მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-16
ბრძოლა მძიმე, თამაში სხარტი

ვისოლი ყოჩები-აია 18:15

ვისოლი ყოჩები (15-9) მახარაშვილი, გეგენავა, ინაშვილი, პ. მაისურაძე, ნიჟარაძე, ხუხუნეიშვილი, ბეგაძე (ხელაძე 47). (1-8) ასეიშვილი, ბრეგვაძე, კიკნაველიძე (გოგიშვილი 57), თოთაძე, არჩუაშვილი, მეტრეველი (ნიკოლაიშვილი 49), კალმახელიძე, დგებუაძე.

2ლ: მეტრეველი, პ.მაისურაძე. 2ს,გ: ხუხუნეიშვილი.

აია (15-9) მშვენიერაძე, გიორგაძე, ხამაშურიძე, გუდავა, გოშაძე (გოგლიჩიძე 45), შერვაშიძე, როხვაძე. (1-8) გურეშიძე (მოდებაძე 59), ნარიაშვილი, ლომიძე, იობიძე, ძაგნიძე (შალამბერიძე 45), ჩიქვინიძე (ლოსაბერიძე 41), რევიშვილი.

2ლ: ლოსაბერიძე, შერვაშიძე. გ: ხამაშურიძე. ს: შერვაშიძე.

მსაჯი: ნ. რობიტაშვილი

ერთობ დრამატული აღმოჩნდა შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის თბილისის ვისოლი ყოჩების საშინაო შეხვედრა ქუთაისის აიასთან. უმძიმეს ბრძოლაში, მასპინძელთა გუნდმა მოახერხა მატჩის გადარჩენა და საბოლოოდ სამი ქულის სხვაობით გაიმარჯვა-18:15.

ქუთაისის აია, რომელსაც ამჟამად ახალი, მოთამაშე-მწვრთნელი ჰყავს, საკმაოდ სოლიდურ, კარგად ორგანიზებულ გუნდად წარმოგვიდგა. ბესიკ ხამაშურიძემ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოკლე დროში მოახერხა ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნა. ხარვეზი თამაშში და შესაბამისად, გამოსასწორებელი, ცხადია, ბევრია. თუმცა ეჭვგარეშეა, ქუთათურთა გუნდს სეზონის მიმდინარეობისას, შესწევს ძალა კიდევ უფრო მოუმატოს. აიას ნამდვილად შეუძლია მედლებისთვის ბრძოლა.

ანგარიში შეხვედრაში მასპინძლებმა მე-5 წუთზე გახსნეს. მოედნის ცენტრთან ახლოს აიას დაცვის ხაზი თბილისელთა შერკინების ბურჯმა კარლენ ასეიშვილმა გაჭრა. ათიოდ მეტრი გაიარა. შებოჭეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი სწრაფად მარცხნივ მოკლე ფრთაზე გაიტანეს. იქ ყოჩების უკანახაზელებმა ხელდახელ წაიბურთავეს და ლელო მესამეხაზელ ერეკლე მეტრეველს გაატანინეს. გარდასახვა ლევან ხუხუნეიშვილმა ვერ გამოიყენა.

აიამ ამაზე შვიდ წუთში ლევან შერვაშიძის საჯარიმოთი უპასუხა. მანვე პირველ ნახევარში ორი საჯარიმო ვერ გაიტანა. უშეღავათო ბრძოლის პირველი ორმოცი წუთი შეუმჩნევლად მიილია - 5:3 წინ მასპინძლები იყვნენ.

მეორე ტაიმი აიამ უფრო აქტიურად დაიწყო და 45-ე წუთზე ლელოც გაიტანა. ქუთაისელთა ფულ ბეკმა გიგა მშვენიერაძემ ბურთი მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში ფეხით გადაიკიდა. მიჰყვა, ყველას მიასწრო, კიდევ ერთხელ წაჰკრა ფეხი. მერე იქვე მიმყოლ, შეცვლაზე შემოსულ დავით ლოსაბერიძეს გადააწოდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში მის მიერ გატანილ ლელოების ანგარიში გახსნა. გარდასახვა მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ დაარტყა ზუსტად - 10:5.

ყოჩებს ერთი წუთი დასჭირდათ ანგარიშის შესამცირებლად. ხუხუნეიშვილმა საჯარიმოდან გაიტანა - 8:10. თუმცა მალევე, ექვსი წუთის შემდეგ სტუმრებმა მორიგი ლელო მიითვალეს. აია მარჯვენა ფრთიდან მორკინალების მოკლე დარტყმებით უტევდა. რამდენიმეფაზიანი შეტევა ათმა ნომერმა ლევან შერვაშიძემ დაასრულა. მან ლელო კარის ძელთან ახლოს გაიტანა. ხამაშურიძემ ახლო მანძილიდან, ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა - 15:10.

ამის შემდეგ ყოჩები საგრძნობლად გააქტიურდა. 57-ე წუთზე მათ საკუთარი დერეფანი სუფთად მოიგეს, მეტოქის ლელოდან 15 მეტრში და მოლის შეკვრა სცადეს. არ გამოუვიდათ. ამიტომ მერე ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე გაათამაშეს. იქ შუამარბი პაატა მაისურაძე ოსტატურად დაუძვრა ხელიდან ორ მოწინააღმდეგეს და ლელო ძელებს შორის გაიტანა. ხუხუნეიშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა - 15:15.

მანვე, როგორც შემდეგ გაირკვა 69-ე წუთზე გამარჯვების მომტანი საჯარიმო გაიტანა - 18:15. დარჩენილ დროში აიას თავგამოდებულ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.

საქართველოს ჩემპიონატის პირველივე ტურში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. გათამაშების დებიუტანტმა რუსთავის ხარებმა სტუმრად დაამარცხა შარშანდელი გამარჯვებული თბილისის ლოკომოტივი - 18:13.

უმაღლესი ლიგა. I ტური

აკადემია-უნივერსიტეტი 29:17

ლოკომოტივი-ხარები 13:18

დუბლშემადგენლობების ჩემპიონატი:

ლელო-ბათუმი XV 17:5

ვისოლი ყოჩები-ლოკომოტივი 16:15

ავტორი: ბესიკ ჯანგავაძე


კალენდარი
აგვისტო  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
16
21
22
23
24
27
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი