მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-21
დუბლებშიც და ძირითადშიც

რუსულ პრემიერლიგაში მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ჩემპიონი რუბინი კვლავ პირველია (11 ქულა), ყაზანურმა კლუბმა შინ მოსკოვის დინამო გაანადგურა - 3:0. მატჩის 24-ე წუთზე ჩვენთვის სამწუხარო ფაქტი მოხდა, მასპინძელთა მცველმა ლაშა სალუქვაძემ ფეხი იღრძო, ხუთი წუთის შემდეგ იგი თანამემამულე დავით კვირკველიამ შეცვალა. ნუკრი რევიშვილი განაცხადში არ ყოფილა. მოსკოვის ლოკომოტივი ზენიტს დაუზავდა - 1:1. დავით მუჯირისთვის მოედანზე ადგილი ვერ გამოიძებნა, ის სათადარიგო იყო. ლოკომოტივმა ჩემპიონატი ცუდად დაიწყო - 6 ქულით ოდენ მე-12 ადგილზეა. ლევან გვაზავას ტერეკი ვერას გახდა მოსკოვში სპარტაკთან - 0:2. ლევანი მე-60 წუთზე შეცვალეს, მას შემდეგ, რაც გროზნოელები მოედანზე ათნი დარჩნენ. ტერეკი 7 ქულით მერვე ადგილზეა.

მოსკვას მცველმა გია გრიგალავამ ორ დღეში ორჯერ ითამაშა, ჯერ დუბლებში, ხოლო შაბათს პრემიერლიგის მატჩში სატურნის წინააღმდეგ - 1:0. მატჩის 25-ე წუთზე სტუმარმა დაკოსტამ სერიოზული ტრავმა მიიღო, სწორედ ამის წყალობით ჩაერთო თამაშში 19 წლის გრიგალავა. მოსკვა 8 ქულით მე-6 საფეხურზეა. ქართველთა გუნდებიდან ყველაზე ცუდად ნალჩიკის სპარტაკი ასპარეზობს, რომელიც ტომთან 0:1 დამარცხდა. ალექსანდრე ამისულაშვილმა 90 წუთი ითამაშა, მაგრამ ერთი-ორჯერ უხეში შეცდომა დაუშვა დაცვაში. გოგიტა გოგუა 63-ე წუთზე მარატ ბიკმაევის ნაცვლად შევიდა. სპარტაკს მხოლოდ 2 ქულა აქვს და პრემიერლიგაში ბოლოსწინაა. ქართველ ფეხბურთელთა შეფასებები ამ ტურში (ცჰამპიონატ.რუ): კვირკველია - 6; სალუქვაძე - 5,5; გვაზავა - 5,5; ამისულაშვილი - 5,5 და გოგუა - 5.

პირველ დივიზიონში ომარ თეთრაძის ანჟი ნოსტას ესტუმრა და 2:2 დაუზავდა. ანჟი 11 ქულით მეორე ადგილზეა. ამ შეხვედრაში გოჩა ხოჯავამ არასპორტული საქციელისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. გიორგი ნავალოვსკიმ და ედიკ საჯაიამ 90-90 წუთი ითამაშეს, ხოჯავა 69-ე წუთზე შეცვალეს, ზურაბ არზიანს არ უთამაშია, ხოლო ოთარ მარცვალაძე, კახა ალადაშვილი და სანდრო იაშვილი გუნდთან ერთად არ არიან.

ავტორი: ნიკოლოზ ნეფარიძე


კალენდარი
სექტემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
17
18
20
21
22
24
25
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი