მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-21
კანდელაკს არ ასვენებენ

ავსტრიულ ბუნდესლიგაში შტურმმა გრაცში კარნტენის აუსტრიას უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. ქართველთა გუნდი 51 ქულით მეოთხე ადგილზეა. ილია კანდელაკმა (30 თამაში, 1 გოლი) 90 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგი შაშიაშვილი (28 თამაში) სათადარიგო იყო. სხვათა შორის, ილია კანდელაკმა სეზონში შტურმის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

დიმიტრი ტატანაშვილის (17 თამაში, 1 გოლი) პლზენი პრაღაში სპარტასთან 0:2 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა 83-ე წუთზე ვარადი შეცვალა. პლზენი 30 ქულით მე-9 ადგილზეა.

დანიურ სასლიგაში ორჰუსმა 1:0 მოუგო კოპენჰაგენს. ორჰუსი 31 ქულით მეშვიდე ადგილზეა. გუნდის ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი დავით დევდარიანი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი წააგო შინ გიორგი ფოფხაძის ვიბორგმა (1:2 ნესტვედთან). ქართველ მცველს არ უთამაშია. დანიის მეორე დივიზიონში ჰიკ-ი სტუმრად 3:3 დაუზავდა ვესტიალანდს. გუნდი მარცხისგან მიხეილ ბარაბაძემ იხსნა, რომელიც 73-ე წუთზე მოედანზე შევიდა და მე-80-ზე ქულის მომტანი ლამაზი გოლი გაიტანა.

შოპრონილიგაში სტუმრად დიოშდიორი 3:2 დაამარცხა ქართველთა დიორი ეტომ. აღსანიშნავია, რომ წლეულს ლიგაში ეტო დაუმარცხებელია. დავით ოდიკაძეს არ უთამაშია (ფეხის ტრავმა), ხოლო რატი ალექსიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა. თამაშის მიწურულს ჩვენებურმა ყვითელი ბარათი მიიღო. უნგრულმა საიტმა NB1.ჰუ-მ მისი თამაში 6-ბალიანით შეაფასა. დავით იმედაშვილის სპარტაკუსი ჰონვედს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო და 5-ბალიანი შეფასება დაიმსახურა. დიორი ეტო 30 ქულით მე-8 ადგილზეა, სპარტაკუსი 26 ქულით მე-13 ადგილზეა.

სერბეთის სუპერლიგაში მიხეილ ხუციშვილის ვოივოდინამ სტუმრად სერბული ფეხბურთის ფლაგმანი ცრვენა ზვეზდა დაამარცხა - 1:0. ტურის ამ მთავარ მოულოდნელობაში ქართველ ფეხბურთელს წვლილი არ მიუძღვის, ხუციშვილს არ უთამაშია.

ბოსნიის ჩემპიონატში კვლავ გამოიჩინა თავი ლევან კუტალიამ, სარაევოს სლავიას ნახევარმცველმა პოსუსიეს მატჩის 63-ე წუთზე გაუტანა, სლავიამ 2:0 იმარჯვა. კუტალიას გუნდი 42 ქულით მეორე ადგილზეა.

ავტორი: ნიკოლოზ ნეფარიძე


კალენდარი
სექტემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
17
18
20
21
22
24
25
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი