები. შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ბატალიების შემდეგ აქ 20 წლის სოფიო ქვაცაბაია (684) მოხვდა. ქვაცაბაია პირველ წრეში ესპანელ ლუსია სანჩეს-პელეგრის (865) ეთამაშება. ტურნირის მონაწილე მეორე ქართველი კი უკვე მერვედფინალშია - 17 წლის ეკა გორგოძემ (601) პირველ წრეში საკვალიფიკაციო ბადის გამარჯვებული ფრანგი ადელინ გონსალესი (757) ორ სეტში დაამარცხა - 6:2, 6:4. მერვედფინალში მისი მეტოქე მე-8 ნომრად განთესილი უკრაინელი ტეტიანა არეფიევაა (493).
ავტორი: ნიკოლოზ ნეფარიძე
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები















































































