მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-16
ლელომ რიხით დაიწყო

ლელო- ბათუმი XV 61:19

ლელო (15-9) ყიასაშვილი, ზაალიშვილი, ქიზიყურაშვილი (კორკელია 41), მანჯავიძე (ლომინაძე 55), თოდუა (დემურიშვილი 61), ხმალაძე, კაჭარავა (ჭინჭარაული 47). (1-8) მირცხულავა (ყალიჩავა 41), ჭყონია, სუჯაშვილი, დაუშვილი (კვერნაძე 67), ხორბალაძე, იორდანიშვილი (ახალაია 48), აზალაძე, კოლელიშვილი.

9ლ: ყალიჩავა, ხმალაძე, კაჭარავა, თოდუა, კორკელია (2), ლომინაძე, დემურიშვილი. 5გ,2ს: ყიასაშვილი.

ბათუმი XV (15-9) ნინიძე, ევგენიძე (გოგიტაძე 45), აშვეთია, ხონელიძე, ცისკარიშვილი (გურგრნიძე 58), ვასაძე, აბაშიძე. (1-8) ხოჭოლავა, აბესალაძე, გოგიბერიძე (კუხიანიძე 57), ყუბანეიშვილი (დუმბაძე 67), ფხაკაძე (კუნჭულია 41), გუგუშვილი, თხილაიშვილი, სირბილაძე (ბარამიძე 60).

ლ: კუნჭულია. 3ს,გ,ა: ვასაძე.

სინბინი: ხონელიძე

მსაჯი: გ. ამირხანაშვილი

საქართველოს საიუბილეო მეოცე ჩემპიონატის პირველი ტურის ოთხივე შეხვედრა უშეღავათო, საინტერესო ბრძოლაში წარიმართა. საქართველოს თასის მფლობელმა და ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთმა რეალურმა ფავორიტმა ბათუმი XV-ს უმასპინძლა და 61:19 დაამარცხა.

სტუმრებმა ნამდვილი ბრძოლა მეტოქეს მხოლოდ პირველ ნახევარში გაუმართეს. ცხადია, გულხელდაკრეფილნი ბათუმელი მორაგბეები არც მეორე ტაიმში იყვნენ, მაგრამ მეტოქემ ბევრად მეტი შეცდომა დააშვებინა, რომელთა უმეტესობის გამოყენება შეძლო კიდეც.

ანგარიში ლელოელებმა უკვე მე-2 წუთზე გახსნეს. საჯარიმოდან ფულ ბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა გაიტანა. რაზეც ბათუმელთა დამრტყმელმა ჯემალ ვასაძემ შვიდ წუთში არეკნით უპასუხა - 3:3. ამან ტაიმის მიწურულს საკმაოდ შორიდან, 55 მეტრიდან საჯარიმოს გატანაც შეძლო, თუმცა ამ დროისთვის ლელო უკვე თერთმეტი ქულით - 20:9 იგებდა.

ლელოელებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს. ორივე სტუმართა გუნდის შეცდომებს მოჰყვა. პირველი ლელო მე-20 წუთზე გავიდა. ბათუმელთა ცხრა ნომერმა მინდია აბაშიძემ საკუთარი ოცდაორმეტრიანი ზონიდან ბურთის ფეხით გამოტანა სცადა, მაგრამ ერთ-ერთ ლელოელს თავში გაარტყა და ასხლეტილი ბურთი გიორგი კაჭარავას პირდაპირ ხელში ჩაუვარდა. ლელოს ახალწვეულს ხელს არავინ უშლიდა. გარდასახვა ყიასაშვილმა დაარტყა ზუსტად - 13:3.

ვასაძემ შვიდ წუთში ანგარიში საჯარიმოდან შვიდ ქულამდე შეამცირა - 6:13. თუმცა ბათუმელებს 37-ე წუთზე დაშვებული კიდევ ერთი შეცდომა ისევ ლელოდ დაუჯდათ. ლაშა ხმალაძემ საკუთარი ოცდაორმეტრიანი ზონიდან აბრაგანი დაჰკრა, თვითონვე მიჰყვა. სტუმართა გუნდის ფულ ბეკი მამუკა ნინიძე შექმნილ ვითარებაში დაიბნა და ბურთი ხელიდან გაუვარდა. მას უმალ ხმალაძე დაეუფლა და ლელომდე 30 მეტრი ირბინა. ყიასაშვილმა ისევ ზუსტად დაარტყა გარდასახვა - 20:6. ტაიმის დასრულებამდე დარჩენილ დროში ბათუმელთა დამრტყმელმა ვასაძემ კიდევ ორი საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა რვა ქულამდე შეამცირა - 12:20.

მეორე ტაიმში თბილისური გუნდის უპირატესობა მკვეთრად გამოიკვეთა. ლელოს შეტევები, მწვრთნელის ლევან მაისაშვილის მიერ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, კიდევ უფრო მძაფრი, სხიფათო გახდა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია შუამარბი გიგა კორკელია. შეცვლაზე შემოსულმა ორი ლელო გაიტანა და თავისი აქტიურობისა და საზრიანი თამაშის წყალობით სხვებსაც გაატანინა.

ლელოელებმა მეორე ნახევარში მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს. რაზეც ბათუმელებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს. საბოლოოდ გათამაშების დებიუტანტი, როგორც უკვე თავში აღვნიშნეთ, დიდი ანგარიშით - 19:61 დამარცხდა.

ლევან მაისაშვილი, ლელოს მთავარი მწვრთნელი:

ჩემპიონატის პირევლი ტურის შეხვედრაა და როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშში უამრავი ტექნიკური წუნი გვქონდა. ნათლად გამოიკვეთა ის ხარვეზები, რომლის აღმოსაფხვრელადაც ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

ბათუმელთა გუნდი დებიუტანტია. ვფიქრობ, ეროვნულ ჩემპიონატს ერთ-ერთი საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი შეემატება.

ლევან მგელაძე, ბათუმი XV-ის მთავარი მწვრთნელი:

ვერ შევძელით დასახული გეგმის განხორციელება. დავალება ვერ შეასრულეს მორაგბეებმა. რას იზამ, მეტოქე ძალიან ძლიერი გვყავდა. ლელო საქართველოს თასის მფლობელი და ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. ჩვენ კი, დებიუტანტები ვართ უმაღლეს ლიგაში. მიზანიც, აქედან გამომდინარე, ნაკლებად ამბიციური გვაქვს. შევინარჩუნოთ ადგილი უმაღლეს ლიგაში

ავტორი: ბესიკ ჯანგავაძე


კალენდარი
აგვისტო  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
16
21
22
23
24
27
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი