მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-22
გუჯაბიძე კვლავ მანასლუს უტევს

შეგახსენებთ, რომ ჰიმალაის მთებში ცნობილი ქართველი ალპინისტი ბიძინა გუჯაბიძე იმყოფება, რომელიც რუსული ექსპედიციის (ხელმძღვანელი ალექსეი ბოლოტოვი) შემადგენლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის, მანასლუს (8163 მ) დაპყრობას ცდილობს. ექსპედიციაში სულ 16 კაცია, 14 რუსი, ქართველი და რუმინელი. ჩვენ თხრობა 14 აპრილის მოვლენებზე შევაჩერეთ, როცა ძირითადი გუნდი საბაზო ბანაკში დაეშვა, ხოლო ექვსეული მეორე ბანაკზე აპირებდა შეტევის განხორციელებას, ჩვენებური ძირითად ჯგუფთან ერთად იყო. შეგახსენებთ, რომ ინფორმაციის მომწოდებელი ცნობილი რუსი მთამსვლელი სერგეი ბოგომოლოვია, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს ბოლოტოვის ექსპედიციასთან.

ურალელთა ოთხეული, რომელშიც თავად ალექსეი ბოლოტოვი, ედუარდ როჟკოვი, არკადი რიჟენკო და დმიტრი ფლორენკო შედიან, აგრეთვე გამოცდილი ალპინისტები ვლადიმირ ბელოუსი და სერგეი დუგანოვი ავიდნენ 6 400 მეტრი სიმაღლეზე, სადაც მე-2 ბანაკი მოაწყვეს, გამოიძინეს და დაბლა დაეშვნენ. ახლა დილის 3 საათიდან გასვლას დმიტრი სინევი და ალექსანდრ ლუტოხინი აპირებენ, მათ გეგმაში აქვთ მე-2 ბანაკის ავლა და 6 800 მეტრი სიმაღლისთვის მიღწევა, - წერდა 15 აპრილს სერგეი ბოგომოლოვი.

თუმცა მეორე დღეს ექსპედიციის წევრთა გეგმას შესრულება არ ეწერა. მიღებული ცნობით, საქმეში ამინდი ჩაერია - მიუხედავად იმისა, რომ ამინდის პროგნოზის მიხედვით ქარიანი, მაგრამ მზიანი დღე უნდა ყოფილიყო, საბაზო ბანაკთან მოთოვა, ქარიც არ ჩადგა და ნისლმაც მარშრუტი მთლიანად დაფარა. ასე რომ, ლუტოხინი და სინევი კარავში დარჩნენ. მიუხედავად ამინდის ჭირვეულობისა, გუნდში საბრძოლო განწყობაა.

ამის შემდეგ 20 აპრილამდე არაფერი შეცვლილა, გუნდის წევრები 4 დღე-ღამე საბაზო ბანაკში კლავდნენ დროს, მაგრამ შემდეგ ამინდიც გაუმჯობესდა. დღეს ყველანი მეორე ბანაკში ავიდნენ, რომელიც 6 400 მეტრზეა ზღვის დონიდან. ექსპედიცია გზას ღრმა თოვლში 6 საათი მოუნდა. საღამოს კარვებში მოიფიქრებენ ხვალიდნელი და შემდგომი დღეების გეგმას, - იტყობინება სერგეი ბოგომოლოვი.

ავტორი: ნიკოლოზ ნეფარიძე


კალენდარი
აგვისტო  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
16
21
22
23
24
27
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი