მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-22
კირი, მუშა და სახაზავი

ბოლო სანაკრებო ბატალიების შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცი ექტორ კუპერი საქართველოში დაბრუნდა და გუშინ საგურამოში მორიგი სამშაბათობაც გამართა.

- რა არის ეს სამშაბათობა? რისთვის მოიგონეს ეს ყველაფერი?

- ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისი, რომ კუპერი მუშაობს!

- და რა უნდა გამოვიდეს ამ სამშაბათობიდან?

- თუ კუპერს საქართველოს ჩემპიონატიდან ახალი ფეხბურთელი დასჭირდება, ისინი ნაკრებისა და კუპერისთვის მზად უნდა იყვნენ, ნაკრები და კუპერი მათთვის უცხო არ იქნება.

- რა უნდა ისწავლოს ფეხბურთელმა სამშაბათობაზე ისეთი, რასაც კლუბში არ ასწავლიან?

- ფაქტობრივად, არაფერი.

- კონკრეტულად რა უნდა ისწავლოს ფეხბურთელმა სამშაბათობაზე?

- ბევრი ვერაფერი.

- ზოგადად, შესაძლებელია, რომ ზრდასრულმა ფეხბურთელმა სამშაბათობებზე რამე ისწავლოს?

- ზოგადად, ზრდასრული ფეხბურთელი ისეთს ვერაფერს ისწავლის, რომ ოსტატობაში მოსამატებლად გამოადგეს.

- მაშ, რისი მაქნისია სამშაბათობა?

- კუპერი მუშაობს და გეთაყვა, ინტრიგანობას თავი დაანებე...

მოკლედ, ვინც სამშაბათობაზე კრინტს დაძრავს, ის წააგებს, თუნდაც იმიტომ, რომ უმრავლესობის აზრს დაუპირისპირდება და დემოკრატიაც ეგ არის, - უმრავლესობის აზრის გამარჯვება.

გუშინ კი კუპერმა, როგორც ყოველთვის, ბევრი იყვირა, ბევრი დარიგება მისცა ფეხბურთელებს და, რაც მთავარია, იმუშავა.

ვარჯიშის დასაწყისში განსაკუთრებული ვერაფერი ვნახეთ, ერთი ეგ იყო, რომ ეგრეთ წოდებული კვადრატი კუპერმა ლამის ნახევარ მოედანზე გააშლევინა ფეხბურთელებს. წვრთნის მეორე ნახევარში კი არგენტინელმა ქართველებს გამახალისებელი ვარჯიშის შესრულება დაავალა - ფეხბურთელები წყვილებად დაიყვნენ, ერთი შემტევი იყო, მეორე - მცვლელი (მერე როლები გაცვალეს), კარის წინ 12-13 მეტრში განივად ოთხი ბურთი იყო გამწკვრივებული, ერთ ფეხბურთელს მეორე უბურთოდ უნდა დაეჯაბნა ცრუ მოძრაობებითა და სისწრაფით, მერე კი რომელიმე ბურთამდე უნდა მისულიყო და ერთი შეხებით მეკარისგან დაცულ კარში დაერტყა. ამ ვარჯიშმა მართლაც ჟინი და ჟრიამული შემატა გუშინდელ სამშაბათობას. ასეთ შეჯიბრში ყველაზე კარგად უგუნდოდ მყოფმა დავით სირაძემ წარმოაჩინა თავი. ყველაზე მეტად კი ალექსანდრე კვახაძეს არ გაუმართლა - ფეხი ისე გადაუტრიალდა, ვარჯიში ვეღარ გააგრძელა. რა თქმა უნდა, ვიტ ჯორჯიაში გულზე შემოეყრებოდათ, კაპიტნის დაშავების ამბავს რომ გაიგებდნენ. ამას გარდა, გუშინ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაშავდა - ზესტაფონელმა ბუბა დაუშვილმა წვრთნის მიწურულს კუნთი იტკინა და ვარჯიში დროზე ადრე მიატოვა...

კლუბები ვალდებულნი არ არიან, ფეხბურთელები სამშაბათობაზე გაუშვან. უკვე იყო იმის პრეცედენტიც, რომ ერთმა მოწინავე გუნდმა ფეხბურთელები საგურამოში არ გაუშვა. ზოგადად კი, ურიგო არ იქნება, თუ სამშაბათობაზე მიწვეული მოთამაშეები ტრავმებს მოერიდებიან და შეძლებისდაგვარად დაზოგავენ თავს - ამით ყველა კმაყოფილი დარჩება, კლუბებსაც არ ექნებათ საბაბი, რომ ფეხბურთელები სამშაბათობაზე არ გაუშვან. კუპერის ეს წვრთნაც ხომ მეტწილად ტაქტიკურ ასპექტებს ეხება და არ გვგონია, არგენტინელი სამშაბათობებით არჩევდეს, რომელი ფეხბურთელი რომელს სჯობია.

კუპერის წვრთნას ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბიც დაესწრო - კახა ცხადაძე, ზაურ სვანაძე და დავით გვარამაძე შემაღლებული ადგილიდან დასცქეროდნენ არგენტინელსა და მის რჩეულთ. ცხადია, მათი ინტერესი სავსებით ნორმალურია, მიუხედავად იმისა, რომ კუპერი შორს დგას ახალგაზრდული და საერთოდ ყველა ასაკობრივი ნაკრებისგან.

გუშინდელ სამშაბათობას თბილისის ლოკომოტივის მწვრთნელებიც დაესწრნენ - გიორგი კიკნაძე და ზაზა ზამთარაძე. უწინდელ სამშაბათობებს უფრო მეტი სტუმარი ჰყავდა მწვრთნელთა კორპუსიდან. თუმცა ეს მაინცდამაინც იმის მანიშნებელი არ უნდა იყოს, რომ ქართველმა მწვრთნელებმა ცნობისმოყვარეობა უკვე ბოლომდე დაიკმაყოფილეს და კუპერის სამწვრთნელო მეთოდიკა აღარ აინტერესებთ - საგურამო ძნელად მისადგომი ადგილია და ესეც რომ არა, კუპერზე არანაკლებ იციან იმ ფეხბურთელების შესაძლებლობები, არგენტინელს ნაკრებისთვის რომ შეუგულებია.

და კიდევ: ფეხბურთის ფედერაცია თავს იმით იწონებს, რომ ეროვნულ ნაკრებს საორგანიზაციო საკითხები მაღალ დონეზე აქვს მოგვარებული, მაგრამ გუშინ ნაკრებმა დაუხაზავ მოედანზე ივარჯიშა. მოგვწონს თუ არა კუპერის სამშაბათობები, ვფიქრობთ, მწვრთნელი და ნაკრების წევრ-კანდიდატები იმის ღირსნი კი არიან, დახაზულ მინდორზე რომ გამართონ ვარჯიში. კირი, მუშა და სახაზავი - არ უნდა იყოს დიდი პრობლემა ეროვნული გუნდისთვის...

ავტორი: დავით თავართქილაძე


კალენდარი
აგვისტო  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
16
21
22
23
24
27
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი