მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-21
ერთთვიანი პაუზის შემდეგ

შალკეს მიერ ენერგის რბევაში თავისი წვლილი ლევან კობიაშვილმაც (23 თამაში) შეიტანა, თუმცა შპორტალმა ჩვენებურის თამაში 3,5 ბალით შეაფასა, რაც თავისთავად არ არის ცუდი ბალი, უბრალოდ, იმ დღეს კობის თანაგუნდელებმა უკეთესი შეფასებები დაიმსახურეს. ნახევარდაცვაში რამდენჯერმე არაზუსტი პასი გააკეთა, შესანიშნავი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. სხვა მხრივ ჩვეული, ნორმალური თამაში აჩვენა, - ასეთი დახასიათება დაურთო შპორტალმა შეფასებას. შემდეგ ტურში შალკე ბაიერნს ეწვევა. მიუნხენური გუნდი, რა თქმა უნდა, სულ სხვა კალიბრისაა, ვიდრე ჩვენი დღევანდელი მეტოქე. ბაიერნთან თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევეცდებით დადებითი შედეგის მოპოვებას, - განუცხადა რევიერშპორტს ლევანმა. პოპულარულმა კიკერმა კობიაშვილს სამიანი დაუწერა. შალკე 46 ქულით მეექვსე ადგილზეა, რომელიც გერმანიაში ევროთასის საგზურს არ იძლევა.

შინ ჰოფენჰაიმთან ფრეს გამორჩა ალექსანდრე იაშვილის (19 თამაში, 1 გოლი) კარლსრუე - 2:2, გუნდთან, რომელიც ბუნდესლიგის პირველ ნახევარში ჩემპიონობაზე იქაჩებოდა. როგორც იქნა, ათამაშეს ჩვენი თანამემამულე - იაშვილმა ბუნდესლიგაში ბოლოს თვეზე მეტი ხნის წინათ ითამაშა. ჰოფენჰაიმთან მატჩში იგი განელი გოდფრიდ ადუბეს ნაცვლად 63-ე წუთზე შევიდა. 2 წუთში კარლსრუემ გაათანაბრა, თუმცა ეს ბედნიერი დამთხვევაა, ჩვენებურს საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა არ მიუღია. იაშვილს შპორტალმა 4 ქულა დაუწერა, კიკერმა კი ის შეუფასებელი დატოვა. კარლსრუე 18 ქულით ბოლო ადგილზეა.

დავით თარგამაძის (5 თამაში) ფრაიბურგი ცალი ფეხით ბუნდესლიგაშია, ლიდერმა შინ ინგოლშტადტი 3:2 დაამარცხა. 19 წლის ქართველი სათადარიგო იყო, მისი დრო, სავარაუდოდ, შემდეგ სეზონში დადგება. ფრაიბურგი 55 ქულით პირველია და უახლოეს კონკურენტს 6 ქულით უსწრებს. 35 ქულით მეათე ადგილზეა ოთარ ხიზანეიშვილის (2 თამაში) აუგსბურგი, მაგრამ ოთარს თამაში საერთოდ არ უწევს. მეორე ბუნდესლიგაში ბოლოს მან სექტემბერში ითამაშა. ქართველ მცველს იშვიათად აუგსბურგის ტესტმატჩებში თუ ვიხილავთ.

ვისბადენში ვეენმა 0:1 წააგო ფიურტთან და, ალბათ, ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე ოცნებასაც შეეშვა. ვეენი 21 ქულით ბოლოა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საუბარი, ლევან ცქიტიშვილი (3 თამაში) გამოჯანმრთელდა და გუნდს აუცილებლად დაეხმარებაო, იგი მატჩის განაცხადში საერთოდ ვერ ვიხილეთ. არადა რამდენიმე დღის წინათ მან ტესტმატჩში შეუცვლელად ითამაშა. მოკლედ, მეორე ბუნდესლიგაში სულ ოთხი ქართველი თამაშობს, სეზონის მიწურულს მათ ჯამში 27 თამაში აქვთ ჩატარებული, აქედან 17 კი მიუნხენის მცველის, მათე ღვინიანიძის ანგარიშზეა. მათე იმიტომ არ თამაშობდა, რომ მან ბრონქიტი გადაიტანა, თუმცა უკვე გამოჯანმრთელდა.

ავტორი: ნიკოლოზ ნეფარიძე


კალენდარი
სექტემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
17
18
20
21
22
24
25
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი